არქივი: 2018
« წინა სტატიებისიახლის შიში, როგორც მარცხის შიში
30 ოქტომბერი, 2018 | 0 კომენტარი »
სავარაუდოდ ბევრი ორგანიზაცია უფრო სწრაფად განვითარდებოდა, რომ არ ჰქონდეთ ექსპერიმენტებისა და სიახლის შიში, შესაძლო მარცხის შიში. წარუმატებლობა არავის ხიბლავს, ყველას უნდა გამარჯვება, ამიტომ ვფრთხილობთ, ბევრს ვმსჯელობთ და უკვე გადაწყვეტილ საკითხებზეც კი ბოლო მომენტში უკან დახევაზე ვფიქრობთ. ბევრს ამ შიშის გამო ურჩევნია უმოქმედობა მოქმედებას, რადგან კომფორტის ზონაში იმყოფება და არ უნდა გარისკვა. თანამედროვე სამყაროში კი სიახლეების და მუდმივი ცვლილებების გარეშე შორს ვერ წავალთ. სტატია სრულად »
პროფესია HR
21 სექტემბერი, 2018 | 0 კომენტარი »
ნაწილი VS მთელი
საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებსა და ყოფით სიდუხჭირეებს დაპირისპირებული ინდივიდების ისტორიებით პროფესია „ჰრ“ მხატვრულ ლიტერატურას გავს. რეალურადაც ყველა თანამშრომელს ორგანიზაციულ კედლებში მომწყვდეული თავისი უნიკალური „ნოველა“ აქვს განცდილი. დღესდღეობით ადამიანური რესურსების მენეჯმენტზე უამრავი ბეჭდური და ვიდეო ლიტერატურაა ხელმისაწვდომი, თანამედროვე და აპრობირებული სისტემების, მეთოდების, ტექნიკების შთამბეჭდავი და დეტალური განმარტებებით, თუმცა ძალიან იშვიათად და თითქმის არსად წერენ ემოციებზე. სტატია სრულად »
ქართული ხილის ექსპორტის პერსპექტივა და ჩვენი მონაწილეობა ამ ამოცანაში
10 სექტემბერი, 2018 | 0 კომენტარი »
ჩირი და ჩიპსი საუკეთესო ფორმაა ქართული ხილის ექსპორტზე გასატანად. ამ სახით ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მის ყველა თვისებას და შენახვადი და ტრანსპორტირებადი ხდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ხილზე ყველა ამბობს მისი არა მიმზიდველი ვიზუალური ფორმის მიუხედავად გემრიელია და სასარგებლო, ჩირისთვის და ჩიპსისთვის ზუსტადაც რომ ხილის ვიზუალურ სახეს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია მისი გემო და სიჯანსაღე მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მსოფლიოს მასშტაბით.
სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დარგია, მეხილეობა კი მისი უდიდესი მიმართულება, ჩირი და ჩიპსი ხილის გადამუშავების და ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა და ჩვენც, სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა, ამ ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ. სტატია სრულად »
ათი რჩევა ზარალიანი კომპანიების ხელმძღვანელებს
30 ივლისი, 2018 | 0 კომენტარი »
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ზარალიანობა არაფრით უფრო მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე მაგალითად თანამშრომლების უკმაყოფილება ან უიმედობა, ან ნაკლები ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ, ჩვენთან და ალბათ არამარტო, მას ძალიან დიდ პრობლემად აღიქვამენ და დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას აქცევენ. განსაკუთრებით კი დამფუძნებლები, კრედიტორები, მომწოდებლები, ინვესტორები და ყველა სხვა პარტნიორი, ვინც ზარალის შესახებ იგებს.
გვინდა სინერჯის გამოცდილებაზე დაყრდნობით რამდენიმე ისეთ საკითხზე მივმართოთ თქვენი ყურადღება და თავს უფლება მივცეთ, რამდენიმე რჩევა გითხრათ, რომელიც ამ რთული, მაგრამ მაინც ერთ-ერთი მმართველობითი პრობლემის გადაწყვეტაში დაგეხმარებათ. სტატია სრულად »
რატომ არის ყველაზე მეტად მომგებიანი ზარალიანი კომპანიების ყიდვა
9 ივლისი, 2018 | 1 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია მეექვსე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – სტერეოტიპის რღვევა, რომ ზარალიან კომპანიებს ფასი არ აქვს.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ზარალიანი კომპანიის ყიდვა, თუ რა თქმა უნდა დეტალურად გაქვს შესწავლილი ზარალის გამომწვევი მიზეზები და ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, კომპანია რომ მომგებიანი გახადო, ყველაზე სწორი ინვესტიციაა “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებისთვის” და მსგავსი ტიპის კომპანიებისთვისაც ალბათ. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვყიდულობთ ორგანიზაციებს, ვცდილობთ გავუზარდოთ მათ ღირებულება, ახალ-ახალი ადამიანები მოვიწვიოთ ამ ორგანიზაციებში ინვესტიციების გასაკეთებლად, და საბოლოოდ თითოეული მათგანისთვის ეს ინვესტიცია ძალიან მომგებიანი უნდა გავხადოთ. ამ საქმისთვის სწორი, ხშირ შემთხვევაში სწორედ ზარალიანი კომპანიების პოვნა, შეფასება, შერჩევა საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ორგანიზაცია ყველაზე კარგი აქტივია, რომელსაც შეიძლება ადამიანი ფლობდეს, ვინაიდან, ის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია თვითონ გაუზარდოს თავის თავს ღირებულება და თანაც 2-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ და მეტადაც. ამას ისიც ემატება, რომ იყო მონაწილე წარმატებული, სხვებისთვის ბევრი სარგებლის მომტანი საქმის, თავისთავადაც დიდი სიამოვნებაა. ამ საკითხზე რამდენადაც ცალკე სტატია გვაქვს დაწერილი (იდეალური აქტივი), საუბარს დეტალურად აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ რა უპირატესობა აქვს სწორედ ზარალიანი კომპანიების წილში შესვლას, ეს საკითხი შესაძლოა ბევრი დაინტერესებული ადამიანისთვის აღმოჩნდეს საინტერესო. სტატია სრულად »
ბევრი სიხარული ღმერთის საჩუქრებისთვის ანუ როგორი იქნება სასტუმროების ჩვენი ოპერატორი კომპანია
2 ივლისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეხუთე, სტატია პირველი: “ბარბარესთან” და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” სასტუმროების ოპერატორი კომპანია დავაფუძნეთ.
რაც მეტ სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებთ სხვას, მით უფრო დიდ სიხარულს და ბედნიერებას განვიცდით ჩვენც. ბედნიერ ადამიანებს საოცრებების მოხდენა შეუძლიათ და თანაც არა ერთხელ ცხოვრებაში, არამედ ყოველ წუთს, უწყვეტად შეუძლიათ ულევად მოიფიქრონ და გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც გაგვაოცებს და გვაფიქრებინებს – ნუთუ ესეთი რამე შესაძლებელია. თუ შენ ბედნიერების და სიხარულის მანქანას ქმნი, ორგანიზაციას, რომელმაც სხვებს ულევი სიხარული უნდა მოუტანოს, უნდა იპოვო ადამიანები, ვისაც ამ საქმის კეთებით სიამოვნების მიღება შეუძლია და შეუქმნა გარემო, სადაც ბედნიერები იქნებიან და საოცრებების ზღვაც აუცილებლად აღელდება.
დაახლოებით ერთი თვის წინ “ქართულმა ოჯახმა” (რესტორანი “ბარბარესთან”) და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” ერთობლივი კომპანია დავაფუძნეთ, რომლის ფუნქციაც სამვარსკვლავიანი სასტუმროების ოპერირება იქნება. ამ სტატიაში გვინდა იმ კონცეფციაზე მოგითხროთ, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უკვე წელიწადზე მეტია ვამუშავებთ და რომლის განხორციელებაც დაიწყო ამ რეგისტრაციით. გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები მიზნებზე, წინაპირობებზე, მიდგომებზე როგორ და როდის ვაპირებთ რა თანმიმდევრობით ვიმოქმედოთ. ასევე გვსურს ჩვენს კომპანიაში შემოსვლა შემოგთავაზოთ ყველა დაინტერესებულს. სტატია სრულად »
მადლობა, თქვენ ბედნიერი მომავალი შეიძინეთ
18 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია მეხუთე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – ბედნიერი მომავალი.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
დღეს 8000 მოსავლის მეორე ფილიალი გაიხსნა ვაკეში. იდეა, რომელიც სულ სამიოდე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ოცნებაში არსებობდა დღეს ქსელურ ორგანიზაციად იქცა. მას შემდეგ რაც მესამე მაღაზია გაიხსნება, ახლა უკვე ევროპაში, საერთაშორისო ქსელური ორგანიზაცია გახდება, რომელიც მისი დანიშნულების განხორციელებას მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებს და მერე ორგანიზაცია გაათმაგებული სიჩქარით გააგრძელებს ზრდას. ამ თვეების განმავლობაში, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს, არც ერთი თვის შედეგი არ ყოფილა წინა თვეზე ნაკლები. დღეს ის რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოს ყიდის ყოველ თვე, სიხარულს ანიჭებს ათასობით მომხმარებელს და 150-მდე მეღვინეს იმედით ავსებს და ძალებს აძლევს მეტი მონდომებით გააკეთონ საყვარელი საქმე.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს (როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში) გააცნოს და შეაყვაროს ქართული ღვინო, არის დანიშნულება, რომლის განხორციელებაც ამ ორგანიზაციამ პირველივე დღიდან დაიწყო. სტატია სრულად »
ახალი კალაპოტი – თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პირველ სამ თვეში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები
11 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მესამე სტატია მეორე – სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
როდესაც ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგია ძალიან კარგად გესმის, ხვდები საით უნდა იარო, სად უნდა მიხვიდე, მიზანი მოსვენებას არ გაძლევს და გაიძულებს ყოველდღე რაღაცა შეცვალო იმისთვის, რომ იქამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ასეთ დროს თვითონ ნაბიჯების შინაარსს და თანმიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო რთულად მიღწევადია მიზანი, მით უფრო დიდია იმის აუცილებლობა, რომ ყველა წინა ნაბიჯმა შემდეგის გადადგმა გააადვილოს. სწორი სტრუქტურული ცვლილებები სტრატეგიის განხორციელების მთავარი და პირველი ნაბიჯია, რომელიც თანამშრომლების უნარებს, ცოდნას, ყურადღებას კალაპოტს და მიმართულებას უცვლის და ახალი სტრატეგიის სამსახურში აყენებს.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა. ორგანიზაციაში, რომელსაც უნდა და შეუძლია უბნის სამაგალითო საავადმყოფო გახდეს. ამისთვის მან უნდა მოახერხოს, გააცნოს თავი იმ დაახლოებით 150 000 მოსახლეს, ვისთვისაც მუშაობს, მათი ნდობა მოიპოვოს და მათთვის საჭირო სერვისების შეთავაზება და განვითარება დაიწყოს. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ იმ ძირითადი სტრუქტურული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც პირველ სამ თვეში ორგანიზაციის მენეჯმენტთან და დამფუძნებლებთან ერთად მივიღეთ. როგორი იყო მათი განხორციელების წინაპირობები და მიზეზები და ის პირველი ნიშნები, რაც ამ ცვლილებებმა მოგვცეს. სტატია სრულად »
იდეალური აქტივი
4 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
არიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ კითხვა, როგორ უზრუნველვყო ჩემი მომავალი კეთილდღეობა, როგორ უზრუნველვყო ჩემი ოჯახი ფინანსურად, მე რომ არ ვიყო ან მუშაობა ვერ შევძლო, ან როცა ვეღარ ვიმუშავებ, რა იქნება ჩემი ოჯახის არსებობის წყარო. რა დავუტოვო ჩემს შვილებს, რაც მათ ყველაზე მეტად გამოადგებათ, მათ შორის იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად გაეხარდებათ, რა გავაკეთო სანამ მუშაობა, ფიქრი და მოქმედება შემიძლია ამისთვის.
ბევრი მათგანი ხვდება, რომ ძვირფასეულობა, ბინა, მიწა, ან სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება, ანაბარი ბანკში, უფრო იმის საშუალებაა, რომ ფული შეინახო იმდენი რამდენიც გაქვს იმისთვის, რომ მერე საჭიროების შემთხვევაში გაიყიდოს და გაიხარჯოს. არცერთი არ არის მათ შორის ისეთი, რომელსაც შეუძლია მზარდი კეთილდღეობის წყარო გახდეს, საგრძნობი, ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი მოგვიტანოს, თან ისე, რომ არ შემცირდეს ღირებულებაში, არ გაიხარჯოს. სტატია სრულად »
მომგებიანი ორგანიზაციული სტრუქტურები
30 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა არა მხოლოდ მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ინსტრუმენტია, არამედ სწორად მოწყობილ სტრუქტურას შეუძლია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მომგებიანი საქმიანობის სტიმულირება, მომგებიანობის ანალიზისა და პროგნოზირების ცოდნების დაგროვება, მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების სისტემური ძიებისა და გამოვლენის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა და შემდგომ უკვე გაზრდილი მომგებიანობით მიღებული სიკეთის სწორად გამოყენება კიდევ უფრო მეტი მოგების მისაღებად.
სტრუქტურული ცვლილებები ხშირად აღიქმება, როგორც ხარჯების ზრდისა და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების გარდაუვალი პროცესი. ალბათ, ამიტომაც გაურბიან ხელმძღვანელები სტრუქტურის რეორგანიზაციის პროცესის წამოწყებას, რომ ამან დარტყმა არ მიაყენოს მომგებიანობას და ურჩევნიათ არსებული სისტემებით ეცადონ გაამართლონ კომპანიის ჯამურ შედეგებზე აღებული პასუხისმგებლობა დამფუძნებლების წინაშე. სტატია სრულად »
სამსახური მათთვის, ვინც სამსახურს არ ეძებს
28 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეოთხე სტატია პირველი – როგორ დავეხმაროთ კარიერის განვითარებაში მათ, ვინც სამსახურს არ ეძებს.
ვართ ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, ვისაც ძალიან მოგვწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ორგანიზაციაც და პოზიციაც მისაღებია იმდენად, რომ სხვა სამსახურის ძებნა აქტიურად არ გვინდა დავიწყოთ. კოლეგებსაც მიჩვეულები ვართ უკვე და მოგვწონს მათთან მუშაობა, მათ ნაწილთან უკვე პირადი მეგობრობაც გვაკავშირებს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენთვის ამ სამსახურის პლიუსების ნაწილი გახდა. იქამდე არ მივსულვართ, რომ რეზიუმის აქტიური დაგზავნა დავიწყოთ ახალი სამსახურის მოსაძებნად, და მუშაობის პარალელურად, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა გამოჩნდეს მიზნით რომ ვაკანსიები ვაკონტროლოთ ვერც ამისთვის ვიცლით.
თუმცა, გარკვეულ რისკებს თითოეული ჩვენგანი მაინც ვგრძნობთ, რა იქნება ხვალ, არსებული უშუალო ხელმძღვანელი რომ შეიცვალოს, ან ამასთან რომ გართულდეს ურთიერთობა, ორგანიზაციამ რომ კადრების შემცირება დაიწყოს, ან უბრალოდ მივხვდეთ, რომ ამ სამსახურში ვერ ვახერხებთ ყველაზე მთავარს, განვითარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დავკარგოთ დრო, ჩვენი ფასი დასაქმების ბაზარზე სულ უფრო შემცირდეს და რაც დრო გავა, ნებისმიერი მიზეზით სამსახურის მოძებნა რომ დამჭირდეს რამდენად ადვილად მოვახერხებ ამას? ბევრ ჩვენგანს ეს კითხვები შიგადაშიგ გვახსენებს თავს. სტატია სრულად »
როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი დანიშნულება შევასრულოთ
21 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე სტატია მეოთხე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” მთავარი პრინციპები და ფასეულობები.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ჩვენც კარგად ვიცით, რომ ისევე როგორც ყველა შენობას სჭირდება საძირკველი, რომელსაც დაეფუძნება, ყველა ორგანიზაციას სჭირდება პრინციპები, ფასეულობები და ფილოსოფია, რომელიც მისი ყველა თანამშრომლის სამუდამო წარმმართველი გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოქმედებებში და გადაწყვეტილებების მიღებისას. ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში ეს საფუძვლები ლიდერების პიროვნული თვისებების და ფასეულობების მიხედვით იქმნება და მერე რთულად, მაგრამ მაინც იცვლება ახალი ლიდერების გაჩენისას. იქ, სადაც ეს ფილოსოფია გააზრებული და დეკლარირებულია მისიიდან გამომდინარე და მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს მათი დამკვიდრებისთვის, იქ ის სამუდამოდ მუშაობს, სანამ ისევ დანიშნულებიდან გამომდინარე არ გახდება მისი შეცვლა საჭირო.
სწორედ ამიტომ, ჩვენც გადავწყვიტეთ დეკლარირება გავუკეთოთ ყველა პრინციპს, რომელთა დაცვაც ჩვენთვის და ჩვენი შემდეგი თაობის თანამშრომლებისთვის ერთნაირად დასაცავი, დასამკვიდრებელი და განსავითარებელი იქნება. ამ სტატიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებებს გვინდა მოვუყაროთ თავი, გამოვაცხადოთ და პასუხისმგებლობაც ავიღოთ იმაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებში” მათ დასამკვიდრებლად. სტატია სრულად »
ჩვენ უბნის სამაგალითო საავადმყოფოს შექმნაში ჩავერთეთ
14 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მესამე, სტატია პირველი – სინერჯი ჯგუფი “თბილისის ზღვის ჰოსპიტალის” მართვაში შევიდა
როგორი რთულიც არ უნდა იყოს ორგანიზაციის მდგომარეობა, საკმარისია მენეჯმენტმა მისი დანიშნულების გააზრება დაიწყოს და ყურადღება და ძალისხმევა ისეთი შიდა ცვლილებების განხორციელებაზე მიმართოს, რაც მას ამ დანიშნულების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება, რომ ყველაფერი გარეთაც ეგრევე მოწესრიგებას იწყებს. ისეთი შესაძლებლობები ჩნდება, ისეთ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს აღმოვაჩენთ როგორც გარეთ, ისე შიგნით, რომ ვხვდებით მათთან ერთად ყველა პრობლემის გადალახვა და ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება.
გაყიდვის სტიმულირება, სადაც გაყიდვა არ არის მთავარი მიზანი
30 აპრილი, 2018 | 1 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეთორმეტე – როგორ ვყიდით ჩვენ
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გაყიდვების სტიმულირების ამოცანის მთავარი გასაღები ჩვენ ასე გვესმის, რომ მივხვდეთ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი პროდუქტები, მივაწოდოთ ამ პროდუქტებზე კვალიფიციური ინფორმაცია სანდო არხებით და ამით დავეხმაროთ მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს უფრო მყარი, ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ურთიერთობები ავაწყოთ მომხმარებლებთან. ამ ამოცანის გადაწყვეტის ჩვენი გზაც სახალხო აფთიაქში ამ კონცეფციას ეფუძნება.
ამ სტატიაში მოგიყვებით ამ გზებზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ დროისთვის მიღებულ შედეგებზე.
2018 წელს ტოპ პრიორიტეტის ამოცანა გახდა ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება იმისთვის, რომ მომგებიანობა გაგვეზარდა, რაც სახალხოსთვის ამ წლის უმთავრესი მიზანია. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებზე უნდა შეგვექმნა მოთხოვნა, რადიკალურად და მასიურად გაგვეზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პროდუქტების შეძენით დაინტერესდებოდნენ. სტატია სრულად »
სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ფონდი
23 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია პირველი, სტატია მეთერთმეტე, ასევე ისტორია მეორე, სტატია მეორე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ახალ ქვეფონდს, სახალხო აფთიაქის მხარდაჭერის და განვითარების ფონდს ქმნის
წინა სტატიების სანახავად ეწვიეთ – ისტორია პირველი; ისტორია მეორე.
ცნობილია, რომ სისხლი იმდენი უნდა ჰქონდეს ორგანიზმს, რამდენიც სჭირდება. არც იმაზე მეტი არ არის კარგი და არც ნაკლები. სისხლი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის გვაძლევს საშუალებას, ყველა ძირითადი პროცესი ორგანიზმში გამართულად, შეუფერხებლად მიდიოდეს, ჟანგბადი და სხვა აუცილებელი რესურსი მთელ სხეულს, მის ყველა უჯრედს უწყვეტად მიეწოდებოდეს. ჯანმრთელ ორგანიზმს, შეიძლება ისე განვითარდეს, გაიზარდოს, დამატებითი სისხლი არასოდეს დასჭირდეს, თუმცა თითქმის ყველას, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც შეიძლება დასჭირდეს ახალი, დამატებული სისხლი.
დანიშნულება, როგორც მიზანი
9 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეათე – 2018 წლის სტრატეგიული ამოცანები, და მათი გადაწყვეტის დაგეგმილი მიდგომები
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ყველა ორგანიზაციას მისი უნიკალური დანიშნულება გააჩნია. რაღაცისთვის იქმნება და რაღაცის შესაქმნელად არსებობს, სანამ არსებობს. გარკვეული ღირებულების შესაქმნელად ვიღაცისთვის. და ეს ესეა მიუხედავად იმისა მენეჯმენტი ამ დანიშნულებას ხედავს თუ ვერა, ცდილობს თუ არა სწორედ ეს დანიშნულება პირნათლად შეასრულოს. ბევრი ორგანიზაციის მეპატრონეები, ან ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ სწორედ მოგების მიღებაა მათი ორგანიზაციის დანიშნულება. არადა, მოგება მხოლოდ უკუგებაა იმის, რამდენად კარგად ასრულებს ორგანიზაცია საკუთარ დანიშნულებას, უკუგებაა და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ხვალ ეს დანიშნულება კიდევ უფრო უკეთ შეასრულოს.
დაიწყე წრიულით – მართვის სისტემა რესტორანში „ბარბარესთან“
4 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან წარმატებულ და გამორჩეულ ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩამოყალიბების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის სწორი მოწყობა, რამდენად აუცილებელი იყო პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სწორი გამიჯვნა-განაწილება და ზუსტად დაინახა ის წერტილი ბიზნესის განვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი საძირკვლის ჩაყრა შემდგომი განვითარების ზედ დასაშენებლად. დღეს ის გამორჩეულია თავისი უნიკალურობით, ხარისხით, ხასიათით. რესტორანი „ბარბარესთან“ – ორგანიზაციაა რომელიც ირჩევს წრიულ სტრუქტურას. სტატია სრულად »
არ გამოცვალო, შეცვალე
2 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეცხრე – იძულებითი რეორგანიზაცია
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ჩვენთვის ორგანიზაცია იურიდიული პირი არ არის, ჩვენთვის ის პირველ რიგში ადამიანების გუნდია, ვისთვისაც და ვისთან ერთადაც ვაკეთებთ იმას რასაც ვაკეთებთ. ჩვენთვის კარგ შედეგებზე უფრო მნიშვნელოვანი ის შედეგებია, რომელსაც სწორედ იქ მომუშავე ადამიანებთან ერთად ვიღებთ. ჩვენ ყოველთვის გვჯერა, რომ ყველაზე ძნელი სწორედ იმ ადამიანებში ცვლილებების მოხდენაა, ვისაც თითქოს დაკარგული აქვს თავისი თავის, საკუთარი ორგანიზაციის იმედი, მათი მომართვა, მათი მოტივირება, მათთვის იმედის დაბრუნება, მათთვის ახალი ხედვის ახალი ცოდნის, ახალი ამოცანების მიცემაა. ძნელია, მაგრამ სწორედ ამ ადამიანებში მომხდარი თუნდაც პატარა ცვლილებები გაცილებით დიდ სხვა ცვლილებებს და შედეგებს იწვევს, ვიდრე ნებისმიერი მათგანის გამოცვლით და მათ ნაცვლად სხვა ადამიანების მოყვანით შეიძლება მივიღოთ.
მუდმივი გამოცდების დრო, ანუ როცა ცეცხლი აწრთობს რკინას
26 მარტი, 2018 | 0 კომენტარი »
ყურადღების მართვა
19 მარტი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეშვიდე – 2017 წლის მტკივნეული გამოწვევები