ურთიერთდამოკიდებული სტრუქტურა და პროცესები
6 თებერვალი, 2013 | 0 კომენტარი »
ყველაზე მეტად, რაც ორგანიზაციაში პროცესების მსვლელობაზე ახდენს გავლენას, ეს სტრუქტურაა. სტრუქტურას შეუძლია ორგანიზაციისთვის კრიტიკული პროცესები შეანელოს, ან დააჩქაროს. სტრუქტურას შეუძლია პროცესების შედეგების ხარისხი აამაღლოს, ან გააუარესოს, სტრუქტურას შეუძლია პროცესების შედეგების მოცულობა გაზარდოს, ან მნიშვნელოვნად შეამციროს. ამიტომ ყველაზე მომგებიანი დრო, როცა პროცესების გამართულობაზე შეიძლება ვიფიქროთ, ეს სტრუქტურის ფორმირების ეტაპია. სტატია სრულად »
როგორ ავამუშავოთ კოლეგიალური ორგანოები წარმატებულად
30 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
ეს სტატია განკუთვნილია მათთვის ვინც კოლეგიალური ორგანოს შექმნაზე ფიქრობს, ან არსებულების მუშაობის ეფექტიანობა აწუხებს, ან უბრალოდ აინტერესებს მსგავსი შეხვედრების მუშაობისა და წარმატების სპეციფიკა.
კოლეგიალური ორგანოების შეკრებები უსარგებლო შეხვედრებად რომ არ იქცეს ამისთვის საჭიროა თავიდანვე განვსაზღვროთ მათი დანიშნულება, დეტალურად გავწეროთ მუშაობის რეგლამენტი და გვქონდეს შეხვედრების მართვის შეძლებისდაგვარად სრულყოფილი სისტემა. ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ მოგიყვეთ სამივე კომპონენტის შესახებ.
კოლეგიალური ორგანოების მნიშვნელობა
23 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპების ერთ-ერთი ჭრილია ორგანიზაციული სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოებით და სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოების გარეშე. მათ შორის განსხვავება რთული შესამჩნევი არაა. ეს ყველაზე მეტად პროცესებზე, გადაწყვეტილებების ხარისხზე და ადამიანებზე დაკვირვებით შეიმჩნევა.
რაც უფრო დიდია კოლეგიალური ორგანოების წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო შეკრული, მიზანმიმართული და სწრაფად განვითარებადია ორგანიზაცია. და რაც უფრო ნაკლებია კოლეგიალური ორგანოების მართვის წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო მეტია საფრთხე, რომ აქ, ტოპ-მენეჯემენტის დონეზე, გაურკვევლობაა სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით, სუბორდინაციის მაღალი ხარისხია, პროცესები ხშირად ფერხდება, რასაც, თავის მხრივ, სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სტატია სრულად »
კონტროლის ფუნქციის დეცენტრალიზაცია
10 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
როგორც მედალს, ასევე კონტროლის ფუნქციას ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ მას შეუძლია ორგანიზაცია ეფექტიანობაზე მიმართული გახადოს და მეორე მხრივ კი ერთ შიშის მანქანად იქცეს, რომელიც თანამშრომელთა გამოჭერასა და შეცდომების აღმოჩენაზე იქნება ორიენტირებული. კონტროლის ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან, ყველაზე მეტად, რითაც განსხვავდება საბოლოო შედეგია. იქ, სადაც კონტროლი არა დასჯის, არამედ დამხმარე საშუალებაა თანამშრომლები გადაცდომების, ხარვეზების დამალვაზე მოტივირებულნი მინიმალურად არიან, პირიქით აქ გახსნილობა შენიშვნებისადმი, გამოსწორებისადმი და კარგი შედეგის მიღწევისადმი გამორჩეულია. ხოლო იქ სადაც კონტროლის ფუნქცია არა შეცდომების მინიმიზაციაზე არამედ მაქსიმალურად ბევრი გადაცდომის აღმოჩენაზეა მიმართული იქ თანამშრომლები ფროდებისადმი უფრო მიდრეკილნი ხდებიან როგორც წესი, თავად მაკონტროლებლებიც ბევრად სუბიექტურნი არიან შეფასებებისას.
როგორ დავგეგმოთ წარმატება
5 დეკემბერი, 2012 | 3 კომენტარი »
ერთი გოგონას შესახებ მინდა მოგიყვეთ. მართალია ის ჯერ 18 წლისაა და ჯერ დიდი გამოცდილება არ დაგროვებია ან რაიმე საკაცობრიო წარმატებისთვის არ მიუღწევია (ჯერ), მაგრამ მან ზუსტად იცის როგორ დაგეგმოს თავისი წარმატება.
საერთოდ რატომ გვჭირდება წარმატების დაგეგმვა. ცხოვრებაში, ეს იქნება პირადი, საქმიანი თუ სულიერი, წარმატების მიღწევა ყველას გვინდა. თუმცა უმეტესობა ჩვენთაგანს კითხვაზე როგორ მივაღწიოთ წარმატებას, გამორჩეულების გარდა, ბუნდოვანი პასუხი გვაქვს და ისეთი რომელიც კონკრეტულ მოქმედებებში არ გადაგვყავს. არადა პასუხი ძალიან მარტივია, წარმატების დაგეგმვა გვჭირდება იმისთვის, რომ ბევრი რამ მოვასწროთ ცხოვრებაში, საინტერესო ყოველდღიურობა გვქონდეს და დღის, უკიდურეს შემთხვევაში სიცოცხლის, ბოლოს გული არ დაგვწყდეს და არ ვინანოთ, რომ დრო გაურკვევლობაში დავკარგეთ.
როგორ არ მოვანატროთ ოჯახს თავი
31 ოქტომბერი, 2012 | 0 კომენტარი »
ყველაფერი თვითდისციპლინით იწყება, რაც ბევრ საკითხს, მათ შორის ოჯახურსაც კარგად ალაგებს ცხოვრებაში . ვისაც ოჯახი გვყავს ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაკისრია მის წინაშე, რისი კარგად შესრულებაც ისევე უნდა მოვინდომოთ, როგორც ამას სამსახურში დაკისრებული პასუხისმგებლობისას ვაკეთებთ.
უფრო მეტი კმაყოფილება
26 სექტემბერი, 2012 | 1 კომენტარი »
რა განაპირობებს ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებას? ალბათ უფრო მათი მოლოდინების გადაჭარბება, ვიდრე მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია.
ჩვენ, ყველანი, თავადაც მომხმრებლები ვართ და ყველაზე კარგადაც ვიცით, რომ ლოიალურობა ორგანიზაციის მიმართ და ჩვენი საუბრები სხვებთან ამ ორგანიზაციის შესახებ ძირითადად განპირობებულია მათ მიერ გამოჩენილი ყურადღებით, გულითადი მიდგომითა და გადახდილი თანხის შესაბამისი ხარისხით. ჩვენი კმაყოფილება დეტალებშია. მათ შექმნას კი განსაკუთრებული მუშაობა, დრო და შემოქმედებითობა სჭირდება. სტატია სრულად »
ძლიერი გუნდის შექმნისთვის
7 სექტემბერი, 2012 | 4 კომენტარი »
როგორც სახლს ვერ ავაშენებთ საძირკვლის გარეშე, ნერგებს ვერ გავახარებთ მორწყვის გარეშე, შედევრს ვერ შევქმნით შთაგონების გარეშე, ასევე ძლიერ გუნდს ვერ ჩამოვაყალიბებთ გუნდური პრინციპების გარეშე. ვინც გუნდის ჩამოყალიბებას ახლა იწყებთ, გინდათ ახლად შთაბეროთ სული თქვენს გუნდს, ვფიქრობთ, ეს სტატია ღირებული იქნება თქვენთვის.
მოტივირების სტიმულები
30 ივლისი, 2012 | 0 კომენტარი »
სულ ახლახანს ერთი ორგანიზაცია გავიცანით. იგი ერთ–ერთი წარმატებული სახელმწიფო ორგანიზაციის წარმატებული ქვესტრუქტურაა. განსაკუთრებით მოტივაციის სისტემა აქვთ გამორჩეული. მათი სისტემის განსაკუთრებულობა, უბრალოდ, თანამშრომლების აციმციმებულ თვალებშიც კი შეგიძლიათ შეამჩნიოთ. თუ გავესაუბრებით, უფრო მეტ საინტერესოს გავიგებთ:
თითქმის ყველა თანამშრომელს თანაბრად ძალიან მოსწონს და ეამაყება, რომ აქ მუშაობს. მათთვის გუნდი ერთი დიდი ოჯახია და საქმე განსაკუთრებულად მოსაფრთხილებელი და საზრუნავი რამ არის. დილა სხვებთან შედარებით უფრო ადრე იწყება და დღე გვიან მთავრდება. სტატია სრულად »
ამოცანების დამუშავების მარტივი გზა
19 ივლისი, 2012 | 0 კომენტარი »
ამოცანების დამუშავების გზის შესახებ სინერჯის რამდენიმეჯერ გაუზიარებია გამოცდილება მკითხველისთვის. ვფიქრობთ, რომ ამოცანების გადაჭრისუნარიანობა მათი დამუშავების სწორად არჩეულ მიდგომასა და პროცესშია. რთული სტრატეგიული ამოცანების დამუშავებისთვის წინასწარი მომზადება, პროცესის გამართულობა და სწორი ფასილიტაცია ამოცანების დამუშავების პროცესს სასიამოვნოს, ცოცხალს და პროდუქტიულს ხდის.
კონტროლის პირველი ამოცანა
4 ივლისი, 2012 | 0 კომენტარი »
კონტროლის ძირითადი არსი ამ შემთხვევაში კონტროლის ისეთი სისტემის ფორმირებას გულისხმობდა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ორგანიზაციაში რაც შეიძლება მეტი ხარვეზის, დარღვევის და გადაცდომის აღმოჩენა.
მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვტკივა, ექიმი გვახსენდება, რომელიც დიაგნოზს დაგვისვმას, რეცეპტს გამოგვიწერს და ამასთან ერთად გვეტყვის, როგორ გამოვიყენოთ ეს რეცეპტი სწრაფად გამომჯობინებისთვის.
კარგად დაწერილი დებულებები
27 ივნისი, 2012 | 0 კომენტარი »
ტოპმენეჯმენტთან შეხვედრის დასასრულს, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა, ხელმძღვანელმა დარჩენა მთხოვა და ერთი დავალება მომცა: ზუსტად ერთ თვეში მენეჯმენტის გაერთიანებულ შეხვედრაზე უნდა ჩამებარებინა მთელი ორგანიზაციის მასშტაბით უკლებლივ ყველა სამსახურის (რომელიც დაახლ. 50–მდე იყო) დებულება. ამასთან ამოცანა მკაფიოდ დამისვა:
- დებულებების შინაარსი მაქსიმალურად შესაბამისი ყოფილიყო სამსახურების რეალურ და დაგეგმილ საქმიანობასთან;
- დებულებების შინაარსი მაქსიმალურად გაზიარებული და გათავისებული ყოფილიყო მასზე პასუხისმგებელი მხარეების მიერ;
- დებულებებში ჩაგვედო ამ სამსახურის შეფასების კრიტერიუმებიც.
საუკეთესო ქვედანაყოფი
15 ივნისი, 2012 | 0 კომენტარი »
ვისაც გამოგვიცდია, ალბათ, ყველას კარგად გვახსოვს ის დღე, როცა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად დავინიშნეთ. ეს იმ მომენტების ერთობლიობაა, როცა განსაკუთრებულად გვჯერა საკუთარი ძალების და გარშემომყოფების, როცა მოტივაცია აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, როცა მოლოდინები აჭარბებს რეალისტურ შედეგებს, როცა მთელი არსებით 24 საათის განმავლობაში ვფიქრობთ, ვცდილობთ, ვაკეთებთ იმას, რასაც შეუძლია ჩვენს ხელთ არსებული ქვედანაყოფი გახადოს საუკეთესო. სტატია სრულად »
ჩვენს ორგანიზაციაში დამალული მომავალი ლიდერები
30 მაისი, 2012 | 1 კომენტარი »
კონტროლის ძირითადი არსი ამ შემთხვევაში კონტროლის ისეთი სისტემის ფორმირებას გულისხმობდა, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ორგანიზაციაში რაც შეიძლება მეტი ხარვეზის, დარღვევის და გადაცდომის აღმოჩენა.
მსხვილი ორგანიზაციების ხელმძღვანელების საუბრებიდან კარგად ჩანს მათი საფიქრალი – თავიანთი ორგანიზაციის მმართველებად/ლიდერებად ისეთები ჰყავდეთ, რომლებიც არამარტო საკუთარი სიბეჯითის და ნიჭიერების იმედად დატოვებენ ორგანიზაციას, არამედ კომპანიის არსებულ ადამიანურ რესურსებს კომპანიისთვის და ამ მუშაკებისთვის მაქსიმალურად სასარგებლოდ წარმართავენ. ამოცანა ისეთი ლიდერების ყოლაში მდგომარეობს, რომლებსაც ადამიანებთან ურთიერთობის კომპეტენციები აქვთ და შეუძლიათ ყველაზე მთავარი – მართონ ისე, რომ ყოველდღიურად გაზარდონ თითოეული ადამიანის ღირებულება კომპანიისთვის.
ორგანიზაციების „ატლანტები“
23 თებერვალი, 2012 | 1 კომენტარი »
ატლანტი ბერძნულ მითოლოგიაში ტიტანი იყო. იგი, გადმოცემით, ღმერთებთან მებრძოლ სხვა ტიტანებს მიემხრო, ამიტომ ზევსმა დასაჯა, უბრძანა, თავითა და ხელებით შეეკავებინა ცის თაღი. ეს ტიტანი მსოფლიოს პირველ ლეგენდარულ სერვისს სთავაზობდა.
დღეს სამყარო ბევრ ლეგენდარულ სერვისზე დგას. თავის მხრივ ამ სერვისების ეფექტიანობას განსაზღვრავენ ის ღერძები, რასაც მსოფლიოს განვითარება ეყრდნობა. სტატია სრულად »
მაჩვენე შენი სტრუქტურა და გეტყვი როგორი ლიდერი ხარ შენ
26 იანვარი, 2012 | 0 კომენტარი »
პირველად როცა ორგანიზაციულ სტრუქტურასთან შეხება მქონდა, ერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, სადაც 50–მდე ახალგაზრდა ერთიანდებოდა. ახლად არჩეული მმართველი გუნდი იწყებდა მუშაობას, სტრუქტურა გვქონდა გასაკეთებელი. მის მნიშვნელობაზე კი ბევრი არაფერი ვიცოდი. ჩემთვის, მაშინ სტრუქტურა უფრო ოთკუთხედების ერთობლიობა იყო, რომელსაც ერთი ხელმძღვანელი ყავდა, ქვემოთ კი იერარქიულად დაქვემდებარებული ერთეულები. როცა დავასრულე სტრუქტურის გაკეთება, გამორჩეულად რაც მახსოვს, იყო ის, რომ ბევრი მცურავი კუბიკი გამომივიდა. მათში სტრუქტურიდან სხვადასხვა ერთეულები იყვნენ წარმოდგენილნი და გადაწყვეტილებების უმეტესობა იქ მიიღებოდა. მაშინ რომ გეკითხათ, ასე რატომ გავაკეთე, ზუსტად ვიცი, ვერ გიპასუხებდით, უბრალოდ ვთვლიდი, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია ყველაზე უკეთ დამეხმარებოდა იმის მიღწევაში, რაც დაგეგმილი გვქონდა.
ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მართვის მოდელები – როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ტოტალური კონტროლიდან ქაოსამდე
31 მარტი, 2011 | 5 კომენტარი »
დიდი ჰოლდინგების მფლობელებისა და მმართველების მუდმივი საზრუნავია: როგორ მართონ ბიზნესები იმისათვის, რათა მაქსიმალური მოგება მიიღონ და დანაკარგები შეამცირონ. ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ძალაუფლების, პასუხისმგებლობების და უფლება–მოვალეობების სისტემურ კონცენტრირებას ჰოლდინგის ზედა რგოლში. სტატია სრულად »
თბილისის ფუნქციური ლანდშაფტები
16 მარტი, 2011 | 3 კომენტარი »
ქალაქის წარმატება რამოდენიმე მახასიათებელთან ასოცირდება: კარგი საცხოვრებელი პირობები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და მაცხოვრებლების დასაქმების მაღალი დონე. თუმცა ეს ქალაქის კეთილდღეობის დონის ტიპური განმსაზღვრელი მახასიათებელია. და მაინც, ქალაქის ფუნქციურად განვითარებაში ყველაზე დიდი როლი სახელმწიფოსა და ქალაქის მერიას აქვს. სახელმწიფომ უნდა მოიყვანოს ქალაქის სტრატეგია მთელი ქვეყნის სტრატეგიასთან შესაბამისობაში, ხოლო მერიამ კი ეს სტრატეგია აქციოს კონკრეტულ ნაბიჯებად. რა ალტერნატივები აქვს ამჟამად თბილისს, რაც ფუნქციონალურად უფრო ღირებულს გახდიდა, როგორც ქვეყნისთვის, ისე რეგიონისთვის?