ძლიერი კორპორატიული კულტურა სტაბილური, გრძელვადიანი შედეგების საწინდარია
5 ოქტომბერი, 2009 | 2 კომენტარი »
ის თუ, რამდენად შეესაბამება კულტურა ორგანიზაციის მისიას, რამდენად თავსებადია სტრატეგიასთან და რამდენად ეხმარება მას განხორციელებაში, მნიშვნელოვნად განაპირობებს მართვის ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გამოყენების ხარისხს.
რამდენადაც ადამიანების წარმატებას განსაზღვრავს ფასეულობები, პრინციპები და ცხოვრების წესი, რაც მას პროგნოზირებადს, შესაბამისად სანდოსა და სტაბილურს ხდის, ისევეა ორგანიზაციების შემთხვევაშიც. სტატია სრულად »
ორგანიზაციული სტრუქტურის დამუშავების მიდგომა
28 სექტემბერი, 2009 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურები, მართლაცდა, ვერ უზრუნველყოფენ წარმატებას, მაგრამ არასწორ სტრუქტურას სერიოზულად შეუძლია შეუშალოს ხელი ნებისმიერი, თუნდაც გენიალური სტრატეგიის განხორციელებას და ის უბრალო, კეთილ სურვილებად აქციოს. სტატია სრულად »
კლიენტების კმაყოფილების ზრდის მცირებიუჯეტიანი საშუალებები
21 სექტემბერი, 2009 | 2 კომენტარი »
კლიენტების კმაყოფილებას თუ რა მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი კომერციული (და არამარტო) ორგანიზაციის კეთილდღეობისათვის, დიდი დასაბუთება არ სჭირდება. ბევრი კომპანია ხარჯავს დროს და ენერგიას კლიენტების კმაყოფილების დონის კვლევის, შეფასების და კონტროლისათვის. იგონებენ მომსახურების სტანდარტებს, მერე ამ სტანდარტებს ნერგავენ, მერე მათ შესრულებას აკონტროლებენ და ყველაფერს ამას სწორედ კლიენტების კმაყოფილების მისაღწევად აკეთებენ. სტატია სრულად »
„მარკეტების“ წარმატების გზა
18 სექტემბერი, 2009 | 2 კომენტარი »
მხოლოდ თბილისში 3000 -ზე მეტი პატარა საუბნო სასურსათო მაღაზიაა ( ე.წ. მარკეტები), სადაც ჩვენ ყველას, გვიწევს დროდადრო (ბევრს ხშირად) შესვლა. ვიფიქრეთ, იმაზე თუ, როგორ შეიძლება ისინი ბევრად უფრო ეფექტურები და წარმატებულები გახდნენ. ეს საინტერესო გზა შეიძლება იყოს არა მარტო თვითონ მათთვის, არამედ ბევრისთვისაც, ვისაც მათთან შეხება აქვს. სტატია სრულად »
წარმატებული სტარტის ფორმულა – ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ბიზნესის სწორად დასაწყებად
7 სექტემბერი, 2009 | 5 კომენტარი »
ახლად დაარსებული ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი დაწყებიდან მოკლე ხანში ასრულებს არსებობას. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში არასწორი სტარტია, არასწორად გაკეთებული აქცენტები საწყის ეტაპზე და თავიდანვე საქმის ფართო მასშტაბით დაწყების მცდელობაა, რაც ძალიან ხშირად არ ამართლებს. სტატია სრულად »
დამზადებულია საქართველოში – ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამა
31 აგვისტო, 2009 | 1 კომენტარი »
ექსპორტის ხელშეწყობის როლი და მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში არავისთვის სადაო არ არის. რთულია, უბრალოდ, იმ ეფექტური გზების მოძებნა, რომლითაც ამის გაკეთება შეიძლება. დამზადებულია საქართველოში – ერთ–ერთი ყველაზე ქმედითი პროგრამა შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც სახელმწიფო განახორციელებს ექსპორტის სტიმულირებისათვის. სტატია სრულად »
დააჩქარეთ განვითარება – შექმენით განვითარების საბჭო
24 აგვისტო, 2009 | 2 კომენტარი »
განვითარება ბევრი ორგანიზაციისთვის (თუ ყველასთვის არა) გადაუდებელი აუცილებლობაა, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, იგი მენეჯმენტის სასწრაფო ოპერატიული, მიმდინარე საქმეების სიმრავლეს ეწირება. სტატია სრულად »
უკეთესი მომავალი იწყება ხედვით
17 აგვისტო, 2009 | 3 კომენტარი »
ორგანიზაციის სპეციფიკის, საქმიანობის სფეროს მიხედვით ხედვის კომპონენტები შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგრამ უმრავლესი ბიზნეს სტრუქტურებისთვის მისი შემადგენლობა მსგავსია.
ხვალ არა, და მითუმეტეს არც შემდეგ ორშაბათს – მომავალი იწყება დღეს, დღეს იქმნება ის, ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებებით, დღევანდელი მოქმედებებით. სტატია სრულად »
ის, რის გამოც ორგანიზაციები არსებობენ
12 აგვისტო, 2009 | 0 კომენტარი »
მაგრამ საკმარისია ის ცხადი გახდეს, მივხვდეთ, დავინახოთ და შევიგრძნოთ და ყველაფერი ბევრჯერ უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას, ბევრად უფრო ეფექტურად და მიზანმიმართულად იხარჯება რესურსები და მიიღება გადაწყვეტილებები.
მისია თავისთავად არსებობს, გვინდა თუ არა, ვიცით თუ არა, გვესმის თუ არა მისი მნიშვნელობა. ის ჩნდება და ვითარდება ორგანიზაციასთან ერთად, ყოველდღიურად ახდენს გავლენას გადაწყვეტილებებზე, მოქმედებებზე, რესურსების მართვის პროცესზე. სტატია სრულად »
გახდი უკეთესი ლიდერი
4 აგვისტო, 2009 | 6 კომენტარი »
მას შემდეგ, რაც მენეჯერებმა ყველა დანარჩენი რესურსის მეტნაკლები ეფექტურობით გამოყენება ისწავლეს, მიადგნენ სამართავად ყველაზე რთულს, მაგრამ ამოუწურავი შესაძლებლობების მქონე რესურსს – ადამიანებს. სტატია სრულად »
პოსტკრიზისული გარდაქმნები
29 ივლისი, 2009 | 0 კომენტარი »
როგორც წამყვანი ისე რიგითი კომპანიები, სულ უფრო ცივი გონებით აფასებენ კრიზისს და მის შედეგებს. ქვეყანა ხვდება, რომ განსხვავებულ რეალობაში უწევს ცხოვრობა, რომ რაღაცები აღარასოდეს დაბრუნდება, რაღაცების დაბრუნებას კი წლები დასჭირდება. სტატია სრულად »
გადაარჩინეთ რეალური სექტორი, გადაარჩინეთ საქართველოს ეკონომიკა
22 ივლისი, 2009 | 4 კომენტარი »
სულ უფრო მეტი ქვეყანა (მათ შორის ჩვენი ახლო მეზობლები) სულ უფრო მეტად ფიქრობენ და ზრუნავენ საკუთარი ეკონომიკის რეალური სექტორის გადარჩენაზე კრიზისის დროს. ყველამ იცის, რომ ეს ნიშნავს სავაჭრო ბალანსის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას, სამუშაო ადგილების დაცვას, ეკონომიკისათვის მკვეთრი რყევების აცილებას. სტატია სრულად »
ხელისუფლების წინაშე მდგარი სამი მთავარი გამოწვევა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისათვის
15 ივლისი, 2009 | 1 კომენტარი »
ხელისუფლება, რომლისათვისაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად, ამ ამოცანის გადაწყვეტის გზაზე სამი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას. სტატია სრულად »
შეინარჩუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტები და კრიზისი გაცილებით ადვილი გადასატანი გახდება
10 ივლისი, 2009 | 2 კომენტარი »
არაფერი არ არის ისე მნიშვნელოვანი კრიზისის დროს, როგორც კლიენტი, რომელიც არ მიდის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათგან მიღებული შემოსავალი თქვენი შემოსავლების განსაკუთრებულად დიდ ნაწილს შეადგენს. სტატია სრულად »
ერთ-ერთი ტენდენცია რომელსაც საქართველოს ეკონომიკის გამოკეთება შეუძლია
3 ივლისი, 2009 | 10 კომენტარი »
იცით თუ არა, რომ: საქართელოში 2008 წელს 22 მილიონი დოლარის ღირებულების კარტოფილი, 12 მილიონის ლობიო, 18 მილიონის პომიდორი, 17 მილიონის ღირებულების ხახვი არის იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან. მხოლოდ ამ ოთხმა კულტურამ 70 მილიონი შეადგინა. სტატია სრულად »
სამი მთავარი კითხვა გაყიდვების გასაზრდელად
26 ივნისი, 2009 | 0 კომენტარი »
როგორ გავყიდოთ მეტი? – ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს. კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, რთული ხდება გაყიდო ის, რაც კრიზისამდე ძალიან ადვილად და დიდი რაოდენობით იყიდებოდა. სტატია სრულად »
მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია
22 ივნისი, 2009 | 4 კომენტარი »
დღეს, როდესაც უმუშევრობა, ან უმუშევრობის შიში პიკს აღწევს, როდესაც ქვეყანას უკიდურესად სჭირდება უფრო მეტი წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, როდესაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა საერთო ეროვნულ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მცირე ბიზნესი, მისი ხელშეწყობა და განვითარება. სტატია სრულად »
ბიზნეს მოდელის ცვლილება – ერთ-ერთი (ან ერთადერთი) გადარჩენის შანსი კრიზისის დროს
15 ივნისი, 2009 | 9 კომენტარი »
მხოლოდ ერთეულები ახერხებენ იპოვონ ასეთი გადაწყვეტილებები, მხოლოდ ერთეულები ბედავენ, იფიქრონ ბიზნეს მოდელის ასეთ ცვლილებაზე, მხოლოდ ერთეულებს ყოფნით გამბედაობა – გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები ახალი, თამამი ცვლილებების განსახორციელებლად.
წარმოიდგინეთ სასტუმრო, რომელსაც სესხი აქვს მილიონზე მეტი და რომლის დატვირთვებიც კრიზისის გამო, თითქმის 70-80% ით არის შემცირებული, ან საღებავების დისტრიბუტორი, რომელიც, თვეში თითქმის მილიონი რეალიზაციის შემდეგ, 50-100 ათასამდეა დასული გაყიდვებში სტატია სრულად »
ქართული ბანკების მიერ კრიზისის პერიოდში დაშვებული მთავარი შეცდომები
8 ივნისი, 2009 | 5 კომენტარი »
როგორი უნდა ყოფილიყო ბანკების რეაქცია აგვისტოს მოვლენებზე და იმ პროცესებზე, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა ქვეყანაში და მსოფლიოში? სინამდვილეში რა ნაბიჯები გადადგეს და შესაბამისად რა შედეგები მიიღეს მათ და მთლიანად ქვეყანამ? სტატია სრულად »
საერთო ბრძოლა (ანუ ვის შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა)
1 ივნისი, 2009 | 2 კომენტარი »
ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის უპირველესი ამოცანაა ყველასთვის, ყველა დონეზე. ის, რაც უპირველესად ამ ამოცანას არ ისახავს მიზნად, არის ფუჭად დახარჯული ენერგია სტატია სრულად »