
სტრატეგია
« წინა სტატიებიქართული ხილის ექსპორტის პერსპექტივა და ჩვენი მონაწილეობა ამ ამოცანაში
10 სექტემბერი, 2018 | 0 კომენტარი »
ჩირი და ჩიპსი საუკეთესო ფორმაა ქართული ხილის ექსპორტზე გასატანად. ამ სახით ის საუკეთესოდ ინარჩუნებს მის ყველა თვისებას და შენახვადი და ტრანსპორტირებადი ხდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს ხილზე ყველა ამბობს მისი არა მიმზიდველი ვიზუალური ფორმის მიუხედავად გემრიელია და სასარგებლო, ჩირისთვის და ჩიპსისთვის ზუსტადაც რომ ხილის ვიზუალურ სახეს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია მისი გემო და სიჯანსაღე მივიტანოთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მსოფლიოს მასშტაბით.
სოფლის მეურნეობა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დარგია, მეხილეობა კი მისი უდიდესი მიმართულება, ჩირი და ჩიპსი ხილის გადამუშავების და ტრანსპორტირების ყველაზე მოსახერხებელი ფორმაა და ჩვენც, სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა, ამ ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ. სტატია სრულად »
რატომ არის ყველაზე მეტად მომგებიანი ზარალიანი კომპანიების ყიდვა
9 ივლისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია მეექვსე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – სტერეოტიპის რღვევა, რომ ზარალიან კომპანიებს ფასი არ აქვს.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ზარალიანი კომპანიის ყიდვა, თუ რა თქმა უნდა დეტალურად გაქვს შესწავლილი ზარალის გამომწვევი მიზეზები და ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო, კომპანია რომ მომგებიანი გახადო, ყველაზე სწორი ინვესტიციაა “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებისთვის” და მსგავსი ტიპის კომპანიებისთვისაც ალბათ. ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვყიდულობთ ორგანიზაციებს, ვცდილობთ გავუზარდოთ მათ ღირებულება, ახალ-ახალი ადამიანები მოვიწვიოთ ამ ორგანიზაციებში ინვესტიციების გასაკეთებლად, და საბოლოოდ თითოეული მათგანისთვის ეს ინვესტიცია ძალიან მომგებიანი უნდა გავხადოთ. ამ საქმისთვის სწორი, ხშირ შემთხვევაში სწორედ ზარალიანი კომპანიების პოვნა, შეფასება, შერჩევა საბოლოო წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ორგანიზაცია ყველაზე კარგი აქტივია, რომელსაც შეიძლება ადამიანი ფლობდეს, ვინაიდან, ის ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც შეუძლია თვითონ გაუზარდოს თავის თავს ღირებულება და თანაც 2-ჯერ, 5-ჯერ, 10-ჯერ, 100-ჯერ და მეტადაც. ამას ისიც ემატება, რომ იყო მონაწილე წარმატებული, სხვებისთვის ბევრი სარგებლის მომტანი საქმის, თავისთავადაც დიდი სიამოვნებაა. ამ საკითხზე რამდენადაც ცალკე სტატია გვაქვს დაწერილი (იდეალური აქტივი), საუბარს დეტალურად აღარ გავაგრძელებთ, მაგრამ რა უპირატესობა აქვს სწორედ ზარალიანი კომპანიების წილში შესვლას, ეს საკითხი შესაძლოა ბევრი დაინტერესებული ადამიანისთვის აღმოჩნდეს საინტერესო. სტატია სრულად »
ბევრი სიხარული ღმერთის საჩუქრებისთვის ანუ როგორი იქნება სასტუმროების ჩვენი ოპერატორი კომპანია
2 ივლისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეხუთე, სტატია პირველი: “ბარბარესთან” და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” სასტუმროების ოპერატორი კომპანია დავაფუძნეთ.
რაც მეტ სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებთ სხვას, მით უფრო დიდ სიხარულს და ბედნიერებას განვიცდით ჩვენც. ბედნიერ ადამიანებს საოცრებების მოხდენა შეუძლიათ და თანაც არა ერთხელ ცხოვრებაში, არამედ ყოველ წუთს, უწყვეტად შეუძლიათ ულევად მოიფიქრონ და გააკეთონ ისეთი რაღაცები, რაც გაგვაოცებს და გვაფიქრებინებს – ნუთუ ესეთი რამე შესაძლებელია. თუ შენ ბედნიერების და სიხარულის მანქანას ქმნი, ორგანიზაციას, რომელმაც სხვებს ულევი სიხარული უნდა მოუტანოს, უნდა იპოვო ადამიანები, ვისაც ამ საქმის კეთებით სიამოვნების მიღება შეუძლია და შეუქმნა გარემო, სადაც ბედნიერები იქნებიან და საოცრებების ზღვაც აუცილებლად აღელდება.
დაახლოებით ერთი თვის წინ “ქართულმა ოჯახმა” (რესტორანი “ბარბარესთან”) და “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებმა” ერთობლივი კომპანია დავაფუძნეთ, რომლის ფუნქციაც სამვარსკვლავიანი სასტუმროების ოპერირება იქნება. ამ სტატიაში გვინდა იმ კონცეფციაზე მოგითხროთ, რომელსაც ჩვენ ერთობლივად უკვე წელიწადზე მეტია ვამუშავებთ და რომლის განხორციელებაც დაიწყო ამ რეგისტრაციით. გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები მიზნებზე, წინაპირობებზე, მიდგომებზე როგორ და როდის ვაპირებთ რა თანმიმდევრობით ვიმოქმედოთ. ასევე გვსურს ჩვენს კომპანიაში შემოსვლა შემოგთავაზოთ ყველა დაინტერესებულს. სტატია სრულად »
სინერჯის ახალი სიცოცხლე
25 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
თითქმის 20 წელია უკვე, რაც სინერჯი ჯგუფი არსებობს. ბანკების მმართველობითი კონსალტინგით დაწყებული საქმე 5-6 წელიწადში სადაზღვევო, ფარმაცევტული, დეველოპერული და სხვა ბევრ ინდუსტრიაში მოქმედი კომპანიების სტრატეგიულ კონსალტინგად იქცა. 2006 წლიდან სახელმწიფო პროექტების კეთება დავიწყეთ, 2008 წლის კრიზისის შემდეგ მთელი კონცენტრაცია ორგანიზაციული სტრუქტურების კეთებაზე გადავიტანეთ და დღემდე ისე მოვედით, რომ 300-ზე მეტი პროექტი გვაქვს 100-ზე მეტ ორგანიზაციაში განხორციელებული. 100 ყველაზე დიდი ორგანიზაციიდან საქართველოში ალბათ მინიმუმ 70%-თან მაინც გვიმუშავია და მათ მენეჯმენტთან ერთად ვცდილობდით მათ განვითარებაში ჩვენც შეგვეტანა წვლილი.
ორი წელია, რაც საკონსულტაციო პროექტებს მართვის პროექტებიც დავამატეთ. დავიწყეთ ორგანიზაციების მართვაში შესვლა და ახლა ამ ფორმით ვცდილობთ დამატებითი სარგებელი და ღირებულება შევქმნათ. ამ წლების განმავლობაში სულ ვცდილობდით, არ გავჩერებულიყავით ერთ ადგილზე, გვესწავლა და გვემუშავა ისე, რომ რეპუტაციაც და პროფესიონალიზმიც სულ უფრო აგვემაღლებინა. დაარსებიდან ათი წლის შემდეგ სტრუქტურებზე კონცენტრაცია გახდა ჩვენი მნიშვნელოვანი არჩევანი. კიდევ ათი წლის შემდეგ კი ბევრად მეტი, ბევრად რთული და ბევრად მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ჩვენთან. სწორედ ამ ცვლილებებზე მინდა ამ სტატიაში მოგითხროთ. სტატია სრულად »
მადლობა, თქვენ ბედნიერი მომავალი შეიძინეთ
18 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია მეხუთე: სინერჯის კაპიტალის პარტნიორები – ბედნიერი მომავალი.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
დღეს 8000 მოსავლის მეორე ფილიალი გაიხსნა ვაკეში. იდეა, რომელიც სულ სამიოდე წლის წინ მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ოცნებაში არსებობდა დღეს ქსელურ ორგანიზაციად იქცა. მას შემდეგ რაც მესამე მაღაზია გაიხსნება, ახლა უკვე ევროპაში, საერთაშორისო ქსელური ორგანიზაცია გახდება, რომელიც მისი დანიშნულების განხორციელებას მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებს და მერე ორგანიზაცია გაათმაგებული სიჩქარით გააგრძელებს ზრდას. ამ თვეების განმავლობაში, რაც ეს ორგანიზაცია არსებობს, არც ერთი თვის შედეგი არ ყოფილა წინა თვეზე ნაკლები. დღეს ის რამდენიმე ათას ბოთლ ღვინოს ყიდის ყოველ თვე, სიხარულს ანიჭებს ათასობით მომხმარებელს და 150-მდე მეღვინეს იმედით ავსებს და ძალებს აძლევს მეტი მონდომებით გააკეთონ საყვარელი საქმე.
რაც შეიძლება მეტ ადამიანს (როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში) გააცნოს და შეაყვაროს ქართული ღვინო, არის დანიშნულება, რომლის განხორციელებაც ამ ორგანიზაციამ პირველივე დღიდან დაიწყო. სტატია სრულად »
ახალი კალაპოტი – თბილისის ზღვის ჰოსპიტალში პირველ სამ თვეში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები
11 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მესამე სტატია მეორე – სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
როდესაც ორგანიზაციის დანიშნულება და სტრატეგია ძალიან კარგად გესმის, ხვდები საით უნდა იარო, სად უნდა მიხვიდე, მიზანი მოსვენებას არ გაძლევს და გაიძულებს ყოველდღე რაღაცა შეცვალო იმისთვის, რომ იქამდე კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. ასეთ დროს თვითონ ნაბიჯების შინაარსს და თანმიმდევრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. რაც უფრო რთულად მიღწევადია მიზანი, მით უფრო დიდია იმის აუცილებლობა, რომ ყველა წინა ნაბიჯმა შემდეგის გადადგმა გააადვილოს. სწორი სტრუქტურული ცვლილებები სტრატეგიის განხორციელების მთავარი და პირველი ნაბიჯია, რომელიც თანამშრომლების უნარებს, ცოდნას, ყურადღებას კალაპოტს და მიმართულებას უცვლის და ახალი სტრატეგიის სამსახურში აყენებს.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სინერჯი ჯგუფი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის მართვაში შევიდა. ორგანიზაციაში, რომელსაც უნდა და შეუძლია უბნის სამაგალითო საავადმყოფო გახდეს. ამისთვის მან უნდა მოახერხოს, გააცნოს თავი იმ დაახლოებით 150 000 მოსახლეს, ვისთვისაც მუშაობს, მათი ნდობა მოიპოვოს და მათთვის საჭირო სერვისების შეთავაზება და განვითარება დაიწყოს. ამ სტატიაში გვინდა მოგიყვეთ იმ ძირითადი სტრუქტურული გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც პირველ სამ თვეში ორგანიზაციის მენეჯმენტთან და დამფუძნებლებთან ერთად მივიღეთ. როგორი იყო მათი განხორციელების წინაპირობები და მიზეზები და ის პირველი ნიშნები, რაც ამ ცვლილებებმა მოგვცეს. სტატია სრულად »
იდეალური აქტივი
4 ივნისი, 2018 | 0 კომენტარი »
არიან ადამიანები, ვისაც აწუხებთ კითხვა, როგორ უზრუნველვყო ჩემი მომავალი კეთილდღეობა, როგორ უზრუნველვყო ჩემი ოჯახი ფინანსურად, მე რომ არ ვიყო ან მუშაობა ვერ შევძლო, ან როცა ვეღარ ვიმუშავებ, რა იქნება ჩემი ოჯახის არსებობის წყარო. რა დავუტოვო ჩემს შვილებს, რაც მათ ყველაზე მეტად გამოადგებათ, მათ შორის იმისთვის, რომ საუკეთესო განათლება მიიღონ და აკეთონ ის, რაც ყველაზე მეტად გაეხარდებათ, რა გავაკეთო სანამ მუშაობა, ფიქრი და მოქმედება შემიძლია ამისთვის.
ბევრი მათგანი ხვდება, რომ ძვირფასეულობა, ბინა, მიწა, ან სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონება, ანაბარი ბანკში, უფრო იმის საშუალებაა, რომ ფული შეინახო იმდენი რამდენიც გაქვს იმისთვის, რომ მერე საჭიროების შემთხვევაში გაიყიდოს და გაიხარჯოს. არცერთი არ არის მათ შორის ისეთი, რომელსაც შეუძლია მზარდი კეთილდღეობის წყარო გახდეს, საგრძნობი, ცხოვრებისთვის საკმარისი შემოსავალი მოგვიტანოს, თან ისე, რომ არ შემცირდეს ღირებულებაში, არ გაიხარჯოს. სტატია სრულად »
მომგებიანი ორგანიზაციული სტრუქტურები
30 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ორგანიზაციული სტრუქტურა არა მხოლოდ მართვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთავარი ინსტრუმენტია, არამედ სწორად მოწყობილ სტრუქტურას შეუძლია კომპანიის მომგებიანობის მნიშვნელოვანი ზრდა, მომგებიანი საქმიანობის სტიმულირება, მომგებიანობის ანალიზისა და პროგნოზირების ცოდნების დაგროვება, მომგებიანობის ზრდის შესაძლებლობების სისტემური ძიებისა და გამოვლენის უწყვეტი პროცესის უზრუნველყოფა და შემდგომ უკვე გაზრდილი მომგებიანობით მიღებული სიკეთის სწორად გამოყენება კიდევ უფრო მეტი მოგების მისაღებად.
სტრუქტურული ცვლილებები ხშირად აღიქმება, როგორც ხარჯების ზრდისა და დამატებითი ინვესტიციების განხორციელების გარდაუვალი პროცესი. ალბათ, ამიტომაც გაურბიან ხელმძღვანელები სტრუქტურის რეორგანიზაციის პროცესის წამოწყებას, რომ ამან დარტყმა არ მიაყენოს მომგებიანობას და ურჩევნიათ არსებული სისტემებით ეცადონ გაამართლონ კომპანიის ჯამურ შედეგებზე აღებული პასუხისმგებლობა დამფუძნებლების წინაშე. სტატია სრულად »
სამსახური მათთვის, ვინც სამსახურს არ ეძებს
28 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეოთხე სტატია პირველი – როგორ დავეხმაროთ კარიერის განვითარებაში მათ, ვინც სამსახურს არ ეძებს.
ვართ ადამიანები, და არც თუ ისე ცოტა, ვისაც ძალიან მოგვწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, ორგანიზაციაც და პოზიციაც მისაღებია იმდენად, რომ სხვა სამსახურის ძებნა აქტიურად არ გვინდა დავიწყოთ. კოლეგებსაც მიჩვეულები ვართ უკვე და მოგვწონს მათთან მუშაობა, მათ ნაწილთან უკვე პირადი მეგობრობაც გვაკავშირებს და მათთან ყოველდღიური ურთიერთობა ჩვენთვის ამ სამსახურის პლიუსების ნაწილი გახდა. იქამდე არ მივსულვართ, რომ რეზიუმის აქტიური დაგზავნა დავიწყოთ ახალი სამსახურის მოსაძებნად, და მუშაობის პარალელურად, ყოველი შემთხვევისთვის, რა იცი რა გამოჩნდეს მიზნით რომ ვაკანსიები ვაკონტროლოთ ვერც ამისთვის ვიცლით.
თუმცა, გარკვეულ რისკებს თითოეული ჩვენგანი მაინც ვგრძნობთ, რა იქნება ხვალ, არსებული უშუალო ხელმძღვანელი რომ შეიცვალოს, ან ამასთან რომ გართულდეს ურთიერთობა, ორგანიზაციამ რომ კადრების შემცირება დაიწყოს, ან უბრალოდ მივხვდეთ, რომ ამ სამსახურში ვერ ვახერხებთ ყველაზე მთავარს, განვითარებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა დავკარგოთ დრო, ჩვენი ფასი დასაქმების ბაზარზე სულ უფრო შემცირდეს და რაც დრო გავა, ნებისმიერი მიზეზით სამსახურის მოძებნა რომ დამჭირდეს რამდენად ადვილად მოვახერხებ ამას? ბევრ ჩვენგანს ეს კითხვები შიგადაშიგ გვახსენებს თავს. სტატია სრულად »
როგორები უნდა ვიყოთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი დანიშნულება შევასრულოთ
21 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე სტატია მეოთხე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” მთავარი პრინციპები და ფასეულობები.
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ჩვენც კარგად ვიცით, რომ ისევე როგორც ყველა შენობას სჭირდება საძირკველი, რომელსაც დაეფუძნება, ყველა ორგანიზაციას სჭირდება პრინციპები, ფასეულობები და ფილოსოფია, რომელიც მისი ყველა თანამშრომლის სამუდამო წარმმართველი გახდება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მოქმედებებში და გადაწყვეტილებების მიღებისას. ორგანიზაციების უდიდეს ნაწილში ეს საფუძვლები ლიდერების პიროვნული თვისებების და ფასეულობების მიხედვით იქმნება და მერე რთულად, მაგრამ მაინც იცვლება ახალი ლიდერების გაჩენისას. იქ, სადაც ეს ფილოსოფია გააზრებული და დეკლარირებულია მისიიდან გამომდინარე და მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს მათი დამკვიდრებისთვის, იქ ის სამუდამოდ მუშაობს, სანამ ისევ დანიშნულებიდან გამომდინარე არ გახდება მისი შეცვლა საჭირო.
სწორედ ამიტომ, ჩვენც გადავწყვიტეთ დეკლარირება გავუკეთოთ ყველა პრინციპს, რომელთა დაცვაც ჩვენთვის და ჩვენი შემდეგი თაობის თანამშრომლებისთვის ერთნაირად დასაცავი, დასამკვიდრებელი და განსავითარებელი იქნება. ამ სტატიაში სწორედ ამ გადაწყვეტილებებს გვინდა მოვუყაროთ თავი, გამოვაცხადოთ და პასუხისმგებლობაც ავიღოთ იმაზე, რომ ყველაფერს გავაკეთებთ “სინერჯის კაპიტალის პარტნიორებში” მათ დასამკვიდრებლად. სტატია სრულად »
ჩვენ უბნის სამაგალითო საავადმყოფოს შექმნაში ჩავერთეთ
14 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მესამე, სტატია პირველი – სინერჯი ჯგუფი “თბილისის ზღვის ჰოსპიტალის” მართვაში შევიდა
როგორი რთულიც არ უნდა იყოს ორგანიზაციის მდგომარეობა, საკმარისია მენეჯმენტმა მისი დანიშნულების გააზრება დაიწყოს და ყურადღება და ძალისხმევა ისეთი შიდა ცვლილებების განხორციელებაზე მიმართოს, რაც მას ამ დანიშნულების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება, რომ ყველაფერი გარეთაც ეგრევე მოწესრიგებას იწყებს. ისეთი შესაძლებლობები ჩნდება, ისეთ მხარდამჭერებს და გულშემატკივრებს აღმოვაჩენთ როგორც გარეთ, ისე შიგნით, რომ ვხვდებით მათთან ერთად ყველა პრობლემის გადალახვა და ყველა მიზნის მიღწევა შეიძლება.
მომავლის ლიდერი ორგანიზაციები
7 მაისი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე სტატია მესამე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორების” მოქმედების სტრატეგია
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
20 წლის წინ, მაშინ როდესაც სინერჯი ჯგუფი იქმნებოდა კორპორატიულ სამყაროში ისეთი ორგანიზაციები დომინირებდნენ, რომელთა დიდი ნაწილი დღეს ან საერთოდ აღარ არსებობს ან მათი არსებობა არ ახსოვს არავის. დღევანდელი ლიდერი ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი მაშინ ან არ არსებობდა საერთოდ ან თუ არსებობდა, ცოტა ვინმე თუ იცნობდა მათ და ცოტა ვინმე თუ ხედავდა მათში მომავალ ლიდერებს. დიდია ალბათობა იმის, რომ 10-15-20 წლის შემდეგ ისეთი ორგანიზაციები იქნებიან წამყვანი, რომელთა ნაწილი მომავალში შეიქმნება ან ახლაც არსებობს, მაგრამ მათში პოტენციალის დანახვას სპეციალური გამადიდებელი შუშები სჭირდება.
ჩვენ გვინდა ეს კომპანიები ვიპოვოთ, გავიცნოთ, დავუმეგობრდეთ და დავეხმაროთ იმაში, რომ უფრო დიდები, უფრო კარგები გახდნენ უფრო სწრაფად და ადვილად, ვიდრე ამას ჩვენნაირი პარტნიორის გარეშე შეძლებენ. ჩვენ გვჯერა, რომ ისინიც მოგვძებნიან და გვიპოვიან ისევე როგორც დღევანდელი ლიდერების დიდმა ნაწილმა მოახერხა ეს. არ ვამბობთ, რომ ჩვენი მონაწილეობა დიდია იმაში, რასაც მათ მიაღწიეს, მაგრამ ცალსახაა, უკვე ის ფაქტი, რომ მოგვძებნეს, მოგვისმინეს, გვემუშავნენ, მათ პროგრესულობაზე, ზრდისა და განვითარებისკენ სწრაფვაზე მეტყველებს. ეს მათი საქმიანობის ყველა მიმართულებაზე აისახა და იმიტომაც მიაღწიეს ყველაფერს, რასაც მიაღწიეს. სტატია სრულად »
გაყიდვის სტიმულირება, სადაც გაყიდვა არ არის მთავარი მიზანი
30 აპრილი, 2018 | 1 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეთორმეტე – როგორ ვყიდით ჩვენ
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გაყიდვების სტიმულირების ამოცანის მთავარი გასაღები ჩვენ ასე გვესმის, რომ მივხვდეთ ვინ არიან ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი პროდუქტები, მივაწოდოთ ამ პროდუქტებზე კვალიფიციური ინფორმაცია სანდო არხებით და ამით დავეხმაროთ მათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. ეს მიდგომა საშუალებას გვაძლევს უფრო მყარი, ნდობაზე დაფუძნებული, გრძელვადიანი ურთიერთობები ავაწყოთ მომხმარებლებთან. ამ ამოცანის გადაწყვეტის ჩვენი გზაც სახალხო აფთიაქში ამ კონცეფციას ეფუძნება.
ამ სტატიაში მოგიყვებით ამ გზებზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებზე და ამ დროისთვის მიღებულ შედეგებზე.
2018 წელს ტოპ პრიორიტეტის ამოცანა გახდა ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების გაყიდვების სტიმულირება იმისთვის, რომ მომგებიანობა გაგვეზარდა, რაც სახალხოსთვის ამ წლის უმთავრესი მიზანია. ეს ნიშნავს, რომ ამ პროდუქტებზე უნდა შეგვექმნა მოთხოვნა, რადიკალურად და მასიურად გაგვეზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ამ პროდუქტების შეძენით დაინტერესდებოდნენ. სტატია სრულად »
სახალხო აფთიაქის ფინანსური მხარდაჭერის და განვითარების ფონდი
23 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია პირველი, სტატია მეთერთმეტე, ასევე ისტორია მეორე, სტატია მეორე – “სინერჯის კაპიტალის პარტნიორები” ახალ ქვეფონდს, სახალხო აფთიაქის მხარდაჭერის და განვითარების ფონდს ქმნის
წინა სტატიების სანახავად ეწვიეთ – ისტორია პირველი; ისტორია მეორე.
ცნობილია, რომ სისხლი იმდენი უნდა ჰქონდეს ორგანიზმს, რამდენიც სჭირდება. არც იმაზე მეტი არ არის კარგი და არც ნაკლები. სისხლი ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ის გვაძლევს საშუალებას, ყველა ძირითადი პროცესი ორგანიზმში გამართულად, შეუფერხებლად მიდიოდეს, ჟანგბადი და სხვა აუცილებელი რესურსი მთელ სხეულს, მის ყველა უჯრედს უწყვეტად მიეწოდებოდეს. ჯანმრთელ ორგანიზმს, შეიძლება ისე განვითარდეს, გაიზარდოს, დამატებითი სისხლი არასოდეს დასჭირდეს, თუმცა თითქმის ყველას, ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ერთხელ მაინც შეიძლება დასჭირდეს ახალი, დამატებული სისხლი.
სინერჯის კაპიტალის პარტნიორები
16 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ისტორია მეორე, სტატია პირველი – სინერჯი კერძო კაპიტალის ფონდს ქმნის
რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, ერთი მხრივ მით უფრო დიდია მისი გამოცდილება იმ სფეროში, რომელშიც მუშაობს და მეორე მხრივ უფრო ნაკლები დრო რჩება ამ გამოცდილების საკუთარი მიზნებისთვის გამოსაყენებლად.
20 წლის წინ ერთი დიდი ბანკის ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, და მახსოვს როგორი პრობლემები შეუქმნეს 40-მდე წლის ჩემს კოლეგას, რომელიც პარალელურ სამსახურს ხელძღვანელობდა, და რომლის მუშაობის ხარისხიც რატომღაც ბანკის მაშინდელმა ხელმძღვანელებმა არადამაკმაყოფილებლად მიიჩნიეს. მას ჯერ დიდი სამსახური ჩააბარეს სამართავად და მერე მალევე მოედავნენ, რომ სათანადოდ ვერ უძღვებოდა საქმეს. ცოტა ხანში სამსახურის რეორგანიზაცია მოახდინეს და ორი მცირეწლოვანი შვილის მამა საერთოდ სამსახურის გარეშე დარჩა. სტატია სრულად »
დანიშნულება, როგორც მიზანი
9 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეათე – 2018 წლის სტრატეგიული ამოცანები, და მათი გადაწყვეტის დაგეგმილი მიდგომები
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ყველა ორგანიზაციას მისი უნიკალური დანიშნულება გააჩნია. რაღაცისთვის იქმნება და რაღაცის შესაქმნელად არსებობს, სანამ არსებობს. გარკვეული ღირებულების შესაქმნელად ვიღაცისთვის. და ეს ესეა მიუხედავად იმისა მენეჯმენტი ამ დანიშნულებას ხედავს თუ ვერა, ცდილობს თუ არა სწორედ ეს დანიშნულება პირნათლად შეასრულოს. ბევრი ორგანიზაციის მეპატრონეები, ან ხელმძღვანელები ფიქრობენ, რომ სწორედ მოგების მიღებაა მათი ორგანიზაციის დანიშნულება. არადა, მოგება მხოლოდ უკუგებაა იმის, რამდენად კარგად ასრულებს ორგანიზაცია საკუთარ დანიშნულებას, უკუგებაა და შესაძლებლობა იმისთვის, რომ ხვალ ეს დანიშნულება კიდევ უფრო უკეთ შეასრულოს.
დაიწყე წრიულით – მართვის სისტემა რესტორანში „ბარბარესთან“
4 აპრილი, 2018 | 0 კომენტარი »
ამ სტატიაში გვინდა გიამბოთ ერთ ძალიან წარმატებულ და გამორჩეულ ორგანიზაციაზე, რომელმაც ჩამოყალიბების ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იგრძნო რამდენად მნიშვნელოვანი იყო მართვის სისტემის სწორი მოწყობა, რამდენად აუცილებელი იყო პასუხისმგებლობებისა და ამოცანების სწორი გამიჯვნა-განაწილება და ზუსტად დაინახა ის წერტილი ბიზნესის განვითარებაში, როდესაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორი საძირკვლის ჩაყრა შემდგომი განვითარების ზედ დასაშენებლად. დღეს ის გამორჩეულია თავისი უნიკალურობით, ხარისხით, ხასიათით. რესტორანი „ბარბარესთან“ – ორგანიზაციაა რომელიც ირჩევს წრიულ სტრუქტურას. სტატია სრულად »
შენთვის რომ იპოვო, სხვებისთვის უნდა ეძებო
12 მარტი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეექვსე – ჩვენი სტრატეგია 2017 წელს (გაგრძელება)
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
გვჯეროდა კიდეც სინერჯიში და გამოცდილებამაც დაგვიდასტურა, რომ თუ გინდა რამე ღირებული იპოვო, მათ შორის შენთვისაც, უნდა ეძებო სხვებისთვის, ოღონდ ეძებო გულით და მთელი მონდომებით. სხვისთვის ძებნა ძალებსაც გვაძლევს და მოტივაციითაც გვასაზრდოებს, მეტ და უკეთეს თანამოაზრეებსაც გვძენს, ძიების პროცესში ბარიერებსაც გვიმცირებს, გვეხმარება გვსიამოვნებდეს, რასაც ვაკეთებთ და ჩვენი აღმოჩენები და მიგნებებიც მეტად გვიხაროდეს, პირველ რიგში იმათთან ერთად, ვისთვისაც ამას ვაკეთებთ. სხვებისთვის ძებნა მთავარი მოტივია ჩვენთვის, როცა რაღაცა ახალს და საინტერესოს ვაკეთებთ, ყოველთვის.
სახალხო აფთიაქის სტრატეგიაც, ძირითადად სწორედ სხვებისთვის ძიების იდეაზეა აგებული. ასორტიმენტის განვითარება, გაყიდვების სტიმულირება, მომსახურების ხარისხის განვითარება ის სამი მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, რომელიც წინა სტატიაში განხილულ ქსელის განვითარების ამოცანასთან ერთად, ჩვენი სტრატეგიის ძირითად ნაწილს შეადგენს. სწორედ ამ ამოცანებზე, მათი გადაწყვეტის არჩეული გზების შესახებ გვინდა მოგიყვეთ ამ სტატიაში. სტატია სრულად »
მათთვის, ვისაც ოცნება შეუძლია
5 მარტი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი სტატია მეხუთე – სახალხო აფთიაქის სტრატეგია, რომელიც 2017 წლის დასაწყისში გუნდთან ერთად ავირჩიეთ
წინა სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
ჩვენ, სინერჯიში მიგვაჩნია, რომ სტრატეგია არც დისციპლინაა რამე არც მეცნიერების მიმართულება. სტრატეგია ხელოვნებაა, რომელიც ოცნებების ასრულებაში გვეხმარება. სტატია სრულად »
მიზნები იმისთვის არ არსებობს, რომ მათ მივაღწიოთ
26 თებერვალი, 2018 | 0 კომენტარი »
სახალხო აფთიაქის მართვაში შესვლა: ისტორია პირველი, სტატია მეოთხე – პირველი შედეგები და ახალი გამოწვევები
მესამე სტატიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.
თუ მიზნებს იმისთვის ისახავენ, რომ მერე მათკენ იმოძრაონ, ე.ი. მოძრაობა უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე თვითონ მიზანი. სინერჯის მთელი საქმიანობა ფაქტიურად, ეს არის დაჟინებული მოძრაობა არარეალური, წარმოუდგენელი მიზნებისკენ. ჩვენ, როგორც წესი, ვერ ვაღწევთ მათ, მაგრამ სამაგიეროდ ზუსტად ვიცით, რომ რაც შეგვიძლია იმის მაქსიმუმს ვაკეთებთ ყოველ დღე და მაგის განცდა გვიკომპენსირებს მიზნების მიუღწევლობით გაჩენილ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას. არარეალური მიზნებისკენ დაჟინებული სწრაფვა კი გვეხმარება იმაზე მეტი გავაკეთოთ მაინც, ვიდრე სხვები რეალური მიზნების დასახვით და შესრულებით მოახერხებდნენ. და თუ ასე შედეგიც უკეთესი გამოდის, მაშინ რა პრობლემაა, რომ მიზნები შეუსრულებელი რჩება? სტატია სრულად »