არქივი: 2012
« წინა სტატიები მომდევნო სტატიები »როგორ ვიპოვეთ ზუსტად ის კადრი, რომელიც გვჭირდებოდა
23 მაისი, 2012 | 1 კომენტარი »
ისეთი კადრის პოვნა, როგორიც გუნდსა და ორგანიზაციას სჭირდება, არც ისე იოლია. საქმე კიდევ უფრო რთულდება, თუ ის მაღალ პოზიციას ეხება და, შესაბამისად, განსაკუთრებულად კარგი თანამშრომელია საჭირო. ამ პროცესისათვის რომ აუცილებელია კარგად დამუშავებული მიდგომის ჩამოყალიბება და გააზრებული მოქმედება, თავად დავრწმუნდი. ყველაფერი კი ასე დაიწყო: სტატია სრულად »
პროდუქტის გაყიდვების ზრდის ხუთი სტრატეგია
21 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველა ორგანიზაცია რაღაც პროდუქტს აწარმოებს. თითქმის ყველა მათგანი ფიქრობს, როგორ გაზარდოს მის მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გრძელვადიან პერიოდში. ყოველ წელს ორგანიზაციები ბევრს აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი პროდუქციის გაყიდვების გასაზრდელად. თვითონ პროდუქტის გაუმჯობესება, მასთან დაკავშირებული მომსახურების დახვეწა, პროდუქტის აღქმის გაძლიერება მომხმარებლებში, ფასის შემცირება თუ გაყიდვების მიდგომის განვითარება მეტნაკლები მნიშვნელობით მუდმივად არის მენეჯმენტის ზრუნვის არეალში. თუმცა იმისათვის, რომ რეალიზაცია წლიდან წლამდე გარანტირებულად გაიზარდოს, სასურველია ყოველწლიურად ავირჩიოთ ამ ხუთიდან ერთი მთავარი მიმართულება და მასში ძალიან არსებითი გაუმჯობესების მიღწევას შევეცადოთ. კიდევ უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგია თუ აქცენტს ერთი და იმავე მიმართულებაზე წლების განმავლობაში შევინარჩუნებთ და ვეცდებით, სწორედ მასში კონკურენტებთან შედარებით ძალიან გამორჩეულ უპირატესობას მივაღწიოთ.
სასიამოვნოდ გავაოცოთ მომხმარებლები
14 მაისი, 2012 | 3 კომენტარი »
რაც დრო გადის სულ უფრო ძნელდება მომხმარებლის ყურადღება მიიქციო. არადა აღარც ფასი, აღარც ცნობადობაა საკმარისი სტაბილური წარმატების მისაღწევად. მომხმარებელი მიეჩვია, რომ შედარებით ნაკლებად ატყუებენ, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ნიღბავენ თავის ტყუილს, ყველაზე დაბალი ფასებით მიტყუებაზეც სულ უფრი ნაკლებად რეაგირებენ. აღარც სხვადასხვა საფასო აქციები და ხმაურიანი კამპანიები ხიბლავს ბევრს. მომხმარებელს რაღაცა სრულიად ახალი სჭირდება და თანაც ახალი არა ერთჯერადად, არამედ ყოველდღე, ყოველ წამს, რაღაცა საინტერესო, ორიგინალური, სასიამოვნო, გამაოგნებელი. შემოქმედება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება წარმატების მისაღწევად, სხვა ფაქტორები დღითიდღე კარგავენ მომხმარებლისთვის ძალას და სულ უფრო მოსაწყენ შეთავაზებებად იქცევიან.
უბრალოდ კარგი ინსტრუმენტი
10 მაისი, 2012 | 1 კომენტარი »
როგორ შეიძლება ორგანიზაციებმა გაზარდონ კლიენტების კმაყოფილება? რა შეიძლება შესთავაზონ დამატებით ისეთი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებთ მათ სხვადასხვა სერვისებით სარგებლობას და მინიმუმამდე დაიყვანს არსებულ სუბიექტურ თუ ობიექტურ ბარიერებს? მაგალითად, წარმოიდგინეთ, როგორ გაიზრდებოდა კლიენტების კმაყოფილება, რომ შეეძლოთ ნებისმიერი ტიპის სერვისის მიღება “ადგილზე მისვლის” გარეშე: სტატია სრულად »
გუნდი, რომელსაც წარმატების შენარჩუნება შეუძლია
7 მაისი, 2012 | 1 კომენტარი »
იმისათვის, რომ გუნდმა შეძლოს არამარტო მიაღწიოს წარმატებას, არამედ დროის გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ის, პირველ რიგში, ჯანსაღი უნდა იყოს. ჯანსაღი გუნდი ის არის, სადაც ადამიანები ერთმანეთს და ლიდერს ბოლომდე ენდობიან, სადაც თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის, რომ მისი ძალისხმევა და მონდომება სამართლიანად დაფასდება, სადაც არც ერთ წევრს არ ეშინია იყოს ზუსტად ისეთი როგორიც არის, არ რცხვენია იყოს განსხვავებული, დაუშვას შეცდომები, სადაც ყველასთვის მთავარია არ გაჩერდეს და მაქსიმალურად იაქტიუროს საერთო მიზნის სასარგებლოდ.
ვინ გვინდა იყოს იდეების გენერატორი
2 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
ძალიან ხშირად ორგანიზაციების პირველი პირები და ზოგადად მაღალი რგოლის ხელმძღვანელები ჩივიან, რომ მათი თანამშრომლები არ არიან მათნაირად მონდომებულები, მათნაირად ინიციატივიანები, აქტიურად არ იღებენ პასუხისმგებლობას და არ ცდილობენ მათი მსგავსი მონდომებით განახორციელონ სხვადასხვა საინტერესო იდეები და პროექტები. მენეჯერების უმეტესობა ფიქრობს და ალბათ დიდ ნაწილში ასეც არის, რომ მნიშვნელოვანი, წარმატებით დასრულებული წამოწყებების დიდი ნაწილი უფრო მეტად სწორედ მენეჯმენტიდან მოდის. სტატია სრულად »
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ორგანიზაციული სტრუქტურა შეცვალა
26 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
როდესაც მენეჯმენტი ხვდება, რომ ორგანიზაციაში რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს, ყველაზე უკეთესია ამ დროს ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება, ან მინიმუმ მისი გადახედვის პროცესი მაინც დაიწყოს. პრიორიტეტების, უმთავრესი პროცესების და აქედან გამომდინარე მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების არსებითი ცვლილება, ყველაზე მეტად ეხმარება ასეთ დროს გუნდის წევრებს, დაუბრუნდნენ საწყისებს, გაიაზრონ საკუთარი სისუსტეები და ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ერთობლივად დაგეგმონ. როგორ განხორციელდა ერთი ასეთი პროცესი საქართველოს ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან ორგანიზაციაში ამ სტატიაში გვინდა მოგითხროთ. რატომ გადაწყვიტეს სტრუქტურის შეცვლაზე ფიქრი, ეს ნაკლებად საინტერესო შეიძლება იყოს, ამიტომ თხრობას პირდაპირ პირველი ნაბიჯებიდან დავიწყებთ.
გუნდისათვის არასასურველი წევრები
23 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
თითქმის ყველა გუნდში არის წევრი, რომელიც დანარჩენ წევრებს სხვებზე ნაკლებად უყვართ. ზოგან გამოხატავენ ამას, ზოგან ნაკლებად, ზოგან ლაპარაკობენ გუნდის შიგნით ამ თემაზე, ზოგან არასოდეს, ზოგან დიდია ეს ანტიპათია, ზოგან ნაკლები, მაგრამ ასეთი წევრები თითქმის ყველა გუნდში არიან და მათი ყოფნა, ან მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრგან ბევრს და თანაც რაღაც მნიშვნელოვანს აფუჭებს.
ხშირად გვეჩვენება, რომ ამ წევრის წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და რომ ამის შემდეგ გუნდი ბევრად უფრო მტკიცე და წარმატებული გახდება. მისი წასვლის მერე კი ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის თითქმის არასოდეს, ვინაიდან უფრო მეტ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, უარყოფითი განწყობა გუნდის სხვა წევრზე გადადის და ახლა მასთან მიმართებაში იწყება ახალი, შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული უარყოფითი პროცესი. სტატია სრულად »
“ინფორმაცია” კლიენტისგან კლიენტისთვის
17 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
დახვეწილი და საინტერესო პროდუქტები,
ძალიან კარგი მომსახურება,
გამართული, არაბიუროკრატიული პროცესები,
კვალიფიციური კადრები.
ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ისეთი მარტივი მისაღწევად. ამისათვის საჭიროა მუდმივი, ინტენსიური, პროაქტიული მუშაობა.
სტატია სრულად »
10 რჩევა მომსახურების ხარისხის განვითარებისთვის – რა არის და რა უნდა იყოს?!
10 აპრილი, 2012 | 2 კომენტარი »
დღეს თითქმის ყველა ორგანიზაცია საუბრობს ხარისხიან მომსახურებაზე. ასეა როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორში, მაგრამ ორგანიზაციების უმეტესობა მხოლოდ საუბრობს, რეალურად კი არაფერს ან ძალიან მცირედს აკეთებს ამისათვის. სტატია სრულად »
წარმატების განმსაზღვრელი ბიზნეს პროცესები
2 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
ამ ეტაპს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ის განსხავავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგრამ ყველგან კარგად აწყობილი და გამართული უნდა იყოს.
ნებისმიერი ორგანიზაციისათვის არსებობს პროცესები, რომელიც მის წარმატებას ყველაზე მეტად განაპირობებს. მართალია, სხვადასხვა შემთხვევაში პროცესების მნიშვნელობაც და შინაარსიც განსხვავებულია, მაგრამ მათი ძირითადი ჩამონათვალი და ჩარჩო მეტნაკლებად მსგავსია ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისათვის.
გაყიდვების, პროდუქტების განვითარების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, საკადრო ბაზის განვითარების, აგრეთვე სტრატეგიული მართვის პროცესები ყველაზე მეტად განსაზღვრავენ წარმატებას. იმედი გვაქვს, ქვემოთ მოცემული მოსაზრებები თითქმის ყველა მენეჯერისათვის იქნება ღირებული ვინაიდან ის ორგანიზაციები, სადაც ეს პროცესები სწორად არ მუშაობს, ოდესაღაც აუცილებლად დაკარგავენ კონკურენტუნარიანობას და შესაბამისად წარმატებასაც.
შვილობილი კომპანიები
26 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
დრო, როცა კომპანიის მენეჯმენტს დაგროვილი აქვს კომპეტენცია ბიზნესის კეთებაში, აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი და მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, გაფართოებული აქვს კავშირები, ძალიან ხშირად უბიძგებს მას, დაიწყოს ოჯახის მთავარი დანიშნულების შესრულება, შექმნას ახალი თაობები. ამოსავალი, უმეტეს შემთხვევაში, დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვება ნებისმიერისთვის რთულია, მაგრამ რისკიანი. ამ ნაბიჯს კომპანიის მენეჯმენტი ხშირად დგამს. სტატია სრულად »
გადამდგარი მენეჯერის წერილი
22 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
მე გადამდგარი მენეჯერი ვარ. ერთ ხანს იმ ადგილზე ვმუშაობდი, რაზეც შენ ახლა ხარ. ვფიქრობ, ცუდი არ იქნება, გაგიზიარო ჩემი გამოცდილება, რომელმაც, შესაძლოა, გაგიადვილოს შენი მოვალეობის უკეთ შესრულება, რათა არ დაუშვა იგივე შეცდომები, რაც მე დავუშვი, მიაღწევინო ორგანიზაციას უკეთესი შედეგებისთვის, გყავდეს უფრო მეტად კმაყოფილი კლიენტები და უფრო მოტივირებული თანამშრომლები, საერთოდ იყო უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე მე. სტატია სრულად »
პარალელური გუნდები – ერთი სტანდარტული ამოცანის არასტანდარტულად გადაწყვეტის ამბავი
19 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
რამდენიმე თვის წინათ, ერთმა ჩვენმა ნაცნობმა კომპანიამ ერთი ძალიან სტანდარტული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანის არასტანდარტული გზით გადაჭრა გადაწყვიტა. მომსახურების ხარისხის მოკლე ვადაში მკვეთრად გაუმჯობესების საკითხი ისე აქტუალურად დაისვა, რომ სწრაფი შედეგების მისაღწევად რაღაც განსხვავებული, ორიგინალური, ძალიან ეფქტური გზა იყო მოსაძებნი. მენეჯმენტი რამდენიმე დღე, ფაქტიურად, სათათბირო ოთახიდან არ გამოსულა. დიდხანს იფიქრეს, იკამათეს, იმსჯელეს და საბოლოოდ ერთ საინტერესო გეგმაზე შეთანხმდნენ. მოქმედებაც დაიწყო.
როგორ გავაუმჯობესოთ მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხი
15 მარტი, 2012 | 0 კომენტარი »
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი.
გადაწყვეტილებების მიღება ყველა ორგანიზაციას უწევს ყოველდღიურად და ეს პირდაპირ აისახება მასზე. შესაბამისად, რაც უკეთესი გადაწყვეტილებები მიიღება, მით უფრო შედეგიანი და წარმატებულია ორგანიზაცია.
კარგ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს არა ერთი ან ორი ადამიანის გამჭრიახობა, კომპეტენტურობა და გამოცდილება, არამედ კარგი და სწორად წარმართული პროცესი. გადაწყვეტილებები, რომლებიც არასწორი, ან არასრული პროცესით ხორციელდება, ხშირ შემთხევაში არ არის მაღალი ხარისხის, ორგანიზაცია კიდევ ერთხელ ხელიდან უშვებს შესაძლებლობას, მიიღოს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილება და შედეგი.
როცა მეგობრებმა ოჯახებით ბუნებაში საქეიფოდ წასვლა გადაწყვიტეს
12 მარტი, 2012 | 2 კომენტარი »
“სადმე ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ ოჯახებით, მწვადი ხომ არ შევწვათ? – ვაა, მაგარი აზრია, რატომაც არა” და პროცესიც იწყება. ამ პატარა, ჩვეულებრივი, უბრალო მაგალითით ვფიქრობ, ნათლად დავინახავთ, რომ ხშირად, როცა ძალიან ჩვეულ, უბრალო საქმეს ვაკეთებთ მართვის ყველა მთავარ წესს და პრინციპს ზედმიწევნით კარგად ვიცავთ. ამას, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვაკეთებთ მაშინ, როდესაც დიდ ორგანიზაციებს ვქმნით ან ვმართავთ, გრანდიოზულ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ.
ერთი გენერალური დირექტორის შესახებ
5 მარტი, 2012 | 2 კომენტარი »
წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ერთ გენერალურ დირექტორთან. იგი ყოველთვის მაოცებდა არა იმდენად მისი მუშაობის სტილით და მიდგომებით, რამდენადაც იმ შედეგებით, რომლის მიღწევასაც ასეთი მუშაობით ახერხებდა. მე მას იქამდეც ვიცნობდი, სანამ ამ ორგანიზაციას ჩაუდგებოდა სათავეში. ნამუშევარიც მქონდა მასთან ერთად, რამოდენიმე საკითხზე და შესაბამისად, მის საქმიან თვისებებზეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა. სწორედ ამიტომ დასაწყისში ვეჭვობდი, რომ ამ დაწინაურებით არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ძალიან ვცდებოდი.
გუნდები და ჯგუფები
27 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
თითქმის ყველა ენაში გუნდი და ჯგუფი სხვადასხვა სიტყვებია და ყველა ცხადად გრძნობს, ერთმანეთისგან რა განსხვავებულ აზრს ატარებს ეს ორი სიტყვა. ყველა მენეჯერი ისურვებდა, ალბათ, ჰყოლოდა გუნდები ჯგუფების მაგივრად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ახერხებს.
რამოდენიმე პარალელი სპორტულ გუნდებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, დიდწილად განაპირობებს ადამიანთა ჯგუფების გუნდურობას, შესაძლოა, კარგი მაგალითი აღმოჩნდეს მენეჯერების დასახმარებლად, იმისათვის, რათა მათ მათთვის დაქვემდებარებული ჯგუფებისაგან გუნდების შექმნა დაიწყონ.
ორგანიზაციების „ატლანტები“
23 თებერვალი, 2012 | 1 კომენტარი »
ატლანტი ბერძნულ მითოლოგიაში ტიტანი იყო. იგი, გადმოცემით, ღმერთებთან მებრძოლ სხვა ტიტანებს მიემხრო, ამიტომ ზევსმა დასაჯა, უბრძანა, თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი. ეს ტიტანი მსოფლიოს პირველ ლეგენდარულ სერვისს სთავაზობდა.
დღეს სამყარო ბევრ ლეგენდარულ სერვისზე დგას. თავის მხრივ ამ სერვისების ეფექტიანობას განსაზღვრავენ ის ღერძები, რასაც მსოფლიოს განვითარება ეყრდნობა. სტატია სრულად »
ორგანიზაციული სტრუქტურის ათი საინტერესო თვისება
20 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა უმთავრესი იარაღია სტრატეგიის განხორციელებისთვის. თუ თქვენ ამაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, ქვემოთ, სავარაუდოდ, დარწმუნდებით, რომ ორგანიზაციები ახორციელებენ არა იმ სტრატეგიას, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტებით აქვთ დეკლარირებული, არამედ იმას, რომლის განხორციელების საშუალებასაც მათ მათი სტრუქტურა აძლევს.