მართვა თათბირებით
18 ივნისი, 2012 | 0 კომენტარი »
სკოლაში სწავლისას, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ სკოლიდან სახლში დამოუკიდებლად წასვლის უფლება არ მქონდა, ხშირად მიწევდა მშობლებთან სამსახურში გადასვლა და დალოდება სახლში რომ ერთად დავბრუნებულიყავით. სკოლას და რედაქციას, სადაც ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ერთი ღობე ყოფდა და ამიტომ მეორე სმენის ბოლო გაკვეთილის შემდეგ მათთან უნდა გადავსულიყავი და წესით მხოლოდ ერთი საათი მომეცადა, სანამ სამუშაო საათები დასრულდებოდა. მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ეს ესე არ ხდებოდა. მშობლებს გაუთავებელ თათბირებზე უწევდათ ჯდომა, მე კი მათგან ერთ-ერთის ოთახში ლოდინით, ძველი გაზეთების ან მომავალი გამოშვების მასალების კითხვით ან სულაც დერეფანში სირბილით გამყავდა დრო. თათბირები ჩემს მეხსიერებას ამ გარემოების გამო საკმაოდ უარყოფით კონტექსტში შემორჩა.
მაგრამ, ორგანიზაციული განვითარების საკითხებზე წლების განმავლობაში მუშაობამ ნათლად დამანახა, თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს თათბირებს ორგანიზაციის მართვისთვის თუ მას სწორი თემატიკით, სწორი შემადგენლობით, სწორი რეგულარობით, კარგად ორგანიზებულად ვმართავთ და მისი შედეგების ანალიზს და შეფასებასაც მუდმივად ვაკეთებთ.
დაისაქმე თავი შენით
11 ივნისი, 2012 | 0 კომენტარი »
ერთი ჩემი მეგობრის ნაცნობი, კახეთში რომ ძალიან გაჭირვებულა ცხოვრება, თბილისში წამოსულა ოჯახისთვის სარჩოს საშოვნელად. რამდენიმე დღის აქეთ-იქით უშედეგოდ სიარულის შემდეგ მთაწმინდაზე ასულა და პანთეონიდან გადმოუხედავს. რომ დაუნახავს ჟანგი ჭამდა სახლების სახურავების უდიდეს ნაწილს, რამოდენიმე კაცი დაუქირავებია, საღებავები უყიდია და ეზოების კარდაკარ შემოვლა დაუწყია სახურავების შეღებვის შეთავაზებით.
ბევრი სტუდენტი, დიასახლისი, უბრალოდ უმუშევრად დარჩენილი ადამიანი ფიქრობს რა აკეთოს, როგორ იშოვოს სამსახური, ან როგორ ირჩინოს თავი და თუ ვერ გამდიდრდება ის მაინც მოახერხოს, რომ პირადად მისი და მისი უახლოესი ადამიანებისათვის საარსებო სახსრები გამოიმუშავოს. ის გზა, რომელიც ამ სტატიაშია მოცემული იქნებ ოდნავ მაინც დაგეხმაროთ ამაში.
მამოძრავებელი მიზანი
4 ივნისი, 2012 | 2 კომენტარი »
ერთხელ, მახსოვს, ექიმი ვნახე, რომელიც მხოლოდ 3-5 წუთს უთმობდა საშუალოდ თითო პაციენტს, იმისათვის, რომ მის კარებთან მდგარ უშველებელ რიგს მომსახურებოდა. ძალიან ეჩხუბებოდა ნებისმიერს, ვისაც ადრე უკვე ჰქონდა მისი მკურნალობა გავლილი და იგივე დაავადებით ბრუნდებოდა იმის გამო, რომ მისი გაფრთხილება არ გაითვალისწინა – ჩხუბობდა, რატომ მაკარგვინებთ დროსო. სპეციალურ ჟურნალს აწარმოებდა, სადაც ყველა პაციენტს ნომრავდა და იწერდა მათზე ინფორმაციას. სულ გადაშლილი წიგნები და ჟურნალები ეწყო სამუშაო მაგიდაზე. მედიკამენტებთან ერთად იყენებდა ლაზერსაც და რაღაც ბალახებს ატანდა კიდევ პაციენტებს რათა საბოლოოდ განკურნებულიყვნენ. ერთხელ, მახსოვს, მაღალი სიცხით იყო და მაინც ენერგიული და თვალებანთებული იღებდა ავადმყოფებს. სულ მიკვირდა, რა აძლევდა ამ ადამიანს ამდენი მუშაობის ძალას. სანამ ერთხელ მის ხელის საბან ნიჟარასთან წარწერა არ შევნიშნე – “ასი ათასი განკურნებული პაციენტი”.
პროდუქტის გაყიდვების ზრდის ხუთი სტრატეგია
21 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველა ორგანიზაცია რაღაც პროდუქტს აწარმოებს. თითქმის ყველა მათგანი ფიქრობს, როგორ გაზარდოს მის მიერ წარმოებული პროდუქტის რეალიზაცია გრძელვადიან პერიოდში. ყოველ წელს ორგანიზაციები ბევრს აკეთებენ სხვადასხვა მიმართულებით საკუთარი პროდუქციის გაყიდვების გასაზრდელად. თვითონ პროდუქტის გაუმჯობესება, მასთან დაკავშირებული მომსახურების დახვეწა, პროდუქტის აღქმის გაძლიერება მომხმარებლებში, ფასის შემცირება თუ გაყიდვების მიდგომის განვითარება მეტნაკლები მნიშვნელობით მუდმივად არის მენეჯმენტის ზრუნვის არეალში. თუმცა იმისათვის, რომ რეალიზაცია წლიდან წლამდე გარანტირებულად გაიზარდოს, სასურველია ყოველწლიურად ავირჩიოთ ამ ხუთიდან ერთი მთავარი მიმართულება და მასში ძალიან არსებითი გაუმჯობესების მიღწევას შევეცადოთ. კიდევ უფრო შედეგიანი შეიძლება აღმოჩნდეს სტრატეგია თუ აქცენტს ერთი და იმავე მიმართულებაზე წლების განმავლობაში შევინარჩუნებთ და ვეცდებით, სწორედ მასში კონკურენტებთან შედარებით ძალიან გამორჩეულ უპირატესობას მივაღწიოთ.
სასიამოვნოდ გავაოცოთ მომხმარებლები
14 მაისი, 2012 | 3 კომენტარი »
რაც დრო გადის სულ უფრო ძნელდება მომხმარებლის ყურადღება მიიქციო. არადა აღარც ფასი, აღარც ცნობადობაა საკმარისი სტაბილური წარმატების მისაღწევად. მომხმარებელი მიეჩვია, რომ შედარებით ნაკლებად ატყუებენ, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ნიღბავენ თავის ტყუილს, ყველაზე დაბალი ფასებით მიტყუებაზეც სულ უფრი ნაკლებად რეაგირებენ. აღარც სხვადასხვა საფასო აქციები და ხმაურიანი კამპანიები ხიბლავს ბევრს. მომხმარებელს რაღაცა სრულიად ახალი სჭირდება და თანაც ახალი არა ერთჯერადად, არამედ ყოველდღე, ყოველ წამს, რაღაცა საინტერესო, ორიგინალური, სასიამოვნო, გამაოგნებელი. შემოქმედება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება წარმატების მისაღწევად, სხვა ფაქტორები დღითიდღე კარგავენ მომხმარებლისთვის ძალას და სულ უფრო მოსაწყენ შეთავაზებებად იქცევიან.
გუნდი, რომელსაც წარმატების შენარჩუნება შეუძლია
7 მაისი, 2012 | 1 კომენტარი »
იმისათვის, რომ გუნდმა შეძლოს არამარტო მიაღწიოს წარმატებას, არამედ დროის გრძელვადიან პერიოდში შეინარჩუნოს ის, პირველ რიგში, ჯანსაღი უნდა იყოს. ჯანსაღი გუნდი ის არის, სადაც ადამიანები ერთმანეთს და ლიდერს ბოლომდე ენდობიან, სადაც თითოეულმა წევრმა ზუსტად იცის, რომ მისი ძალისხმევა და მონდომება სამართლიანად დაფასდება, სადაც არც ერთ წევრს არ ეშინია იყოს ზუსტად ისეთი როგორიც არის, არ რცხვენია იყოს განსხვავებული, დაუშვას შეცდომები, სადაც ყველასთვის მთავარია არ გაჩერდეს და მაქსიმალურად იაქტიუროს საერთო მიზნის სასარგებლოდ.
ვინ გვინდა იყოს იდეების გენერატორი
2 მაისი, 2012 | 0 კომენტარი »
ძალიან ხშირად ორგანიზაციების პირველი პირები და ზოგადად მაღალი რგოლის ხელმძღვანელები ჩივიან, რომ მათი თანამშრომლები არ არიან მათნაირად მონდომებულები, მათნაირად ინიციატივიანები, აქტიურად არ იღებენ პასუხისმგებლობას და არ ცდილობენ მათი მსგავსი მონდომებით განახორციელონ სხვადასხვა საინტერესო იდეები და პროექტები. მენეჯერების უმეტესობა ფიქრობს და ალბათ დიდ ნაწილში ასეც არის, რომ მნიშვნელოვანი, წარმატებით დასრულებული წამოწყებების დიდი ნაწილი უფრო მეტად სწორედ მენეჯმენტიდან მოდის. სტატია სრულად »
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც ორგანიზაციული სტრუქტურა შეცვალა
26 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
როდესაც მენეჯმენტი ხვდება, რომ ორგანიზაციაში რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს, ყველაზე უკეთესია ამ დროს ორგანიზაციული სტრუქტურის ცვლილება, ან მინიმუმ მისი გადახედვის პროცესი მაინც დაიწყოს. პრიორიტეტების, უმთავრესი პროცესების და აქედან გამომდინარე მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების არსებითი ცვლილება, ყველაზე მეტად ეხმარება ასეთ დროს გუნდის წევრებს, დაუბრუნდნენ საწყისებს, გაიაზრონ საკუთარი სისუსტეები და ორგანიზაციისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ერთობლივად დაგეგმონ. როგორ განხორციელდა ერთი ასეთი პროცესი საქართველოს ერთ-ერთ დიდ და მნიშვნელოვან ორგანიზაციაში ამ სტატიაში გვინდა მოგითხროთ. რატომ გადაწყვიტეს სტრუქტურის შეცვლაზე ფიქრი, ეს ნაკლებად საინტერესო შეიძლება იყოს, ამიტომ თხრობას პირდაპირ პირველი ნაბიჯებიდან დავიწყებთ.
გუნდისათვის არასასურველი წევრები
23 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
თითქმის ყველა გუნდში არის წევრი, რომელიც დანარჩენ წევრებს სხვებზე ნაკლებად უყვართ. ზოგან გამოხატავენ ამას, ზოგან ნაკლებად, ზოგან ლაპარაკობენ გუნდის შიგნით ამ თემაზე, ზოგან არასოდეს, ზოგან დიდია ეს ანტიპათია, ზოგან ნაკლები, მაგრამ ასეთი წევრები თითქმის ყველა გუნდში არიან და მათი ყოფნა, ან მათ მიმართ ასეთი დამოკიდებულება ბევრგან ბევრს და თანაც რაღაც მნიშვნელოვანს აფუჭებს.
ხშირად გვეჩვენება, რომ ამ წევრის წასვლა ყველაზე კარგი გამოსავალი იქნებოდა და რომ ამის შემდეგ გუნდი ბევრად უფრო მტკიცე და წარმატებული გახდება. მისი წასვლის მერე კი ვხვდებით, რომ ეს ასე არ არის თითქმის არასოდეს, ვინაიდან უფრო მეტ შემთხვევაში, გარკვეული დროის შემდეგ, უარყოფითი განწყობა გუნდის სხვა წევრზე გადადის და ახლა მასთან მიმართებაში იწყება ახალი, შესაძლოა, კიდევ უფრო აგრესიული უარყოფითი პროცესი. სტატია სრულად »
წარმატების განმსაზღვრელი ბიზნეს პროცესები
2 აპრილი, 2012 | 0 კომენტარი »
ამ ეტაპს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ის განსხავავებული შეიძლება იყოს სხვადასხვა ორგანიზაციაში, მაგრამ ყველგან კარგად აწყობილი და გამართული უნდა იყოს.
ნებისმიერი ორგანიზაციისათვის არსებობს პროცესები, რომელიც მის წარმატებას ყველაზე მეტად განაპირობებს. მართალია, სხვადასხვა შემთხვევაში პროცესების მნიშვნელობაც და შინაარსიც განსხვავებულია, მაგრამ მათი ძირითადი ჩამონათვალი და ჩარჩო მეტნაკლებად მსგავსია ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისათვის.
გაყიდვების, პროდუქტების განვითარების, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების, საკადრო ბაზის განვითარების, აგრეთვე სტრატეგიული მართვის პროცესები ყველაზე მეტად განსაზღვრავენ წარმატებას. იმედი გვაქვს, ქვემოთ მოცემული მოსაზრებები თითქმის ყველა მენეჯერისათვის იქნება ღირებული ვინაიდან ის ორგანიზაციები, სადაც ეს პროცესები სწორად არ მუშაობს, ოდესაღაც აუცილებლად დაკარგავენ კონკურენტუნარიანობას და შესაბამისად წარმატებასაც.
პარალელური გუნდები – ერთი სტანდარტული ამოცანის არასტანდარტულად გადაწყვეტის ამბავი
19 მარტი, 2012 | 1 კომენტარი »
რამდენიმე თვის წინათ, ერთმა ჩვენმა ნაცნობმა კომპანიამ ერთი ძალიან სტანდარტული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამოცანის არასტანდარტული გზით გადაჭრა გადაწყვიტა. მომსახურების ხარისხის მოკლე ვადაში მკვეთრად გაუმჯობესების საკითხი ისე აქტუალურად დაისვა, რომ სწრაფი შედეგების მისაღწევად რაღაც განსხვავებული, ორიგინალური, ძალიან ეფქტური გზა იყო მოსაძებნი. მენეჯმენტი რამდენიმე დღე, ფაქტიურად, სათათბირო ოთახიდან არ გამოსულა. დიდხანს იფიქრეს, იკამათეს, იმსჯელეს და საბოლოოდ ერთ საინტერესო გეგმაზე შეთანხმდნენ. მოქმედებაც დაიწყო.
როცა მეგობრებმა ოჯახებით ბუნებაში საქეიფოდ წასვლა გადაწყვიტეს
12 მარტი, 2012 | 2 კომენტარი »
“სადმე ქალაქგარეთ ხომ არ გავიდეთ ოჯახებით, მწვადი ხომ არ შევწვათ? – ვაა, მაგარი აზრია, რატომაც არა” და პროცესიც იწყება. ამ პატარა, ჩვეულებრივი, უბრალო მაგალითით ვფიქრობ, ნათლად დავინახავთ, რომ ხშირად, როცა ძალიან ჩვეულ, უბრალო საქმეს ვაკეთებთ მართვის ყველა მთავარ წესს და პრინციპს ზედმიწევნით კარგად ვიცავთ. ამას, სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვაკეთებთ მაშინ, როდესაც დიდ ორგანიზაციებს ვქმნით ან ვმართავთ, გრანდიოზულ პროექტებს ვგეგმავთ და ვახორციელებთ.
ერთი გენერალური დირექტორის შესახებ
5 მარტი, 2012 | 2 კომენტარი »
წლების განმავლობაში მქონდა ურთიერთობა ერთ გენერალურ დირექტორთან. იგი ყოველთვის მაოცებდა არა იმდენად მისი მუშაობის სტილით და მიდგომებით, რამდენადაც იმ შედეგებით, რომლის მიღწევასაც ასეთი მუშაობით ახერხებდა. მე მას იქამდეც ვიცნობდი, სანამ ამ ორგანიზაციას ჩაუდგებოდა სათავეში. ნამუშევარიც მქონდა მასთან ერთად, რამოდენიმე საკითხზე და შესაბამისად, მის საქმიან თვისებებზეც მქონდა გარკვეული წარმოდგენა. სწორედ ამიტომ დასაწყისში ვეჭვობდი, რომ ამ დაწინაურებით არაფერი განსაკუთრებული შედეგი არ იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც შემდეგში აღმოჩნდა, ძალიან ვცდებოდი.
გუნდები და ჯგუფები
27 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
თითქმის ყველა ენაში გუნდი და ჯგუფი სხვადასხვა სიტყვებია და ყველა ცხადად გრძნობს, ერთმანეთისგან რა განსხვავებულ აზრს ატარებს ეს ორი სიტყვა. ყველა მენეჯერი ისურვებდა, ალბათ, ჰყოლოდა გუნდები ჯგუფების მაგივრად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ ახერხებს.
რამოდენიმე პარალელი სპორტულ გუნდებთან, რომლებიც, ჩვენი აზრით, დიდწილად განაპირობებს ადამიანთა ჯგუფების გუნდურობას, შესაძლოა, კარგი მაგალითი აღმოჩნდეს მენეჯერების დასახმარებლად, იმისათვის, რათა მათ მათთვის დაქვემდებარებული ჯგუფებისაგან გუნდების შექმნა დაიწყონ.
ორგანიზაციული სტრუქტურის ათი საინტერესო თვისება
20 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა უმთავრესი იარაღია სტრატეგიის განხორციელებისთვის. თუ თქვენ ამაში ჯერ კიდევ ეჭვი გეპარებათ, ქვემოთ, სავარაუდოდ, დარწმუნდებით, რომ ორგანიზაციები ახორციელებენ არა იმ სტრატეგიას, რომელიც სხვადასხვა დოკუმენტებით აქვთ დეკლარირებული, არამედ იმას, რომლის განხორციელების საშუალებასაც მათ მათი სტრუქტურა აძლევს.
ლიდერობის პრინციპებზე დაფუძნებული წრიული ორგანიზაციული სტრუქტურები
13 თებერვალი, 2012 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციების მართვის ტრადიციული მოდელი უკანასკნელ დღეებს ითვლის. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ის მიდგომები, რომლებითაც ამჟამად ორგანიზაციები იმართება არსებით ცვლილებებს ითხოვს. ადამიანების მოტივირება, მათი უნარებისა და შესაძლებლობების ორგანიზაციის მიზნებისათვის გამოყენება სულ უფრო რთული, მაგრამ, ამავე დროს, მუდმივად კრიტიკული ხდება.
შიდა პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აფერხებენ ზრდას ქართულ ორგანიზაციებში
23 იანვარი, 2012 | 1 კომენტარი »
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის ყველა კრიტიკული პრობლემის გამომწვევი მიზეზი სათავეს სტრატეგიაში, სტრუქტურაში, პროცესებში, მოტივაციის სისტემებში ან კორპორატიულ კულტურაში არსებული პრობლემებიდან იღებს. აქედან გამომდინარე, ვეცადეთ, სწორედ ამ მიმართულებებით, ქართულ ორგანიზაციებში ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემების შესახებ მოგვეთხრო. პრობლემების, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ ორგანიზაციების ზრდაზეც და მიმდინარე საქმიანობის ნაყოფიერებასაც მნიშვნელოვნად ამცირებენ.
ქართულ ორგანიზაციებში ჩატარებული შეხვედრები და განხილვები რომ უფრო ნაყოფიერი გახდეს
18 აპრილი, 2011 | 0 კომენტარი »
საუბარი იმაზე, რომ ქართულ ორგანიზაციებში განხილვები და შეხვედრები იმაზე ხშირად მთავრდება უშედეგოდ, ვიდრე სადმე სხვაგან, ალბათ არ იქნება სწორი. თუმცა, მიზეზები, რის გამოც ხშირად ეს ასე ხდება ჩვენთან, მაინც თავისებურია.
ყველაზე გავრცელებული ხარვეზები ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში
28 მარტი, 2011 | 6 კომენტარი »
ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ორგანიზაციული სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული კვადრატებია. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დახაზავ მას. მთავარია, რაღაცა დახაზო და დაამტკიცო, რომ სტრუქტურა გქონდეს. მართალია, სტრუქტურა, თავისთავად, ორგანიზაციის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ერთ-ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომას მასში ადვილად შეუძლია, ნებისმიერი სტრატეგია წარუმატებლობისთვის გაწიროს.
ამ სტატიაში გვინდა, გამოვყოთ ის ხარვეზები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში და რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად უშლის ხელს მათ დაგეგმილი შედეგების მიღწევასა და შემუშავებული სტრატეგიების განხორციელებაში.
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში
21 მარტი, 2011 | 1 კომენტარი »
იდეები რომ არ გვაკლია ქართველებს, ცნობილია. საინტერესო, ორიგინალური იდეები ხშირად იბადება ჩვენს მსჯელობებში, ფიქრისას თუ წერისას, მაგრამ, ხშირად, ძირითად პრობლემად მიღებული გადაწყვეტილებების თუნდაც საშუალო ხარისხით აღსრულება რჩება. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული მოსაზრებები, თუ, ძირითადად, რა იწვევს ქართულ ორგანიზაციებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და, ჩვენი აზრით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა.