სამი ყველაზე ეფექტური ცვლილება კრიზისის დროს
25 მაისი, 2009 | 2 კომენტარი »
ვისაც ბიზნეს წრეებთან ურთიერთობა აქვს დაინახავს, როგორ უკან მიდის ჩვენი ბიზნესის საქმე. საქართველოში კრიზისი, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ სულ უფრო ღრმავდება. სულ უფრო უარესდება მდგომარეობა ბევრ დარგში. სტატია სრულად »
ქართული სტრატეგიის სამი თავისებურება
31 მარტი, 2009 | 8 კომენტარი »
ქართული სტრატეგიის სამი თავისებურება, რომელზეც გვინდა ამ სტატიაში ვისაუბროთ, ბევრი დადებითი და უარყოფითი ეფექტის მიზეზი ხდება. საუბარი იმაზე, რომ ეს მიდგომები მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია, ძნელია და, ალბათ, არც იქნება სწორი. თუმცა, ალბათ, არ იქნება მართებული, რომ არ აღინიშნოს და ნაკლოვანებებს ხაზი არ გაესვას. სტატია სრულად »
სარეზერვო გეგმა კრიზისული სიტუაციებისთვის
31 მარტი, 2009 | 4 კომენტარი »
ნებისმიერ კრიზისს და მის გავლენას ორგანიზაციაზე სამი უმთავრესი ჯგუფის – კადრების, კლიენტების და პარტნიორების ამ ორგანიზაციისადმი დამოკიდებულება განაპირობებს. თავის მხრივ, ორგანიზაცია მათი დაკვირვებებით და შეფასებებით საზრდოობს. სტატია სრულად »
ანტიკრიზისული მენეჯმენტი
29 იანვარი, 2009 | 14 კომენტარი »
განსაკუთრებით, აქ ჩვენთან, სადაც მოვლენები ხშირად ელვის სისწრაფით ვითარდება და შეიძლება ერთ კვირაში, ან სულაც ერთ დღეში აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. ასეთი ცვლილებები გვაიძულებს ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, აღვიქვავდეთ და ვაკონტროლებდეთ გარემოს და სწორად ვრეაგირებდეთ მასში მიმდინარე პროცესებზე. სტატია სრულად »
კრიზისის ცხრა დადებითი ეფექტი
28 იანვარი, 2009 | 12 კომენტარი »
დამკვიდრებული შეხედულებებით, კრიზისები, განსაკუთრებით კი გლობალური კრიზისები, ერთობ არასასურველი მოვლენაა ორგანიზაციების ცხოვრებაში. მიიჩნევა, რომ კრიზისის დროს, საკმაოდ ბევრი რამ ფუჭდება, რთულდება, არასახარბიელო მიმართულებით იწყებს სვლას. ეს, ალბათ, ასეც არის გარკვეული თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, არის გარემოებები, რომელთა გამოც შეიძლება მეტი ენთუზიაზმით ვხვდებოდეთ კრიზისს. იგი ხშირად როგორც შუალედური გამოცდა ისე ევლინება ორგანიზაციას მისი მდგრადობის, გუნდის ხარისხის და სტრატეგიის სისწორის გადასამოწმებლად. სტატია სრულად »
ყველაფერი ხომ სიყვარულით იწყება
21 იანვარი, 2009 | 0 კომენტარი »
ყველაფერი სიყვარულიდან იწყება, სიყვარული აჩენს ზრუნვის შეგრძნებას, აღძრავს მოქმედების სურვილს, მოქმედების სურვილი გვაძებნინებს საქმეს, რომელიც გამოგვივა, მერე ვპოულობთ ამ საქმეს, ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც შეიძლება კარგად და ვცდილობთ, ვისწავლოთ მისი კეთება კიდევ და კიდევ უფრო კარგად იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მათთვის, ვინც გვიყვარს. სტატია სრულად »
სწრაფი ზრდა – სასურველი შედეგი თუ მთავარი საფრთხე ორგანიზაციებისათვის
14 მაისი, 2008 | გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სწრაფი ზრდა – სასურველი შედეგი თუ მთავარი საფრთხე ორგანიზაციებისათვის
შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ორგანიზაციისათვის, საქმიანობის მასშტაბის ზრდა, ყველაზე სასურველი შედეგია. იგი მისკენ მიისწრაფვის სტატია სრულად »
როგორ დავიბრუნოთ წარმატება
6 მარტი, 2008 | 0 კომენტარი »
ერთჯერადი გამარჯვება წარმატება არაა, ის მუდმივი წინსვლის პროცესია
ნიშნები
კრიზისი ნებისმიერი კომპანიის განვითარების გზაზე ხდება და არაერთხელაც. ყველა მათგანისთვის დგება მომენტი, როდესაც ადამიანებს სულ ცოტა აკლიათ იმედის დაკარგვამდე. თითქოს პროცესები შეუქცევადია და ყველა ფიქრობს, რომ წინ მიმავალი გზა აღარასოდეს გამოჩნდება. სტატია სრულად »
ორგანიზაციის დამანგრეველი 3 პროცესი
6 ივნისი, 2007 | 1 კომენტარი »
ბევრი ფიქრობს, რომ ორგანიზაციების ნგრევას ფინანსური პრობლემები იწვევს. სინამდვილეში გამოუსწორებელი ფინანსური სირთულეები მხოლოდ და მხოლოდ ამ პროცესის დადგომის ნიშანია და არა თვითონ მიზეზი. ნგრევაც გარკვეული, ხშირად გრძელვადიანი პროცესების შედეგად დგება და რაც უფრო ადრე შეძლებს მენეჯმენტი მათ დანახვას, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად. სტატია სრულად »
ნამდვილი ლიდერის სახე
25 იანვარი, 2007 | 2 კომენტარი »
ჯერ კიდევ ახლო წარსულში ადამიანები ორგანიზაციაში ითვლებოდნენ მიზნების მიღწევის ერთ–ერთ საშუალებად, ერთ–ერთ რესურსად. მათთან ერთად ორგანიზაციები მოიაზრებოდა მანქანა–დანადგარების, მეთოდების, ტექნოლოგიების, კაპიტალის თუ ინფორმაციის გაერთიანებად, ანუ იმ კომპონენტების ერთობლიობად, რომლებიც, სხვადასხვა დროს, მიიჩნეოდა მათი წარმატების განმსაზღვრელ ფაქტორებად. სტატია სრულად »