თითქმის იდეალური გუნდი
21 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
საშუალება გვქონდა ახლოდან დავკვირვებოდით ერთი ისეთი გუნდის მუშაობას, რომელიც, ჩემი აზრით, ყველა პარამეტრით ძალიან ახლოს არის იდეალური გუნდის მახასიათებლებთან. მისი მონოლითურობა, მოქნილობა, სისწრაფე, ცვლილებებზე რეაგირების ადეკვატურობა, შიდა განწყობა, წევრებს შორის ურთიერთობები, მათი მოტივაცია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე შედეგები, რომელსაც ისინი აღწევენ, შესაშურია ბევრი გაგებით. სტატია სრულად »
პროაქტიული ადამიანების განსხვავება
14 ივნისი, 2010 | 1 კომენტარი »
ადამიანების დაყოფა ბევრნაირად შეიძლება, თუმცა არსებობს დაყოფის ერთი პრინციპი, რომელიც მათ ქცევის მიხედვით განასხვავებს. ადამიანების პროაქტიულ და რეაქტიულ ტიპებად დაყოფა სხვადასხვა საკითხის მიმართ მათ განსხვავებულ დამოკიდებულებებს ეფუძნება. სწორედ ეს განსხვავებები განაპირობებენ მათ რადიკალურად განსხვავებულ ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში. ეს კი, თავის მხრივ, ამ ადამიანებისათვის უფრო მეტი ან უფრო ნაკლები წარმატების მიზეზი ხდება. სტატია სრულად »
მათთვის, ვინც ახლა იწყებს კარიერას
7 ივნისი, 2010 | 7 კომენტარი »
წელსაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეურთდება სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიგებს. მათთვის, ვინც ახლა იწყებს მაღალი თანამდებობებისკენ მიმავალი რთული გზის გავლას, უნდა იცოდნენ, როგორ შეიძლება გაიკვლიონ გზა შიდა ორგანიზაციული ურთიერთობების ლაბირინთებში. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ინსტრუქციებსა და დარიგებებს ალბათ მათ ორგანიზაციებშიც მისცემენ, ჩვენც გვინდა რამოდენიმე რჩევა მივცეთ, თუ როგორ მოიქცნენ, რა გააკეთონ და რაც მთავარია რა არ გააკეთონ იმისთვის, რომ ახალ სამსახურთან შეგუებაც გაუადვილდეთ და კარგი კარიერის წინაპირობაც შეიქმნან. მაშ ასე: სტატია სრულად »
მუდამ უკმაყოფილო კადრების მართვა
31 მაისი, 2010 | 5 კომენტარი »
ბევრ, თითქმის ყველა ორგანიზაციაში, გუნდში, კოლექტივში არიან თანამშრომლები რომელთა მართვაც ხელმძღვანელებს ძალიან უჭირთ. მათი გულის მოგება, დაინტერესება, გახარება, მოტივირება თითქმის შეუძლებელია. ინდიფერენტულად, ზედაპირულად და უგულოდ უდგებიან საქმეს, რომელიც აბარიათ და ზუსტად იმ დონეზე აკეთებენ მას რომ საყვედური არ მიიღონ. სტატია სრულად »
მენეჯერი რომელმაც ალყა გაარღვია
24 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
იყო ერთი მენეჯერი რომელმაც ერთ დღეს იგრძნო, რომ ძალიან დაშორდა თავის თანამშრომლებს, აღარ ესმოდა მათი ქცევის მიზეზები, არ ესმოდა მათ მიერ გამოთქმული პრეტენზიები და აღიზიანებდა კიდეც ისინი, ხვდებოდა რომ რატომღაც მისიც ძალიან ცუდად ესმოდათ მის თანამშრომლებს, ეუბნებოდა ერთს და აკეთებდნენ მეორეს, ითხოვდა ერთს და აძლევდნენ მეორეს, ეკითხებოდა ერთს და პასუხობდნენ მეორეს. სტატია სრულად »
წითელი ა - კოოპერაცია კონკურენციის წინააღმდეგ
17 მაისი, 2010 | 1 კომენტარი »
ყველას შეგინიშნავთ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, გამორჩეულად კარგი აფთიაქების თავზე დამაგრებული ნიშანი, წითელი ა, რომელიც თავისი უცხო ფორმით სწრაფად იქცევს ყურადღებას და მერე დიდხანს გახსოვს, რომ სადღაც გინახავს, ამასთან თბილად გახსენდება გარემო და მომსახურება რომელსაც მას უკავშირებ. სტატია სრულად »
რა გვიშლის ხელს უფრო მეტის და უკეთესად კეთებაში
10 მაისი, 2010 | 4 კომენტარი »
ორგანიზაციაში სადაც ვმუშაობ ჩვენი ხელმძღვანელების მხრიდან ხშირად ვისმენთ საყვედურის ტონით გამოთქმულ კითხვებს - რატომ არ ვმუშაობთ მეტს, რატომ არ ვაკეთებთ რამეს ღირებულს, რატომ არ გვაქვს უკეთესი შედეგები. და მაშინაც როცა ისინი ამას არ გვეკითხებიან მათ უკმაყოფილო გამოხედვაში ეს კითხვები თითქმის ყოველთვის ცხადად იგრძნობა.
შესაძლოა ეს იმ ჩვევების ბრალია, რომლებმაც ასე ღრმად და მყარად მოიკიდა ჩემი და ჩემი კოლეგების ცხოვრებასა და ხასიათში ფეხი. სტატია სრულად »
საქართველო მსოფლიოს ბავშვებისთვის
3 მაისი, 2010 | 0 კომენტარი »
საქართველოს ხელისუფლება ბევრ დროს, ენერგიას და ფულს ხარჯავს ინვესტორების მოსაზიდად, რაც თავისთავად მისასალმებელია, თუმცა მარტო ის ფაქტი რომ ჩვენთან ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერები არსებობს საქმის დასაწყებად საკმარისი რომ არ არის ამისათვის შედეგებიდანაც ნათელია. საკმარისი არ არის მაშინაც კი როცა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალები სავსეა შენი რეკლამით, საუკეთესო სატელევიზიო არხები გადასცემენ ამის შესახებ ინფორმაციას ან შენი ბიზნესმენები თუ მინისტრები მსოფლიოს მარავალ კუთხეში პირდაპირი მოლაპარაკებით ცდილობენ ინვესოტრთა დარწმუნებას ამაში. სტატია სრულად »
ფარული დაპირისპირება მენეჯმენტის გუნდის წევრებს შორის
26 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »
არცერთი გარე ფაქტორი და შესაძლოა საერთოდ არაფერი ისე არ ანგრევს ორგანიზაციას, როგორც ფარული დაპირისპირება მენჯმენტის გუნდის ცალკეულ წევრებს შორის. ფარული უფრო იმიტომ ქვია, რომ თვითონ ის ადამიანები ცდილობენ მათი დამოკიდებულება მაქსიმალურად დაფარონ, თორემ მენეჯმენტის ყველა დანარჩენი წევრისთვის (არამარტო მათთვის) ეს დაპირისპირება ისედაც ნათელია ხშირ შემთხვევაში. ასეთი ტიპის დაპირისპირებები, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, წარმატებულ ორგანიზაციებში უფრო ხშირია ვიდრე შედარებით ნაკლებად წარმატებულებში. ამის მიზეზი მრავალია ისევე როგორც თვითონ ამ დაპირისპირების მიზეზები. სტატია სრულად »
სადაც შეუცვლელი კადრები არ არსებობენ
19 აპრილი, 2010 | 0 კომენტარი »
საერთოდ, როდესაც ორგანიზაციაში ნიჭიერი ადამიანები მუშაობენ ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ არის შემთხვევები როდესაც ამა თუ იმ ადამიანს უჩნდება შეუცვლელობის შეგრძნება, რაც ბევრი მიზეზის გამო ძალიან უარყოფითად მოქმედებეს როგორც ორგანიზაციაზე ისე თვითონ ამ ადამიანებზეც. სტატია სრულად »
უმოქმედო, უმოძრაო და უკომპასო ორგანიზაციები
12 აპრილი, 2010 | 1 კომენტარი »
ორგანიზაციები მათი შესაძლებლობების დიდ ნაწილს რომ ვერ იყენებენ ეს არ არის უჩვეულო. ძნელია დაინახო ყველაფერი, ან გამოიყენო ის რასაც ხედავ, რესურსებიც შეზღუდულია, შესაძლებლობების პოვნისა და რეალიზაციის უნარიც არ არის უსასრულო. თუმცა არიან ორგანიზაციები და სამხწუხაროდ არც ისე ცოტა, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობენ, მაგრამ ფაქტობრივად უუნარონი არიან გააკეთონ რაღაცა ახალი, საინტერესო და ეფექტური ნაბიჯი გადადგან. ასეთი ორგანიზაციები სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: სტატია სრულად »
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას
8 აპრილი, 2010 | 2 კომენტარი »
(საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხლი 230, პუნქტი ”ჩ” )
საგადასახადო კოდექსში არსებულ ამ ფორმულირებას ხშირად იყენებენ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სოფლის მეურნეობას სერიოზული ხელშეწყობა აქვს საქართველოში ლიბერალური გადასახადების თვალსაზრისით.
თუმცა, საქმე სულ სხვაგვარადაა და ეს პუნქტი თითქმის არავითარ ფუნქციას არ ასრულებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. შევეცდებით ავხსნათ:
გარდატეხის ასაკი ბიზნესში
29 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
წარმატებული სტარტის შემდეგ ყველა ორგანიზაციაში დგება მომენტი როდესაც მენეჯმენტი ხვდება რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა შეიცვალოს. სტატია სრულად »
უფრო მეტი საინტერესო, ორიგინალური და ღირებული იდეა
22 მარტი, 2010 | 0 კომენტარი »
რთული საქმეების საკეთებლად სამი მთავარი კომპონენტია გადამწყვეტი: სწორი სტრატეგია, კარგი იდეები და იდეალური შესრულება. ამ სამ კომპონენტს შორის იდეების ნაწილი, როგორც წესი, შემოქმედებითად ყველაზე რთულია, მუშაობის პროცესის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს და დამოკიდებულებას ითხოვს.
სტარტაპების წარუმატებლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
15 მარტი, 2010 | 1 კომენტარი »
ცნობილია რომ ახლად შექმნილი ორგანიზაციების აბსოლუტური უმრავლესობა ერთ წელსაც ვერ ძლებს. ისინი უქმდებიან ისე, რომ ვერც ასწრებენ რაიმე ღირებულის და საინტერესოს შექმნას. დარჩენილი უმცირესობის დიდი ნაწილიც პირველი სამი წლის განმავლობაში ასრულებს მოღვაწეობას და სხვა უამრავი რეგისტრირებული, მაგრამ უმოქმედო იურიდიული პირის რიგებში დგება.
გადაანაწილეთ თბილისის ფუნქციების ნაწილი რეგიონებში
8 მარტი, 2010 | 2 კომენტარი »
პოლიტიკური ძალები სულ უფრო აქტიურად ერთვებიან ადგილობრივ საარჩევნო პერიპეტიებში. მართალია, უმეტესობამ ჯერ საარჩევნო პროგრამებისთვის ვერ მოიცალა, მაგრამ იმედია ამის დროც მოვა და იქნებ მაშინ მაინც გამოადგეს ვინმეს ის რამოდენიმე მოსაზრება, რომელიც ამ სტატაიში გვინდა გაგაცნოთ. სტატია სრულად »
როცა სამსახურის შეცვლაზე ფიქრობ
1 მარტი, 2010 | 3 კომენტარი »
როცა ყოველი ახალი სამუშაო დილა ტვირთია, ადგომა და სამსახურში წასვლა გეზარება. როცა ერთი სული გაქვს, როდის მოვა პარასკევი საღამო და მერე ორშაბათის გახსენება ცუდ ხასიათზე გაყენებს; როცა შენი სამუშაო დღის დიდი ნაწილი ვაკანსიების საიტების ჩხრეკას ხმარდება, როდესაც ფიქრობ რომ ვეღარ იზრდები იქ, სადაც ხარ, როცა აუტანლად გაწუხებს სამუშაოს ერთფეროვნება; როდესაც ყოველი დღე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი ხდება _ ხვდები რომ დროა, რაღაც შეცვალო. სტატია სრულად »
გახადეთ თქვენი კომპანია უფრო საინტერესო
22 თებერვალი, 2010 | 2 კომენტარი »
გაიგებდით, ალბათ, Google-ი ახალ სოციალურ ქსელს აკეთებს, ამბობს, რომ ძალიან მალე ჩაძირავს FACEBOOK-ს. ამ უკანასკნელის ერთგული წევრების ერთი ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ წამოწყებას, თუმცა ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ Google-ის წამოწყება არასოდეს ყოფილა წარუმატებელი, რომ ისინი, რასაც იწყებენ, ძალიან კარგად აკეთებენ და ყოველთვის აღწევენ დასახულს.
მცირე საწარმოებისათვის ტიპიური სამი პრობლემა და მათი გადაწყვეტის საინტერესო გზა
15 თებერვალი, 2010 | 3 კომენტარი »
ერთი საინტერესო საუბრის შესახემ მინდა გიამბოთ, რომელიც ამას წინათ ერთ-ერთი პატარა კომპანიის ხელმძღვანელთან მქონდა. ამ საუბრის შედეგადაც გავიგე ჩემთვის ძალიან საინტერესო მიგნებების შესახებ. მისი მეშვეობით, ამ ადამიანმა, პატარა კომპანიებისათვის ტიპიური პრობლემების, ჩემი აზრით, შთამბეჭდავად ეფექტურად გადაწყვეტა შეძლო. სტატია სრულად »
გაზარდეთ თქვენი კომპანიის ღირებულება
8 თებერვალი, 2010 | 1 კომენტარი »
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში საფონდო ბაზარი ფაქტიურად არ არსებობს. და საკმაოდ ძნელია დაინახო რა ღირს შენი შექმნილი ორგანიზაცია, თუნდაც სულ პატარა მაღაზია, სასტუმრო ან მცირე წარმოება, ბევრისთვის სწორედ საკუთარი ორგანიზაციის ღირებულების მუდმივი ზრდა მაინც უფრო მნიშვნელოვან ამოცანად რჩება ვიდრე კონკრეტულ პერიოდში მიღებული მოგების მოცულობა. სტატია სრულად »

