არქივი: 2009
მომდევნო სტატიები »ხელისუფლების წინაშე მდგარი სამი მთავარი გამოწვევა მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდისათვის
15 ივლისი, 2009 | 1 კომენტარი »
ხელისუფლება, რომლისათვისაც დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ასამაღლებლად, ამ ამოცანის გადაწყვეტის გზაზე სამი უმთავრესი გამოწვევის წინაშე დგას. სტატია სრულად »
შეინარჩუნეთ ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტები და კრიზისი გაცილებით ადვილი გადასატანი გახდება
10 ივლისი, 2009 | 2 კომენტარი »
არაფერი არ არის ისე მნიშვნელოვანი კრიზისის დროს, როგორც კლიენტი, რომელიც არ მიდის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათგან მიღებული შემოსავალი თქვენი შემოსავლების განსაკუთრებულად დიდ ნაწილს შეადგენს. სტატია სრულად »
სამშენებლო სექტორის რეაბილიტაციის პროგრამასთან დაკავშირებული რისკები და ჰეჯირების გზები
8 ივლისი, 2009 | 1 კომენტარი »
სულ ახლახანს პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა ეკონომიკის სტიმულირების 5 პუნქტიანი გეგმა. მასში პირველი და ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი სამშენებლო სექტორის რეაბილიტაციის პროგრამა იყო. სტატია სრულად »
ერთ-ერთი ტენდენცია რომელსაც საქართველოს ეკონომიკის გამოკეთება შეუძლია
3 ივლისი, 2009 | 10 კომენტარი »
იცით თუ არა, რომ: საქართელოში 2008 წელს 22 მილიონი დოლარის ღირებულების კარტოფილი, 12 მილიონის ლობიო, 18 მილიონის პომიდორი, 17 მილიონის ღირებულების ხახვი არის იმპორტირებული სხვადასხვა ქვეყნებიდან. მხოლოდ ამ ოთხმა კულტურამ 70 მილიონი შეადგინა. სტატია სრულად »
სამი მთავარი კითხვა გაყიდვების გასაზრდელად
26 ივნისი, 2009 | 0 კომენტარი »
როგორ გავყიდოთ მეტი? – ეს კითხვა ძალიან ბევრს აწუხებს. კრიზისის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, რთული ხდება გაყიდო ის, რაც კრიზისამდე ძალიან ადვილად და დიდი რაოდენობით იყიდებოდა. სტატია სრულად »
მცირე ბიზნესის განვითარების სტრატეგია
22 ივნისი, 2009 | 4 კომენტარი »
დღეს, როდესაც უმუშევრობა, ან უმუშევრობის შიში პიკს აღწევს, როდესაც ქვეყანას უკიდურესად სჭირდება უფრო მეტი წარმოებული პროდუქტი და მომსახურება, როდესაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა საერთო ეროვნულ ამოცანად შეიძლება ჩაითვალოს – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მცირე ბიზნესი, მისი ხელშეწყობა და განვითარება. სტატია სრულად »
ბიზნეს მოდელის ცვლილება – ერთ-ერთი (ან ერთადერთი) გადარჩენის შანსი კრიზისის დროს
15 ივნისი, 2009 | 9 კომენტარი »
მხოლოდ ერთეულები ახერხებენ იპოვონ ასეთი გადაწყვეტილებები, მხოლოდ ერთეულები ბედავენ, იფიქრონ ბიზნეს მოდელის ასეთ ცვლილებაზე, მხოლოდ ერთეულებს ყოფნით გამბედაობა – გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები ახალი, თამამი ცვლილებების განსახორციელებლად.
წარმოიდგინეთ სასტუმრო, რომელსაც სესხი აქვს მილიონზე მეტი და რომლის დატვირთვებიც კრიზისის გამო, თითქმის 70-80% ით არის შემცირებული, ან საღებავების დისტრიბუტორი, რომელიც, თვეში თითქმის მილიონი რეალიზაციის შემდეგ, 50-100 ათასამდეა დასული გაყიდვებში სტატია სრულად »
ქართული ბანკების მიერ კრიზისის პერიოდში დაშვებული მთავარი შეცდომები
8 ივნისი, 2009 | 5 კომენტარი »
როგორი უნდა ყოფილიყო ბანკების რეაქცია აგვისტოს მოვლენებზე და იმ პროცესებზე, რომლებიც ამის შემდეგ განვითარდა ქვეყანაში და მსოფლიოში? სინამდვილეში რა ნაბიჯები გადადგეს და შესაბამისად რა შედეგები მიიღეს მათ და მთლიანად ქვეყანამ? სტატია სრულად »
საერთო ბრძოლა (ანუ ვის შეუძლია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა)
1 ივნისი, 2009 | 2 კომენტარი »
ქვეყნის გამოყვანა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, არის უპირველესი ამოცანაა ყველასთვის, ყველა დონეზე. ის, რაც უპირველესად ამ ამოცანას არ ისახავს მიზნად, არის ფუჭად დახარჯული ენერგია სტატია სრულად »
სამი ყველაზე ეფექტური ცვლილება კრიზისის დროს
25 მაისი, 2009 | 2 კომენტარი »
ვისაც ბიზნეს წრეებთან ურთიერთობა აქვს დაინახავს, როგორ უკან მიდის ჩვენი ბიზნესის საქმე. საქართველოში კრიზისი, შეიძლება ცოტა დაგვიანებით, მაგრამ სულ უფრო ღრმავდება. სულ უფრო უარესდება მდგომარეობა ბევრ დარგში. სტატია სრულად »
პატარა გიგანტები
1 მაისი, 2009 | 7 კომენტარი »
- და შენ რა უპასუხე? – ჰკითხა მეიტაგმა
- გაგიჟდი? – უპასუხა დისტრიბუტორმა, – რა თქმა უნდა დავთანხმდი
- კარგი, იცოდე, რომ პასუხი არის – “არა”, – უთხრა მეიტაგმა სტატია სრულად »
ბიზნეს-პროცესები საოპერაციო მაგიდაზე
1 მაისი, 2009 | 0 კომენტარი »
ქაოსში მყოფი კომპანია უსიამოვნოა ყველასთვის. კლიენტები დაბალი ხარისხის პროდუქტს და მომსახურებას იღებენ, მენეჯმენტი მუდმივ სტრესშია, თანამშრომლები კი გაურკვევლობისაგან არიან დაღლილები. სტატია სრულად »
ქართული სტრატეგიის სამი თავისებურება
31 მარტი, 2009 | 8 კომენტარი »
ქართული სტრატეგიის სამი თავისებურება, რომელზეც გვინდა ამ სტატიაში ვისაუბროთ, ბევრი დადებითი და უარყოფითი ეფექტის მიზეზი ხდება. საუბარი იმაზე, რომ ეს მიდგომები მხოლოდ უარყოფითი შედეგის მომტანია, ძნელია და, ალბათ, არც იქნება სწორი. თუმცა, ალბათ, არ იქნება მართებული, რომ არ აღინიშნოს და ნაკლოვანებებს ხაზი არ გაესვას. სტატია სრულად »
სარეზერვო გეგმა კრიზისული სიტუაციებისთვის
31 მარტი, 2009 | 4 კომენტარი »
ნებისმიერ კრიზისს და მის გავლენას ორგანიზაციაზე სამი უმთავრესი ჯგუფის – კადრების, კლიენტების და პარტნიორების ამ ორგანიზაციისადმი დამოკიდებულება განაპირობებს. თავის მხრივ, ორგანიზაცია მათი დაკვირვებებით და შეფასებებით საზრდოობს. სტატია სრულად »
კადრების შემცირება – რჩევები მტკივნეული პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის
31 მარტი, 2009 | 2 კომენტარი »
იმედია არ დაგჭირდებათ,
და თუ დაგჭირდებათ გამოგადგებათ…
კადრების გაშვება სამსახურიდან ნებისმიერი მენეჯერისა და ორგანიზაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული და მტკივნეული გადაწყვეტიელბაა, თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ეს უკანასკნელი გამოსავალია. ეს პროცესი ბევრი ემოციითა და გულისტკივილით არის გაჯერებული, ამიტომ ბევრ მენეჯერს უჭირს მისი სწორად წარმართვა. შედეგად კი მრავალ შეცდომას უშვებენ.
ანტიკრიზისული მენეჯმენტი
29 იანვარი, 2009 | 14 კომენტარი »
განსაკუთრებით, აქ ჩვენთან, სადაც მოვლენები ხშირად ელვის სისწრაფით ვითარდება და შეიძლება ერთ კვირაში, ან სულაც ერთ დღეში აღმოჩნდეს, რომ სულ სხვა ქვეყანაში ცხოვრობ. ასეთი ცვლილებები გვაიძულებს ყოველთვის ვიყოთ ფორმაში, აღვიქვავდეთ და ვაკონტროლებდეთ გარემოს და სწორად ვრეაგირებდეთ მასში მიმდინარე პროცესებზე. სტატია სრულად »
შეუბრალებელი ბრძოლა ხარჯებთან
29 იანვარი, 2009 | 1 კომენტარი »
წარმატებული ორგანიზაციები გაუმართლებელ დანახარჯებს განუწყვეტლივ ებრძვიან, თუმცა მშვიდობიან და კრიზისულ პერიოდებში ვითარება განსხვავებულია. თუკი მშვიდობიან პერიოდში ორგანიზაციამ შეიძლება მოითმინოს გაბერილი ხარჯები, კრიზისულ პერიოდში გაუმართლებელ ხარჯებს მისი გაკოტრება შეუძლიათ. ამიტომ მათ მიმართ ლმობიერება ნაკლებია. სტატია სრულად »
კრიზისის ცხრა დადებითი ეფექტი
28 იანვარი, 2009 | 12 კომენტარი »
დამკვიდრებული შეხედულებებით, კრიზისები, განსაკუთრებით კი გლობალური კრიზისები, ერთობ არასასურველი მოვლენაა ორგანიზაციების ცხოვრებაში. მიიჩნევა, რომ კრიზისის დროს, საკმაოდ ბევრი რამ ფუჭდება, რთულდება, არასახარბიელო მიმართულებით იწყებს სვლას. ეს, ალბათ, ასეც არის გარკვეული თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, არის გარემოებები, რომელთა გამოც შეიძლება მეტი ენთუზიაზმით ვხვდებოდეთ კრიზისს. იგი ხშირად როგორც შუალედური გამოცდა ისე ევლინება ორგანიზაციას მისი მდგრადობის, გუნდის ხარისხის და სტრატეგიის სისწორის გადასამოწმებლად. სტატია სრულად »
ყველაფერი ხომ სიყვარულით იწყება
21 იანვარი, 2009 | 0 კომენტარი »
ყველაფერი სიყვარულიდან იწყება, სიყვარული აჩენს ზრუნვის შეგრძნებას, აღძრავს მოქმედების სურვილს, მოქმედების სურვილი გვაძებნინებს საქმეს, რომელიც გამოგვივა, მერე ვპოულობთ ამ საქმეს, ვცდილობთ, გავაკეთოთ ის, რაც შეიძლება კარგად და ვცდილობთ, ვისწავლოთ მისი კეთება კიდევ და კიდევ უფრო კარგად იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ მათთვის, ვინც გვიყვარს. სტატია სრულად »