ორგანიზაციული სტრუქტურა
« წინა სტატიებიახალი კალაპოტი – თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პირველ სამ თვეში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები
11 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მესამე სტატია მეორე – სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
როდესაც ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგია ძალიან კარგად გესმის, ხვდები საით უნდა იარო, სად უნდა მიხვიდე, მიზანი მოსვენებას არ გაძლევს და გაიძულებს ყოველდღე რაღაცა შეცვალო იმისთვის, რომ იქამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ასეთ დროს თვითონ ნაბიჯების შინაარსს და თანმიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო რთულად მიღწევადია მიზანი, მით უფრო დიდია იმის აუცილებლობა, რომ ყველა წინა ნაბიჯმა შემდეგის გადადგმა გააადვილოს. სწორი სტრუქტურული ცვლილებები სტრატეგიის განხორციელების მთავარი და პირველი ნაბიჯია, რომელიც თანამშრომლების უნარებს, ცოდნას, ყურადღებას კალაპოტს და მიმართულებას უცვლის და ახალი სტრატეგიის სამსახურში აყენებს.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა. ორგანიზაციაში, რომელსაც უნდა და შეუძლია უბნის სამაგალითო საავადმყოფო გახდეს. ამისთვის მან უნდა მოახერხოს, გააცნოს თავი იმ დაახლოებით 150 000 მოსახლეს, ვისთვისაც მუშაობს, მათი ნდობა მოიპოვოს და მათთვის საჭირო სერვისების შეთავაზება და განვითარება დაიწყოს. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ იმ ძირითადი სტრუქტურული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც პირველ სამ თვეში ორგანიზაციის მენეჯმენტთან და დამფუძნებლებთან ერთად მივიღეთ. როგორი იყო მათი განხორციელების წინაპირობები და მიზეზები და ის პირველი ნიშნები, რაც ამ ცვლილებებმა მოგვცეს. სტატია სრულად »
მომგებიანი ორგანიზაციული სტრუქტურები
30 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა არა მხოლოდ მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ინსტრუმენტია, არამედ სწორად მოწყობილ სტრუქტურას შეუძლია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მომგებიანი საქმიანობის სტიმულირება, მომგებიანობის ანალიზისა და პროგნოზირების ცოდნების დაგროვება, მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების სისტემური ძიებისა და გამოვლენის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა და შემდგომ უკვე გაზრდილი მომგებიანობით მიღებული სიკეთის სწორად გამოყენება კიდევ უფრო მეტი მოგების მისაღებად.
სტრუქტურული ცვლილებები ხშირად აღიქმება, როგორც ხარჯების ზრდისა და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების გარდაუვალი პროცესი. ალბათ, ამიტომაც გაურბიან ხელმძღვანელები სტრუქტურის რეორგანიზაციის პროცესის წამოწყებას, რომ ამან დარტყმა არ მიაყენოს მომგებიანობას და ურჩევნიათ არსებული სისტემებით ეცადონ გაამართლონ კომპანიის ჯამურ შედეგებზე აღებული პასუხისმგებლობა დამფუძნებლების წინაშე. სტატია სრულად »
დაიწყე წრიულით – მართვის სისტემა რესტორანში „ბარბარესთან“
4 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან წარმატებულ და გამორჩეულ ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩამოყალიბების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის სწორი მოწყობა, რამდენად აუცილებელი იყო პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სწორი გამიჯვნა-განაწილება და ზუსტად დაინახა ის წერტილი ბიზნესის განვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი საძირკვლის ჩაყრა შემდგომი განვითარების ზედ დასაშენებლად. დღეს ის გამორჩეულია თავისი უნიკალურობით, ხარისხით, ხასიათით. რესტორანი „ბარბარესთან“ – ორგანიზაციაა რომელიც ირჩევს წრიულ სტრუქტურას. სტატია სრულად »
ყველაზე დიდი სიმდიდრე
12 თებერვალი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეორე – პირველი ნაბიჯები
პირველი სტატიის სანახავად, ეწვიეთ ბმულს.
ნებისმიერ ორგანიზაციაში კრიზისი მაშინ იწყება, როცა მენეჯმენტი თანამშრომლების, როგორც წარმატების მთავარი ფაქტორის აღქმას კარგავს და მიღწეულ შედეგებში მათ მნიშვნელობას არასათანადოდ აფასებს. ამას თანამშრომლების უკმაყოფილება მოყვება, რაც თავის მხრივ, ცოტა მოგვიანებით, კლიენტების უკმაყოფილებასაც განაპირობებს. პროცესი დროთა განმავლობაში ფინანსურ შედეგებზეც შესაბამისად ისახება და უფრო მოგვიანებით, თავისთავად, კრედიტორების და მესაკუთრეების უკმაყოფილებასაც იწვევს.
ნებისმიერი კრიზისი როგორც იწყება, გამოხსნაც ზუსტად იგივე სქემით და თანმიმდევრობით უნდა მოხდეს, კრიზისის გასაღებიც სწორედ თანამშრომლებშია და მოქმედებებიც მათთვის იმედის და მოტივაციის დაბრუნებით უნდა დავიწყოთ.
ამ სტატიაში გვინდა განვაგრძოთ სინერჯის სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლის ისტორია. თუ აქამდე შესვლის წინაპირობები მოვყევით, აქ გვსურს პირველ ნაბიჯებზე მოგითხროთ. იმ მოქმედებებზე, რითაც ორგანიზაციაში ჩვენი მუშაობა დავიწყეთ, როგორ აეწყო პირველი სტრუქტურა, როგორ გავიცანით ქსელი, რა პრობლემები დაგვხვდა და რა განძი აღმოვაჩინეთ იქ, ეს იქნება ძირითადი თემა.
ინიციატივების ზრდა!
27 სექტემბერი, 2017 | 0 კომენტარი »
ჩააბარეთ ადამიანებს კონკრეტული ამოცანები და არა ფუნქციები,
მიეცით შესაბამისი ძალაუფლება,
და მათი ქცევა რადიკალურად შეიცვლება, გაიზრდება ინიციატივები და მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების ხარისხი.
თანამედროვე კონკურენტულ გარემოში ორგანიზაციების უნარი მუდმივად შესთავაზონ მომხმარებლებს რაც შეიძლება მეტი სიახლე, მიიღონ და განახორციელონ მეტი გადაწყვეტილებები და უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე, ხდება გადამწყვეტი გრძელვადიანი წარმატებისთვის. კომპანიებმა დღეს უკვე, რომ მოიპოვონ და შეინარჩუნონ კონკურენტული უპირატესობა, საჭიროა აქცენტი გააკეთონ მეტ ინიციატივებზე და ინოვაციურობაზე. მენეჯერებმა ხარჯების კონტროლიდან ყურადღება უნდა გადაიტანონ მომავალში ინვესტირების სასარგებლოდ.
ისე, როგორც ორკესტრში…
29 მარტი, 2017 | 0 კომენტარი »
სწორედ ასეთი გამორჩეული, განვითარებაზე ორიენტირებული და განსაკუთრებული სულისკვეთებით ანთებული გუნდები აღწევენ უდიდეს წარმატებებებს.
არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა სიმფონიური მუსიკა, ყოფილხარ თუ არა კლასიკური მუსიკის კონცერტზე, არჩევ თუ ვერა მუსიკალურ საკრავებს ერთმანეთისგან, ერკვევი თუ არა კომპოზიტორების შემოქმედებაში, მაინც აუცილებლად გეცოდინება და უფრო მეტიც, გეყვარება საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. სტატია სრულად »
ქეისი: თბილისის განვითარების ფონდი
13 თებერვალი, 2017 | 0 კომენტარი »
სასეირნოდ წასვლა გადავწყვიტე უკან, მომავალში. უფრო სწორად სანახავად. საგანგებოდ შერჩეულ ადგილას. ტრანსპორტით მისვლა მომიწია სეირნობის დაწყების წერტილამდე. და აი მივედი. სიარულის ტემპი შევიცვალე. მინდოდა თითოეული დეტალი აღებეჭდა ჩემს გონებას და დაემახსოვრებინა. კიდევ ერთხელ ვინანე, რომ არ მაქვს კარგი ხარისხის ფოტო აპარატი. ულამაზესი აივნები, თვალისმომჭრელი ჭიშკრები, ისტორიული შენობები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვერ მოვესწარი მათ პირვანდელ სახეს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავი კია, ახლა როგორც გამოიყურება. ახალი სული აქვს შთაბერილი. ახალი დანიშნულება იტვირთა. დამთვალიერებლების, ტურისტების მორიგი გაჩერების წერტილი გახდა. სტატია სრულად »
ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის დისბალანსი – ერთი ისტორია მარკეტინგის მენეჯერისა და სამეურნეო ხელმძღვანელის შესახებ
29 ნოემბერი, 2016 | 0 კომენტარი »
ერთ ორგანიზაციაზე გვსურს მოგიყვეთ, რომელსაც ძალიან გავრცელებული სტრუქტურული პრობლემა აწუხებდა – პასუხისმგებლობისა და ძალაუფლების დისბალანსის სახით.
პასუხისმგებლობა – ეს არის ზემოდან წამოსული წნევა, რაც ამოძრავებს ადამიანს და უბიძგებს, რომ დადოს შედეგები. ძალაუფლება – ეს არის ის ძალა, რომლითაც პირი ზემოქმედებს ორგანიზაციაზე და იღებს შესაბამის რესურსებს, მხარდაჭერას, შედეგების მისაღწევად.
“დაკარგული” ამოცანები
8 სექტემბერი, 2016 | 0 კომენტარი »
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემა ქართულ ორგანიზაციებში არის, როცა მნიშვნელოვან ამოცანებზე პასუხისმგებელი პირები არ არიან სტრუქტურაში. ამის გამო შეიძლება ორგანიზაციამ ბევრი შესაძლებლობა დაკარგოს – ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესები შენელდეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხები ვერ გადაიჭრას, ბაზარზე პოზიციები შეუსუსტდეს და საბოლოოდ ორგანიზაციამ ვერ მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მას შემდეგ რაც, თითოეულ ასეთ ამოცანაზე გავაჩენთ პასუხისმგებლებს ორგანიზაცია იწყებს მიზანმიმართულად მუშაობას და აღწევს კონკრეტულ შედეგებს. სტატია სრულად »
რა გავლენას ახდენს სტრუქტურა კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე
30 ივნისი, 2016 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა განსაზღვრავს რამოდენიმე უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზაციის მართვის სისტემაში. მათ შორის არის კოორდინაციისა და კომუნიკაციის ფორმატები. ის, თუ რამდენად სწორადაა სტრუქტურა ფორმირებული და რა კომუნიკაციის ფორმატებია გამართული მუშაობისთვის, განაპირობებს სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომუნიკაციისა და კოორდინაციის სიხშირეს, ფორმატს, ხარისხს. სტატია სრულად »
პირველი პირი სტრატეგიულ საკითხებზე რომ მუდმივად ინფორმირებული იყოს
14 ივნისი, 2016 | 0 კომენტარი »
სკანდალი “Volkswagen“ -ის გარშემო: 2015 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავტო მწარმოებელმა “Volkswagen”-მა აშშ-დან ნახევარი მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია, ვინაიდან ბოლო მოდელებში აღმოჩნდა ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რადიაციული ნაწილაკები. კომპანიის ზარალმა 30 მილიარდამდე შეადგინა, აღმასრულებელი დირექტორი Mr. Winterkorn თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ ის არ იყო ინფორმირებული ამის თაობაზე.
ორგანიზაცია შეიძლება ყოველთვის მსგავს სკანდალში არ გაეხვეს, მაგრამ ძალიან ბევრი კომპანია ყოველდღიურად კარგავს უამრავ შესაძლებლობას, აგვიანებს პრობლემებზე რეაგირებას, ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას სწორედ იმის გამო, რომ სტატეგიული მნიშვნელობის ინფორმაცია ხელმძღვანელ პირამდე ვერ აღწევს დროულად.
„განწირული“ ამოცანები – რატომ არ უნდა დავაკისროთ ადამიანს ერთზე მეტი ამოცანა
2 ივნისი, 2016 | 0 კომენტარი »
იდეალურია ისეთი მართვის მოდელი, სადაც ერთ ადამიანს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, მან მკაფიოდ იცის რა მოეთხოვება, რა შედეგი უნდა დადოს და კონცენტრირებულია კონკრეტული მიმართულებით.
პროდუქტების განვითარება და ორგანიზაციული სტრუქტურები
9 ივნისი, 2015 | 0 კომენტარი »
ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესები სტრუქტურაში თუ სწორად არ იქნება გადატანილი, ორგანიზაციები გამართულად ვერ იმუშავებენ, ვერც კონკურენტუნარიანები იქნებიან და ვერც დანიშნულებას შეასრულებენ სათანადოდ.
მინდა წარმოებებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან, პროდუქტების განვითარების პროცესზე და სტრუქტურასთან მის კავშირზე მოგითხროთ. დარწმუნებული ვარ ასე ბევრად ნათელი გახდება რა გავლენა აქვს სტრუქტურას საქმიანობის შედეგებზე.
თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი
13 იანვარი, 2015 | 0 კომენტარი »
თავდაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე ზრუნვაა. ამისათვის იგი მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ცდილობდეს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით გადაჭრას შემდეგი ამოცანები:
1) ქვეყანას ჰქონდეს რაც შეიძლება კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული პოლიტიკა, ზოგადად თავდაცვის და მისი თითოეული შემადგენელი კომპონენტის მიმართულებით;
2) ახორციელებდეს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მაქსიმალურ მხარდაჭერას, ეხმარებოდეს მას, რომ ყოველდღიურად მზად იყოს შედეგიანი მოქმედებებისათვის;
3) ზრუნავდეს ისეთი სტრატეგიული პროექტების ინიცირებასა და განხორციელების ხელშეწყობაზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების უწყვეტ განვითარებას ემსახურება;
4) ახორციელებდეს კვალიფიციურ, კარგად გამართულ ზედამხედველობას შეიარაღებული ძალების ყოველდღიური საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიცაა დისციპლინა ჯარში, უზრუნველყოფის ხარისხი, პირადი შემადგენლობის მომზადების დონე, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართულობა და ა.შ.
5) მართავდეს საგარეო ურთიერთობებს პარტნიორებთან და აგრეთვე პოტენციურ „თავდამსხმელებთან“ ისე, რომ მინიმალური იყოს ინტერვენციის საფრთხე, მაქსიმალური იყოს საგარეო სამხედრო მხარდაჭერა, როგორც თავდასხმის პრევენციის მიზნით, ისე ინტერვენციის შემთხვევაში; ასევე მართავდეს ამ კონტექსტში აღებულ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული პრობლემები და გაუმჯობესების შესაძლებლობები
4 დეკემბერი, 2014 | 2 კომენტარი »
სოფლის მეურნეობის სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნის აგრარული პოტენციალის გამოყენებას, ამ დარგში შექმნილი და რეალიზებული პროდუქტის მოცულობის ზრდას. ამ დანიშნულებას სამინისტრო შეასრულებს, თუ მისი ყოველდღიური საქმიანობა მიმართული იქნება შედეგიანი პოლიტიკის ფორმირებისკენ, სტრატეგიული პროექტების ინიცირების და განხორციელების ხელშეწყობისკენ, საკანონმდებლო ბაზის განვითარებისკენ სამი ძირითადი მიმართულებით:
ა) ქვეყანაში წარმოებული აგროპროდუქციის მოცულობის ზრდა (საწარმოთა და ფერმერთა რაოდენობის ზრდის სტიმულირება, არსებული საწარმოების მხარდაჭერა სისტემური პრობლემების გადაწყვეტაში, ინვესტიციების სტიმულირება დარგში და ა.შ.);
ბ) წარმოებული პროდუქციის ხარისხის შესაბამისობა იმ ბაზრების მოთხოვნებთან, რომლებისთვისაც პროდუქცია არის განკუთვნილი (ხარისხის კონტროლი, ხარისხის განვითარების ხელშეწყობა);
გ) წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა (შიდა გაყიდვები, ექსპორტის ხელშეწყობა, ევროკავშირის ბაზრებზე გაყიდვების სტიმულირება). სტატია სრულად »
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არსებული ძირითადი პრობლემების შესახებ
27 ოქტომბერი, 2014 | 0 კომენტარი »
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი დანიშნულებაა, იზრუნოს იმაზე, რომ ადამიანებმა უფრო დიდხანს და უფრო ჯანმრთელად იცხოვრონ.
ასეთი დანიშნულების განხორციელება მუშაობას შემდეგი სამი მიმართულებით გულისხმობს:
- ადამიანებს ჰქონდეთ ჯანსაღი ცხოვრების სურვილი და ამისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო (წყალი, ჰაერი, საკვები და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა);
- ჰქონდეთ შესაძლებლობა, დროულად მიიღონ საჭირო, ხარისხიანი, სანდო სამედიცინო მომსახურება;
- ჰქონდეთ მინიმალურად აუცილებელი პირობა, იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ იკვებონ სულ მცირე, საარსებო მინიმუმის მიხედვით და აუცილებელი სამედიცინო მომსახურება იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი.
შეესაბამება თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურა მის დანიშნულებასა და პრიორიტეტებს
30 სექტემბერი, 2014 | 0 კომენტარი »
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრუქტურის ანალიზი მომზადებულია ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე და მხოლოდ იმ ხარვეზებსა და შესაძლებლობებს გამოკვეთს, რაც არასწორი სტრუქტურით არის გამოწვეული. ანალიზის პერიოდში აგრეთვე შესწავლილ იქნა ყველაზე წარმატებული განათლების სისტემების მქონე ქვეყნების სამინისტროების სტრუქტურები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ისევე როგორც თითქმის ყველა სხვა საჯარო ორგანიზაციის მთავარი პრობლემა დღეს არის ის, რომ მათი მოწყობა არ შეესაბამება მათ დღევანდელ დანიშნულებას. ხელისუფლება ცდილობს, განსხვავებული პრიორიტეტებით მართოს ქვეყანა, მაგრამ ამისთვის იმავე სტრუქტურებს და სისტემებს იყენებს, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო. შეუძლებელია, განახორციელო განსხვავებული სტრატეგია სტრუქტურაში არსებითი ცვლილების შეტანის გარეშე, მხოლოდ დეპარტამენტების საკურაციო სფეროებში გადაადგილებით. სტატია სრულად »
სტრუქტურული გიგანტები ორგანიზაციების შიგნით
8 სექტემბერი, 2014 | 0 კომენტარი »
ძალიან ბევრ ქართულ ორგანიზაციაში გვხვდება შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანი, არა პირველი პირი, ორგანიზაციის თანამშრომლების, რესურსების, ფუნქციების უდიდეს ნაწილს, 60-70%-ს ან მეტსაც მართავს. ასეთ ხელმძღვანელებს ან ქვედანაყოფებს სტრუქტურულ გიგანტებს ვუწოდებთ. მათი არსებობა ორგანიზაციების მართვაში ურთულეს პრობლემებს ქმნის. ამ სტატიაში მართვის სწორედ ამ სირთულეებზე გვინდა მოგითხროთ.
როგორ და რატომ აფუჭებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებს
28 აპრილი, 2014 | 2 კომენტარი »
სტრუქტურა ადამიანს უკეთესს ვერ გახდის, თუმცა არასწორ სტრუქტურას შეუძლია ყველაზე საუკეთესოც კი ორგანიზაციის უუნარო, არქმედითი წევრი გახადოს, მისთვის დამახასიათებელი, იქამდე დაფარული, ცუდი თვისებები და ხასიათი ზედაპირზე ამოიტანოს და დაპირისპირებების, ქაოსის, ბოროტების მიზეზად აქციოს. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, თუ როგორ და რატომ ახერხებს არასწორი სტრუქტურა ადამიანებში გასაოცარი ცვლილებების მოხდენას.
ქვემოდან რომ მეტი ინიციატივა მოდიოდეს
14 აპრილი, 2014 | 2 კომენტარი »
ქართულ ორგანიზაციებში მენეჯმენტის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას ინიციატივების ნაკადის მიმართულების ცვლილება წარმოადგენს. უკვე ბევრი ხელმძღვანელი ხვდება, რომ თუ ქვემოდან წამოსული ინიციატივების რაოდენობა არ გაიზრდება, მენეჯმენტის მიერ გენერირებული იდეები არც საკმარისი აღარ არის, ხარისხით და ორიგინალურობითაც დიდად არ გამოირჩევა და რაც მთავარია, მათი განხორციელება ძალიან ჭირს. მათ, ვისაც ზემოდან წამოსული იდეების იმპლემენტაცია უწევთ ან არ მოსწონთ, ან არ ესმით ეს იდეები. ამის გამო იდეის ავტორ ხელმძღვანელს მთელი ძალისხმევის, ნებისყოფის, ავტორიტეტის და ძალაუფლების დახარჯვა უწევს წელიწადში სულ ორი-სამი მეტ-ნაკლებად ღირებული იდეის განსახორციელებლად.
ამ სტატიაში იმ მიზეზებზე გვინდა მოგითხროთ, რომელიც ქვემოდან ზემოთ ინიციატივების მსვლელობას ყველაზე მეტად უშლის ხელს და ორგანიზაციებს მენეჯმენტიდან წამოსული იდეების ანაბარა ტოვებს. აგრეთვე იმაზეც, თუ რა შეიძლება ამ მიმართულებით შეიცვალოს.