ზოგადი მენეჯმენტი
« წინა სტატიებიშიდა პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აფერხებენ ზრდას ქართულ ორგანიზაციებში
23 იანვარი, 2012 | 1 კომენტარი »
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის ყველა კრიტიკული პრობლემის გამომწვევი მიზეზი სათავეს სტრატეგიაში, სტრუქტურაში, პროცესებში, მოტივაციის სისტემებში ან კორპორატიულ კულტურაში არსებული პრობლემებიდან იღებს. აქედან გამომდინარე, ვეცადეთ, სწორედ ამ მიმართულებებით, ქართულ ორგანიზაციებში ყველაზე მეტად გავრცელებული პრობლემების შესახებ მოგვეთხრო. პრობლემების, რომლებიც განსაკუთრებით უარყოფით გავლენას ახდენენ ორგანიზაციების ზრდაზეც და მიმდინარე საქმიანობის ნაყოფიერებასაც მნიშვნელოვნად ამცირებენ.
ქართულ ორგანიზაციებში ჩატარებული შეხვედრები და განხილვები რომ უფრო ნაყოფიერი გახდეს
18 აპრილი, 2011 | 0 კომენტარი »
საუბარი იმაზე, რომ ქართულ ორგანიზაციებში განხილვები და შეხვედრები იმაზე ხშირად მთავრდება უშედეგოდ, ვიდრე სადმე სხვაგან, ალბათ არ იქნება სწორი. თუმცა, მიზეზები რის გამოც ხშირად ეს ასე ხდება ჩვენთან, მაინც თავისებურია.
ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული მართვის მოდელები – როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი ტოტალური კონტროლიდან ქაოსამდე
31 მარტი, 2011 | 5 კომენტარი »
დიდი ჰოლდინგების მფლობელებისა და მმართველებს მუდმივი საზრუნავია: როგორ მართონ ბიზნესები იმისათვის, რათა მაქსიმალური მოგება მიიღონ და დანაკარგები შეამცირონ. ნაწილი უპირატესობას ანიჭებს ძალაუფლების, პასუხისმგებლობების და უფლება–მოვალეობების სისტემურ კონცენტრირებას ჰოლდინგის ზედა რგოლში. სტატია სრულად »
ყველაზე გავრცელებული ხარვეზები ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში
28 მარტი, 2011 | 3 კომენტარი »
ბევრი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ორგანიზაციული სტრუქტურა ერთმანეთთან დაკავშირებული კვადრატებია. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ დახაზავ მას. მთავარია, რაღაცა დახაზო და დაამტკიცო, რომ სტრუქტურა გქონდეს. მართალია, სტრუქტურა თავისთავად ორგანიზაციის წარმატებას ვერ უზრუნველყოფს, მაგრამ ერთ-ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომას მასში ადვილად შეუძლია ნებისმიერი სტრატეგია წარუმატებლობისთვის გაწიროს.
ამ სტატიაში გვინდა გამოვყოთ ის ხარვეზები, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ქართული კომპანიების ორგანიზაციულ სტრუქტურებში და რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად უშლის ხელს მათ დაგეგმილი შედეგების მიღწევასა და შემუშავებული სტრატეგიების განხორციელებაში.
მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში
21 მარტი, 2011 | 1 კომენტარი »
იდეები რომ არ გვაკლია ქართველებს, ცნობილია. საინტერესო და ორიგინალური იდეები ხშირად იბადება ჩვენს მსჯელობებში, ფიქრისას და წერისას, მაგრამ, ხშირად, ძირითად პრობლემად მიღებული გადაწყვეტილებების, თუნდაც საშუალო ხარისხით აღსრულება რჩება. ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული მოსაზრებები, თუ ძირითადად რა იწვევს ქართულ ორგანიზაციებში მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებს და, ჩვენი აზრით, როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა.
კაპიტანმა იცის, საით მიჰყავს გემი
9 მარტი, 2011 | 7 კომენტარი »
ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა — მიანიჭოს ადამიანს სიხარული, შთაბეროს მას მხნეობა. თუ ეს ხელოვნება თეატრს უკავშირდება, მაშინ ამ მიზნის მიღწევაში ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს. ისინი, ყველა ერთად, ცდილობენ ახალი და საინტერესო კუთხით გააშუქონ ადამიანური ცხოვრების ის მხარეები, რომელიც შეუმჩნეველი რჩება ზოგიერთი ჩვენგანისთვის. სტატია სრულად »
სოციალური ქსელები ადამიანების წინააღმდეგ
2 მარტი, 2011 | 4 კომენტარი »
*facebook რომ ქვეყანა იყოს, მოსახლეობის
რაოდენობით მე3 ადგილზე იქნებოდა მსოფლიოში.
სოციალურმა ქსელებმა რადიკალურად შეცვალა ბევრი ადამიანის ცხოვრება. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში და ბევრი ძალიან მიეჯაჭვა მათ. იმ სარგებლის პარალელურად, რომელსაც სოციალური ქსელები ქმნიან, მათ ბევრი უარყოფითი მხარეც აქვთ. სწორედ ამ ნაკლოვანებებზე, სავარაუდო გრძელვადიან შედეგებსა და მათთან ბრძოლის ერთ მეთოდზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება ამ სტატიაში.
ქართული კომპანიების ხელმძღვანელების მთავარი ამოცანები 2011 წელს
28 თებერვალი, 2011 | 0 კომენტარი »
რა თქმა უნდა, ყველა ორგანიზაცია ინდივიდუალურია და ყოველ მათგანს საკუთარი პრობლემები, ამოცანები და პრიორიტეტები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაინც არის საკითხები, რომლებიც აქტუალურია საქართველოს ბიზნეს-ორგანიზაციების დიდი უმრავლესობისთვის. ამ სტატიაში გვინდა რამოდენიმე მათგანს შევეხოთ. სწორედ ეს ამოცანები, ჩვენი აზრით, იქნება საქართველოში ბევრი მენეჯერისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევები 2011 წელს.
დაგეგმილი იმპროვიზაცია - კარგი ინსტრუმენტი განუმეორებელი ეფექტის მოსახდენად
20 დეკემბერი, 2010 | 1 კომენტარი »
დაგეგმვის თვალსაზრისით საქმის კეთების სამი მიდგომა შეიძლება გამოიყოს: იმპროვიზაცია, დაგეგმილი მოქმედება და დაგეგმილი იმპროვიზაცია.
იმპროვიზაციით საქმის კეთება ყველაზე ადვილად წარმოსადგენია. მას ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ვხვდებით, ჩვენსაშიც, ჩვენი გარშემომყოფებისაშიც. ეს არის მუშაობა, როდესაც თან ვფიქრობთ და თან ვაკეთებთ, ხანდახან არც ვფიქრობთ და ისეც ვაკეთებთ. მერე გზადაგზა ვცვლით დაწყებულ საქმეს, ვანგრევთ და ვაშენებთ, ვანგრევთ, მერე ისევ ვაშენებთ და ასე, სანამ ვიღაცა არ გვეტყვის რომ შევწყვიტოთ, ან ჩვენ თვითონ არ მივალთ დასრულების გადაწყეტილებამდე. სტატია სრულად »
დირექტორატის წარმატების და წარუმატებლობის მთავარი მიზეზი
12 აგვისტო, 2010 | 0 კომენტარი »
ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მოგვიწია ისეთ ორგანიზაციებში მუშაობა, სადაც დირექტორატი რეგულარულად არ ფუნქციონირებს. ყველაზე ხშირ შემთხვევაში ამის მიზეზი იმ შეხვედრების არასაკმარისი ნაყოფიერება იყო, რომელთა ჩატარებაც მათ რამოდენიმეჯერ სცადეს. დაინახეს რა, რომ ბევრი დრო რაიმე ღირებული გადაწყვეტილების მიღების გარეშე დაიხარჯა, სამწუხაროდ გადაწყვიტეს, ჩვენთან დირექტორატის ფორმატი ალბათ არ ამართლებსო და დაიშალნენ. თითქმის ყველა ასეთ შემთხვევაში დირექტორატისთვის მდივნის დანიშვნა მისი წარუმატებლობის განმსაზღვრელი კრიტიკული ფაქტორი გახდა. სტატია სრულად »
ცუდი გეგმები
26 ივლისი, 2010 | 3 კომენტარი »
სუსტი ხელმძღვანელები ხშირად თავის ძირითად ფუნქციად იმას მიიჩნევენ, რომ საკუთარი უფლებამოსილებების გამოყენებით, თავისივე ხელში არესებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათივე შეხედულებებიდან გამომდინარე გაუკეთონ გეგმები თანამშრომლებს, მიუბან რაღაც მარტივი სქემით ამ გეგმების შესრულებაზე ხელფასის გაცემა ან ბონუსების დამატება და მერე მთელ ძალისხმევას იმაზე ხარჯავენ, რომ აიძულონ თანამშრომლებს ასეთი გეგმების შესრულება. ძალიან ხშირად ასეთ გარჯას ორგანიზაციისათვის ცუდი შედეგები მოსდევს. და თუ პირველ ეტაპზე თითქოს მიღწევები უმჯობესდება, მალე ყველა ხვდება, რომ სიტუაცია გაფუჭებას იწყებს და თან საკმაოდ ჩქარი ტემპებით. სტატია სრულად »
უფლებების დელეგირების ერთი ისტორია
12 ივლისი, 2010 | 0 კომენტარი »
ერთ დიდ ორგანიზაციაზე მინდა მოგითხროთ, რომელიც იხრჩობოდა თავისი მოუქნელობით. თავდაპირველად ყველა ფიქრობდა, რომ მოუქნელობა მისი სიდიდის ბრალი იყო, ბოლოს მიხვდნენ, პრობლემას ქმნიდა ის, რომ თითქმის ყველა გადაწყვეტილებას პირველი პირი იღებდა. ამის გამო ბევრი მოქმედება გვიანდებოდა, გარე და შიდა ცვლილებებზე რეაგირება შენელებული იყო და ორგანიზაციაც ამის გამო სულ უფრო მოუქნელი ხდებოდა. ადრეც ხვდებოდნენ, რომ გადაწყვეტილებების მიღების ასეთი ცენტრალიზებულობა არ იყო კარგი, თუმცა რაღაც ეტაპზე ამის განსაკუთრებული სიმძიმე იგრძნეს და აქედან გამომდინარე, დიდი საფრთხეებიც დაინახეს. თვითონ პირველმა პირმაც აღიარა, რომ რაღაცების შეცვლა იყოს საჭირო. ისტორიაც სწორედ აქედან მინდა დავიწყო. სტატია სრულად »
გიგანტიზმის სინდრომი
28 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ბევრი ორგანიზაციის უმაღლეს ხელმძღვანელობაში შეხვდებით მენეჯერს, რომელიც მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების მიზნებს და ინტერესებს უფრო წინა პლანზე აყენებს, ვიდრე მთლიანი ორგანიზაციისას. მას ხშირად ავიწყდება, რომ ორგანიზაციის ნაწილია და რომ მისი როლი და ფუნქცია, პირველ რიგში, სწორედ მთლიანი ორგანიზაციის მისიიდან გამომდინარეობს და არა პირიქით. იგი ითხოვს ყველაზე მეტ რესურსს, როგორც წესი ყველაზე მეტი ხალხი ჰყავს უშუალო დაქვემდებარებაში, არ ესწრება მენეჯმენტის საერთო შეხვედრებს და საკითხების გადაწყვეტას ტოპ მენეჯერთან პირადი საუბრებით ცდილობს. განსაკუთრებულ გავლენას რომ ფლობს, თვითონაც ხვდება და ამით აქტიურად სარგებლობს. სტატია სრულად »
თითქმის იდეალური გუნდი
21 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები, რომელსაც ისინი აღწევენ, შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »
რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში
10 მაისი, 2010 | 4 კომენტარი »
ორგანიზაციაში სადაც ვმუშაობ ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს - რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ რამეს ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.
შესაძლოა ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში ფეხი. სტატია სრულად »
უმოქმედო, უმოძრაო და უკომპასო ორგანიზაციები
12 აპრილი, 2010 | 1 კომენტარი »
ორგანიზაციები მათი შესაძლებლობების დიდ ნაწილს რომ ვერ იყენებენ ეს არ არის უჩვეულო. ძნელია დაინახო ყველაფერი, ან გამოიყენო ის რასაც ხედავ, რესურსებიც შეზღუდულია, შესაძლებლობების პოვნისა და რეალიზაციის უნარიც არ არის უსასრულო. თუმცა არიან ორგანიზაციები და სამხწუხაროდ არც ისე ცოტა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ ფაქტობრივად უუნარონი არიან გააკეთონ რაღაცა ახალი, საინტერესო და ეფექტური ნაბიჯი გადადგან. ასეთი ორგანიზაციები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სტატია სრულად »
გარდატეხის ასაკი ბიზნესში
29 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
წარმატებული სტარტის შემდეგ ყველა ორგანიზაციაში დგება მომენტი როდესაც მენეჯმენტი ხვდება რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს. სტატია სრულად »
სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
15 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
ცნობილია რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ასრულებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.
გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო
22 თებერვალი, 2010 | 2 კომენტარი »
გაიგებდით, ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს, ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს FACEBOOK-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი, რომ ისინი, რასაც იწყებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს.
მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
15 თებერვალი, 2010 | 3 კომენტარი »
ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა გიამბოთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. ამ საუბრის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ. მისი მეშვეობით, ამ ადამიანმა, პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »

