ორგანიზაციული სტრუქტურა
« წინა სტატიები მომდევნო სტატიები »როდესაც ხელმძღვანელს ბევრი ქვედანაყოფი უშუალოდ ექვემდებარება
7 აპრილი, 2014 | 1 კომენტარი »
ქართულ ორგანიზაციებში ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სტრუქტურული ხარვეზია პირველი პირისთვის ბევრი ( 9 – 10 და მეტი) ქვედანაყოფის უშუალოდ დაქვემდებარება. წლების განმავლობაში უამრავი ასეთი ორგანიზაციის საქმიანობაზე დაკვირვებით ეს, თითქოს არც თუ ისე მნიშვნელოვანი დეფექტი, უამრავ სისტემურ პრობლემას და გართულებას იწვევს ორგანიზაციაში. სწორედ ამ პრობლემების შესახებ გვინდა მოგითხროთ ამ სტატიაში.
რას გვიყვება სტრუქტურა ორგანიზაციის შესახებ
2 დეკემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
ერთი შეხედვით უბრალო, არაფრის მთქმელი მართკუთხედების და ხაზების შეერთება, რომელსაც ორგანიზაციულ სტრუქტურას უწოდებენ და რომელიც, წესით ორგანიზაციაში მხოლოდ პასუხისმგებლობების, როლების და ძალაუფლების განაწილებას უნდა ასახავდეს, კარგად შესწავლის შემთხვევაში, ვერ წარმოიდგენთ, რამდენის მთქმელი შეიძლება აღმოჩნდეს ორგანიზაციის და მასში მიმდინარე როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პროცესების შესახებ.
ერთი ადამიანი – ერთი ამოცანა
18 ნოემბერი, 2013 | 0 კომენტარი »
ადამიანები ბევრად პროაქტიულები, შედეგზე კონცენტრირებულები, განვითარებაზე ორიენტირებულები ხდებიან, როდესაც მხოლოდ ერთი ამოცანა აქვთ გადასაჭრელი და ამასთან ძალიან ცხადად ესმით, რაში მდგომარეობს ის.
ამ სტატიაში ერთი ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციაზე გვინდა მოგითხროთ, ორგანიზაციისა, რომელმაც გადაწყვიტა ისე გადაენაწილებინა პასუხისმგებლობები თანამშრომლებს შორის, რომ თითოეულს მხოლოდ ერთ, ძალიან ცხადი ამოცანის გადაჭრაზე მიემართა ენერგია და რესურსები, შეფასებითაც სწორედ იმის მიხედვით შეფასებულიყო, თუ რამდენად კარგად ახერხებდა ამ ამოცანის გადაწყვეტას.
მომსახურების ხარისხის ამაღლება სამედიცინო დაწესებულებაში
4 ნოემბერი, 2013 | 3 კომენტარი »
ყველას გვქონია, ალბათ, შეხება სამედიცინო დაწესებულებებთან – ზოგს პაციენტის, ზოგსაც პაციენტის ახლობლის როლში. ყველამ ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც საქართველოს საავადმყოფოებში თუ სხვადასხვა კლინიკებში მომსახურების კუთხით არსებობს. რამდენადაც არ უნდა გვეგონოს, რომ ასეთი მომსახურების მიზეზი ექიმების ან ამ დაწესებულებების ხელმძღვანელების არასაკმარის ნებაშია, ეს ასე ნამდვილად არ არის. მინიმუმ ვიცნობთ ძალიან ბევრ სამედიცინო დაწესებულებას, რომელთა ხელმძღვანელებს მართლაც გულით უნდათ მომსახურების უკეთესი ხარისხი ჰქონდეთ. რეალური მიზეზი კი ხშირად იმაშია, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტა არც თუ ადვილია მისი კომპლექსურობის და ამ მხრივ არსებული გარკვეული “ტრადიციების” გამო.
ამ სტატიაში გვინდა ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის შესახებ მოგითხროთ, უფრო სწორად იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც მისმა ხელმღვანელობამ ამ მიზნის მისაღწევად განახორციელა.
სახელმწიფო ორგანიზაციების სტრუქტურებში გავრცელებული პრობლემები
26 აგვისტო, 2013 | 0 კომენტარი »
სახელმწიფო სტრუქტურების გამართულ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მიმდინარე ფუნქციონირებისა და უწყვეტი განვითარებისათვის. ამაში ახალი, რა თქმა უნდა, არაფერია. თუმცა ის პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად უშლის ხელს ამ სტრუქტურებს შეუფერხებლად იმუშაონ, ბევრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო და საგულისხმო. ვეცდებით ჩვენი შეფასებები და მოსაზრებები შემოგთავაზოთ ამ თემაზე. ისინი ბოლო 7-8 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით განხორციელებულ ათობით პროექტს, მათ ფარგლებში, სახელმწიფო მოხელეებთან ჩატარებულ რამოდენიმე ასეულ ინტერვიუს ეფუძნება.
გამომცემლის ამოცანა
29 ივლისი, 2013 | 0 კომენტარი »
ხანდახან, თუმცა არც თუ იშვიათად, ისე ხდება, რომ სტრუქტურაში სულ პატარა ხარვეზი ორგანიზაციის არასწორი ფუნქციონირების მიზეზი ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციისათვის ყველაზე არსებითი პროცესი სტრუქტურაში სწორად გათვალისწინებული არ არის. ამის გამო კი ძალიან ბევრი რამ ზიანდება და უამრავი შესაძლებლობა იკარგება.
გვინდა მოგითხროთ ერთი პატარა ქვეყნის გამომცემლობაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია თავის ქვეყანაში, რამდენიმე ასეულ წიგნს უშვებს ყოველწლიურად, წარმატებითაც ყიდის და დარგის ლიდერადაც დამსახურებულად არის აღიარებული. მისი მენეჯმენტი ბოლო რამდენიმე წელია ცხადად ხედავს, რომ ორგანიზაციაში რაღაც ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. სტატია სრულად »
გუნდების როლი ორგანიზაციაში
2 მაისი, 2013 | 2 კომენტარი »
თანამედროვე ბიზნეს-გარემოში უფრო და უფრო მეტი ორგანიზაცია გადადის გუნდების მეშვეობით მართვის სტილზე. ორგანიზაციების 91%-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანობა სამუშაო ჯგუფების გამოყენებით. Proctor & Gamble-მა და Cummins Engine-მა სამუშაო ჯგუფების გამოყენება ჯერ კიდევ 1962 და 1973 წელს დაიწყეს. ხოლო Boeing, Caterpillar, Champion international, Ford Motor Company, General Electric-მა – 1980-იან წლებში. უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც გუნდები ერთიანდებიან გარკვეული პროექტის მიხედვით და მათი ერთობლივი მუშაობა დროებით ხასიათს ატარებს.
როლების და ძალაუფლების განაწილება უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის
1 აპრილი, 2013 | 0 კომენტარი »
სტრუქტურა უმაღლესი მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის როლების განაწილებიდან იწყება. სწორედ ის, თუ რამდენი ადამიანია ამ გუნდში, როგორ ინაწილებენ ისინი როლებს, როგორ ურთიერთობენ ყოველდღიურად, განსაზღვრავს იმას, თუ რაზე ხარჯავს ჯამურად მენეჯმენტი თავის ყურადღებას, შესაბამისად რაზე იხარჯება რესურსები და რა მიმართულებით მიიღწევა შედეგები. ანუ ის, თუ რა სტრატეგიას ახორციელებს რეალურად ორგანიზაცია. ამ სტატიაში, სწორედ პირველ პირებს შორის როლების, ძალაუფლების და პასუხისმგებლობის განაწილების რამდენიმე, ჩვენი აზრით, მნიშვნელოვან ასპექტს გვინდა შევეხოთ.
ახალი სტრუქტურის კომუნიკაცია თანამშრომლებთან
22 მარტი, 2013 | 0 კომენტარი »
როდესაც ორგანიზაციაში ახალი სტრუქტურა იქმნება, თანამშრომლებმა ამის შესახებ ორი – ფორმალური და არაფორმალური გზით შეიტყონ. ამ არაფორმალური გზის მანკიერი მხარე ისაა, რომ ინფორმაცია ფრაგმენტულად, ხშირ შემთხვევაში, არასწორად გადაიცემა, მის ინტერპრეტირებას კი ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს, რაც უარყოფით ტალღას და არასწორ მოლოდინებს ქმნის თანამშრომლებში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სტრუქტურის დანერგვის ეს ნაწილი კარგად დაიგეგმოს და ფორმალური სახე მიეცეს. სტატია სრულად »
სტრატეგიის შესაბამისი სტრუქტურა
11 მარტი, 2013 | 0 კომენტარი »
სტრუქტურა, რომელიც კონკრეტულ ადამიანებს ეფუძნება, დიდხანს ვერ ძლებს და მალე ხდება შესაცვლელი. ყველაზე დიდხანს მუშაობს ისეთი სტრუქტურა, რომელიც ორგანიზაციის დანიშნულების და მისი შესაბამისი სტრატეგიის მიხედვით კეთდება,როცა იგი იმისთვის იქმნება, რათა ესა თუ ის კონკრეტული სტრატეგია განახორციელოს. და თუ ის სწორად არის გაკეთებული, მაშინ იქამდე იქნება აქტუალური, სანამ სტრატეგია არსებითად არ შეიცვლება.
რას ნიშნავს სტრატეგიის შესაბამისი სტრუქტურა, ან როგორ შეიძლება ის სტრატეგიის განხორციელებას უწყობდეს ხელს – სწორედ ამ თემას გვინდა ეს სტატია მივუძღვნათ.
როგორ შეიძლება გავხადოთ თანამშრომლების განვითარების პროცესი უწყვეტი
1 მარტი, 2013 | 0 კომენტარი »
ნებისმიერი ორგანიზაციის ძირითადი საყრდენი ფუნდამენტი ადამიანური რესურსია. მისი ხარისხი და მახასიათებლები პირდაპირ აისახება კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და შედეგებზე. ორგანიზაცია უნდა ზრუნავდეს არა მხოლოდ იმაზე, რომ შეარჩიოს და აიყვანოს საჭირო და სწორი კადრები, არამედ მათი მუდმივი პროფესიული და პიროვნული ზრდა-განვითარება.
პიროვნების განვითარება შეიძლება მოხდეს როგორც თვითგანვითარებით, ასევე იმ ორგანიზაციის დახმარებით, რომლის წევრიცაა. სტატია სრულად »
კოლეგიალური რგოლების ამოქმედება
25 თებერვალი, 2013 | 0 კომენტარი »
კოლეგიალური რგოლების (დირექტორატი, განვითარების საბჭო, მარკეტინგის, IT, რისკების კომიტეტები და ა.შ.) მნიშვნელობა ორგანიზაციის წარმატებაში ძალიან დიდია. ეს სტრუქტურული წარმონაქმნები ეხმარება ორგანიზაციას გააუმჯობესოს კომუნიკაცია თანამშრომლებს შორის, უწყვეტად, უფრო სწრაფად და პროდუქტიულად წარმართოს მნიშვნელოვანი პროცესები, მიიღოს ბევრად უკეთესი გადაწყვეტილებები და ხელი შეუწყოს მათ აღსრულებას.
ამასთან კოლეგიალური რგოლების ამოქმედება არცთუ ისე იოლი საქმეა. რაღაც პერიოდის მანძილზე ჩატარებული უნაყოფო შეხვედრები ნელ–ნელა ამცირებს შეკრების მოტივაციას და დროთა განმავლობაში ბევრი საბჭო თუ კომიტეტი წყვეტს ამის გამო ფუნქციონირებას. გადავწყვიტეთ ეს სტატია სწორედ კოლეგიალური რგოლების ამოქმედების პრობლემებს და მათი გადაწყვეტის გზებს მივუძღვნათ. სტატია სრულად »
სტრუქტურის დანერგვის მონიტორინგის პროცესის მართვა
22 თებერვალი, 2013 | 0 კომენტარი »
ძალიან ბევრი კარგი გადაწყვეტილება ვერ ხორციელდება მხოლოდ იმიტომ, რომ დანერგვის პროცესი არ არის ორგანიზებული და მართვადი. ასევეა სტრუქტურის შემთხვევაშიც – რაც არ უნდა ღირებული და კარგი გადაწყვეტილებები ჩაიდოს მასში, ძალიან ცხადი და დეტალური იყოს გადასვლის გეგმა, ყველას ჰქონდეს სურვილი მისი დანერგვისა, აუცილებელია დანერგვის მონიტორინგი, რომლის სქემაზეც ვისაუბრებთ. სტატია სრულად »
ანგარიშგების და შეფასების სისტემა – რატომ არის მნიშვნელოვანი და როგორი შეიძლება იყოს ის
11 თებერვალი, 2013 | 0 კომენტარი »
რა არის დანაკარგი, რომელსაც ყველაზე მეტად განიცდის კაცობრიობა?…
„Time is the scarcest resource and unless it is managed nothing else can be managed.“
Peter Drucker
ურთიერთდამოკიდებული სტრუქტურა და პროცესები
6 თებერვალი, 2013 | 0 კომენტარი »
ყველაზე მეტად, რაც ორგანიზაციაში პროცესების მსვლელობაზე ახდენს გავლენას, ეს სტრუქტურაა. სტრუქტურას შეუძლია ორგანიზაციისთვის კრიტიკული პროცესები შეანელოს, ან დააჩქაროს. სტრუქტურას შეუძლია პროცესების შედეგების ხარისხი აამაღლოს, ან გააუარესოს, სტრუქტურას შეუძლია პროცესების შედეგების მოცულობა გაზარდოს, ან მნიშვნელოვნად შეამციროს. ამიტომ ყველაზე მომგებიანი დრო, როცა პროცესების გამართულობაზე შეიძლება ვიფიქროთ, ეს სტრუქტურის ფორმირების ეტაპია. სტატია სრულად »
როგორ ავამაღლოთ თანამშრომლების პროდუქტიულობა
4 თებერვალი, 2013 | 0 კომენტარი »
არაპროდუქტიული თანამშრომლები მხოლოდ ხელფასის გამო დადიან სამსახურში, არიან პასიურები, არასდროს გამოდიან ახალი შემოთავაზებებით, ცდილობენ, რაც შეიძლება ნაკლები დავალება მიიღონ და რაც შეიძლება ნაკლები იმუშაონ. ამის საწინააღმდეგოდ, პროდუქტიული თანამშრომლები ძალიან ადვილად შესამჩნევია ნებისმიერ ორგანიზაციაში – ინიციატივიანები, პროაქტიულები, ფუნქციებს ასრულებენ მაღალი ხარისხით, დროულად, არიან ენერგიულები, მონდომებულები და მოტივირებულები. რაც მეტი ასეთი თანამშრომელი ეყოლება ორგანიზაციას, მით უფრო დიდია ორგანიზაციის ეფექტიანობა და წარმატება. სტატია სრულად »
როგორ ავამუშავოთ კოლეგიალური ორგანოები წარმატებულად
30 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
ეს სტატია განკუთვნილია მათთვის ვინც კოლეგიალური ორგანოს შექმნაზე ფიქრობს, ან არსებულების მუშაობის ეფექტიანობა აწუხებს, ან უბრალოდ აინტერესებს მსგავსი შეხვედრების მუშაობისა და წარმატების სპეციფიკა.
კოლეგიალური ორგანოების შეკრებები უსარგებლო შეხვედრებად რომ არ იქცეს ამისთვის საჭიროა თავიდანვე განვსაზღვროთ მათი დანიშნულება, დეტალურად გავწეროთ მუშაობის რეგლამენტი და გვქონდეს შეხვედრების მართვის შეძლებისდაგვარად სრულყოფილი სისტემა. ამ სტატიაში შევეცდებით მოკლედ მოგიყვეთ სამივე კომპონენტის შესახებ.
როგორ ავამოქმედოთ ახალი სტრუქტურა
28 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურის წარმატების უდიდესი ნაწილი მის სწორ დანერგვაზე მოდის. რამდენადაც თანმიმდევრულები და ორგანიზებულები ვიქნებით ახალი სტრუქტურის დანერგვაში, მით უფრო სწრაფად და მით უფრო სრულად შევძლებთ მისი პოტენციალის გამოყენებას. მეორეს მხრივ, დროში გაუმართლებლად გაწელილმა და შეცდომებით მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესმა, შესაძლოა ყველაზე გენიალური მოდელის შემთხვევაშიც კი უფრო ზიანი მოუტანოს ორგანიზაციას, ვიდრე სარგებელი.
ინოვაციების ცენტრი ორგანიზაციაში
25 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
თანამედროვე კონკურენციის პირობებში ინოვაციების მუდმივობა მთავარი ფაქტორია ორგანიზაციის განვითარებისთვის. მმართველებმა, რომლებმაც გააცნობიერეს იდეების უწყვეტობის მნიშვნელობა დიდ წარმატებას მიაღწიეს. მოდელი, სადაც იდეების ნაკადები მიმართულია მხოლოდ ზევიდან ქვევით დროთა განმავლობაში კარგავს ღირებულებას, რადგან გააჩნია გარკვეული შეზღუდვები – იდეების წყარო ადრე თუ გვიან ამოიწურება. თუ ჩვენ შევქმნით იდეების უწყვეტ ნაკადს, როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან ზევით და ამ მოძრაობისგან შევქმნით მუდმივ მექანიზმს, რომელიც უმეტეს ორგანიზაციაში წარმოდგენილია ინოვაციების ცენტრის სახით, უფრო ადვილი იქნება ორგანიზაციის განვითარების ტემპის გაზრდა და მისი შენარჩუნება. სტატია სრულად »
კოლეგიალური ორგანოების მნიშვნელობა
23 იანვარი, 2013 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპების ერთ-ერთი ჭრილია ორგანიზაციული სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოებით და სტრუქტურები კოლეგიალური ორგანოების გარეშე. მათ შორის განსხვავება რთული შესამჩნევი არაა. ეს ყველაზე მეტად პროცესებზე, გადაწყვეტილებების ხარისხზე და ადამიანებზე დაკვირვებით შეიმჩნევა.
რაც უფრო დიდია კოლეგიალური ორგანოების წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო შეკრული, მიზანმიმართული და სწრაფად განვითარებადია ორგანიზაცია. და რაც უფრო ნაკლებია კოლეგიალური ორგანოების მართვის წილი ორგანიზაციის სტრატეგიულ მართვაში, მით უფრო მეტია საფრთხე, რომ აქ, ტოპ-მენეჯემენტის დონეზე, გაურკვევლობაა სტრატეგიულ მიმართულებებთან დაკავშირებით, სუბორდინაციის მაღალი ხარისხია, პროცესები ხშირად ფერხდება, რასაც, თავის მხრივ, სხვა უარყოფითი შედეგები მოჰყვება. სტატია სრულად »